აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ცხვირის გამოსარეცხი საბავშვო 120მლ და პაკეტი 1 გრამიანი 30 ცალი დოლფინი - Dolphin

#106268_892
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ“ განკუთვნილია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ცხვირ-ხახის გამორეცხვისა და გამოვლების გზით.
25.68₾
28.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ცხვირის გამოსარეცხი საბავშვო 120მლ და პაკეტი 1 გრამიანი 30 ცალი დოლფინი - Dolphin

ინდივიდუალური ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ“ 120 მლ მოცულობით, გამოსარეცხი საშუალებებითურთ, 1 გ, № 30, სამედიცინო მოწყობილობისთვის: ინდივიდუალური ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ“ 120 მლ მოცულობით, ТУ 32.50.50-001-41078037-2019-ის შესაბამისად (ბავშვებისთვის).

დანიშნულება

ინდივიდუალური ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ“ (შემდგომში – მოწყობილობა) განკუთვნილია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ცხვირ-ხახის გამორეცხვისა და გამოვლების გზით, გამოსარეცხი საშუალების გამოყენებით დამზადებული ხსნარის გამოყენებით.
მოწყობილობა მიეკუთვნება ინდივიდუალური მოხმარების ნაკეთობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკურ სამედიცინო დაწესებულებებში, ისე სახლის პირობებში 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჩვენება

რინიტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის დროს, სინუსიტები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი), ალერგიული რინიტი, ატროფიული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ადენოიდიტი, ოპერაციებისთვის მომზადება და რეაბილიტაცია ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატ წიაღებში (სინუსებში) ოპერაციების შემდეგ. მოწყობილობა გამოიყენება ასევე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ჰიგიენური მიზნით ცხვირ-ხახის გამორეცხვისა და გამოვლებისთვის.

უკუჩვენება

ცხვირის გასასვლელების სრული გაუვალობა, მწვავე ოტიტი და ქრონიკული ოტიტის გამწვავება, გამოსარეცხი საშუალების კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, III ხარისხის ადენოიდები, ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები ცხვირის ღრუში, 4 წლამდე ასაკი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

არ არსებობს გამოყენების ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში.

კომპლექტში შედის

  1. 120 მლ მოცულობის მოწყობილობა მრავალჯერადი გამოყენებისთვის;
  2. გამოსარეცხი საშუალება 30 პაკეტი 1 გ მოცულობით თითოეული, ერთჯერადი გამოყენებისთვის;
  3. გამოყენების ინსტრუქცია.
  4. გასაფერადებელი წიგნი.

გამოსარეცხი საშუალება

მოწყობილობა გამოიყენება გამოსარეცხ საშუალებასთან ერთად, კომპლექტში შემავალი 30 პაკეტი 1 გ მოცულობით თითოეული.

საშუალება ასევე შეიძლება შეძენილ იქნას ცალკე.

გამოსარეცხი საშუალების შემადგენლობა:

  • ჰალიტი;
  • იოდირებული სუფრის მარილი;
  • კალიუმის ქლორიდი;
  • ნატრიუმის ნახშირორჟანგი (საკვები სოდა);
  • მშრალი ექსტრაქტი - ასკილი (ნაყოფი);
  • მშრალი ექსტრაქტი - ძირტკბილა (ფესვი)

სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა ჩამოსაცმელის გარეშე.
არ გამოიყენოთ მწოლიარე მდგომარეობაში.
თუ დარღვეულია ცხვირის გასასვლელების გამავლობა და გართულებულია ცხვირით სუნთქვა, პროცედურამდე საჭიროა ცხვირის გამოფერთხვა ან/და ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატის ჩაწვეთება (არ შედის კომპლექტში). ცხვირ-ხახის გამორეცხვის პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატის გამოყენებიდან ერთი-ორი წუთის შემდეგ.
არ არის რეკომენდებული ხსნარის გადაყლაპვა.
გამოიყენეთ მხოლოდ ახლად მომზადებული გამოსარეცხი საშუალების ხსნარი.
ცხვირის გამოფერთხვისას ოდნავ გააღეთ პირი დოლურ აპკზე წნევის თავიდან ასაცილებლად.
ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი წყალი.

ასკილისა და ძირტკბილას ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში გამოყენება უკუნაჩვენებია.

ყურადღება!

პროცედურის შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში შესაძლებელია ცხვირიდან სითხის გამოყოფა, ამიტომ არ არის სასურველი პროცედურების ჩატარება უშუალოდ ძილის წინ.
ცივ ამინდში სასურველია ცხვირის გამორეცხვა ჩატარდეს გარეთ გასვლამდე 20-30 წუთით ადრე.

გამოყენების წესი

ცხვირის გამორეცხვა

რეკომენდებული გამორეცხვების რაოდენობა დღეში: 2-4-ჯერ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
გამოყენების ხანგრძლივობა: გაციება – 2-4 კვირა დაავადების სიმძიმის მიხედვით, ალერგიული რინიტი – ალერგენების მაღალი კონცენტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის – ყოველდღიურად ეპიდემიის პერიოდში.

ცხვირის ღრუს ჰიგიენისთვის – დღეში 1-ლ ყოველდღიურად.

მოწყობილობა შედგება სითხის კონტეინერის, მილის, მოსაცმელისა და დოზატორი-თავსახურისგან. პირველ გამოყენებამდე დაშალეთ მოწყობილობა და გარეცხეთ მისი ნაწილები საპნიან ხსნარში ან სასმელი სოდის ხსნარში (2 ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე), გაავლეთ გამდინარე წყალში, გააშრეთ.

შეამოწმეთ ცხვირის გასასვლელები

სთხოვეთ ბავშვს ისუნთქოს რიგრიგობით თითოეული ნესტოთი, საპირისპირო ნესტოს თითით დახშობით. თუნდაც ერთი ცხვირის გასასვლელის გამავლობის გართულების შემთხვევაში, აუცილებლად გაუწმინდეთ ბავშვს ცხვირის გასასვლელები (სთხოვეთ ბავშვს გამოიფერთხოს ცხვირი ან/და გამოიყენეთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები).

მოათავსეთ საშუალება მოწყობილობაში და გახსენით წყალში

ერთი პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ მოწყობილობაში და შეავსეთ თბილი ანადუღარი სასმელი წყლით ზედა ნიშნულამდე (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36°С).
დახურეთ კონტეინერი მილიანი თავსახურით და შეანჯღრიეთ საშუალების სრულ გახსნამდე.

მოთავსდით სწორ მდგომარეობაში

ბავშვი იღებს მომზადებულ ხსნარიან მოწყობილობას და იხრება წინ 90°-ით. სახე აუცილებლად უნდა იყოს იატაკის პარალელურად. გამორეცხვისას ბავშვმა არ უნდა მოატრიალოს თავი გვერდზე.

გამორეცხეთ ცხვირი

ბავშვი მჭიდროდ მიადებს მოწყობილობის თავსახურს გასარეცხ ნესტოს. ღრმად ჩაისუნთქავს, შეიკავებს სუნთქვას, ოდნავ გააღებს პირს. თავადვე ნელა, მინიმალური მიწოლით მოუჭერს კონტეინერს. ამ დროს ხსნარი გამოედინება გარეთ მეორე ნესტოდან. თუ პროცედურის დროს ხსნარის ნაწილი მოხვდა პირში, საჭიროა ხსნარის გადმოფურთხება. სხეულისა და თავის მდგომარეობის შეუცვლელად, ბავშვი ანალოგიურად რიგრიგობით გამორეცხავს მარცხენა და მარჯვენა ცხვირის გასასვლელს.

გაათავისუფლეთ ცხვირი სითხისგან

როდესაც ხსნარი შეწყვეტს გამოდინებას საპირისპირო ნესტოდან, ბავშვი აშორებს მოწყობილობას ცხვირიდან და შემდეგ უშვებს თითებს. თავის მდგომარეობის შეუცვლელად, გამოიფერთხავს ცხვირს, პირის ოდნავ გაღებულ მდგომარეობაში შენარჩუნებით.

მოიცილეთ ხსნარის ნარჩენები

ბავშვი მოუჭერს მოწყობილობის ცარიელ კონტეინერს, ჩაისუნთქავს და შეიკავებს სუნთქვას, დახურავს პირს. მიადებს მოწყობილობის თავსახურს მარჯვენა ნესტოს, თავისუფალი ხელის თითით მარცხენა ნესტოს დახურვით. შემდეგ მოუშვებს ხელს კონტეინერს. ასევე სრულდება მარცხენა ნესტოდან ნარჩენების მოშორების პროცედურა. თავის აწევა შესაძლებელია მხოლოდ პროცედურის დასრულების შემდეგ.

გამოყენების შემდეგ დაშალეთ მოწყობილობა, გარეცხეთ ნაწილები თბილი წყლით სარეცხი საშუალების გამოყენებით, შემდეგ გამდინარე წყლით სულ მცირე სამჯერ, გაწმინდეთ და გააშრეთ

ყელის გამოვლება

გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი 60 მლ თბილ ანადუღარ წყალში (1/4 ჭიქა), წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36°С. გამოსავლები ხსნარი მზადაა.

არ გადაყლაპოთ ხსნარი გამოვლების დროს.

რეკომენდებულია ყელის გამოვლების პროცედურის ჩატარება მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ ავად ხდებით, აცივების დაწყების პერიოდში, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე ჰიგიენური მიზნებისთვის.

დეზინფექცია

სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში გამოყენებისას რეკომენდებულია ყველა ნაწილის დეზინფექცია 30 წუთის განმავლობაში წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით 0,5% სარეცხი საშუალების ხსნართან ერთად 18-24°С ტემპერატურაზე. დეზინფექციის შემდეგ გარეცხეთ მოწყობილობის ნაწილები სულ მცირე სამჯერ, გამდინარე წყლით.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0-დან 25°С ტემპერატურაზე და არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში.