| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | A palmitate+D-panthenol |
პალმიტოლი
შემადგენლობა : A პალმიტატი (0.5%)
D-პანთენოლი (0.1%)
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი .კალიუმის სორბატი .ნატრიუმის ბენზოატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს , ინარჩუნებს ტენიანობას.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
· ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება
· ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება ;
· ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება ;
· ატროფიული რინიტი (ოზენე)
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
დასაშვებია გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში .
2-3 შესხურება 4-5 ჯერ დღეში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25 °C . მოარიდეთ ბავშვებს .
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ
ასევე, იხილეთ: პალმიტოლი ცხვირის წვეთები 30მლ