აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რინოტაისი - Rinotheiss სპრეი 10მლ

#28008_622
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDr. Theiss / დოქტორ ტაისი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა1 სპრეი
მოქმედი ნივთიერებაxylometazoline
მოცულობა10 მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება გაციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების ხანმოკლე მოხსნისათვის  და ალერგიული რინიტის დროს  (Rhinitis allergica).
7.03₾
7.80₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

რინოტაისი

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.1 %

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. 

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- მიმართ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

- თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თავს უფრო ცუდად გრძნობთ  7 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რა წერია ამ ფურცელში

1. რა არის რინოტაისი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ რინოტაისის  გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რინოტაისი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება რინოტაისი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის რინოტაისი და რისთვის გამოიყენება

რინოტაისი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება:

-  გაციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების ხანმოკლე მოხსნისათვის 

-  სურდოს დროს (ვაზომოტორული რინიტი - Rhinitis vasomotorica)

-  ალერგიული რინიტის დროს  (Rhinitis allergica).

თუ მკურნალობის 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან შეინიშნება მდგომარეობის გაუარესება უნდა მიმართოთ ექიმს.

იხილეთ ბლოგი: რინოტაისი – ეფექტიანი საშუალება თავისუფალი სუნთქვისთვის

2. რა უნდა იცოდეთ რინოტაისის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რინოტაისი

- თუ ალერგიული ხართ ქსილომეტაზოლინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში;

- თუ გაწუხებთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება (Rhinitis sicca);

- თუ გაქვთ მდგომარეობა გირჩისებრი სხეულის ქირურგიული მოცილების შემდეგ (ტრანსფრონტალური ჰიპოფიზექტომია) ან სხვა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელიც ეხება მენინგეალურ გარსებს;

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რინოტაისის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ პოტენციური რისკისა და სარგებლის ფრთხილად შეფასების შემდეგ, შემდეგ შემთხვევებში:

-  პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო ინჰიბიტორები) და სხვა პოტენციური ჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებებით;

-  თვალშიდა წნევის მომატებისას, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს;

-  გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებების (მაგალითად, გულის კორონარული დაავადება, გახანგრძლივებული QT სინდრომი) და მაღალი არტერიული წნევის დროს (ჰიპერტენზია);

-  თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის დროს (ფეოქრომოციტომა);

-  მეტაბოლური დარღვევებისას, მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა (ჰიპერთირეოზი), შაქრის დაავადება  (შაქრიანი დიაბეტი);

- მეტაბოლური დაავადება პორფირიის დროს;

- პროსტატის გადიდების დროს. 

დეკონგესტანტების ხანგრძლივმა გამოყენებამ და დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია (Rhinitis medicamentosa) და საბოლოოდ ლორწოვანის ატროფია. 

ბავშვები და მოზარდები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უკუნაჩვენებია.

სხვა მედიკამენტები და რინოტაისი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

განწყობის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების (მაო ინჰიბიტორები ტრანილციპრომინის ტიპის ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) და ჰიპერტენზიული ეფექტის მქონე მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის  მომატება გულის და სისხლის მიმოქცევის ფუნქციებზე ზემოქმედებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ეფექტი ასევე შეიძლება გავრცელდეს ცოტა ხნის წინ მიღებულ მედიკამენტებზე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება საკმარისად არ არის დადასტურებული. ამიტომ, სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და რისკისა და სარგებლის ფრთხილად შეფასების შემდეგ. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის სისხლით მომარაგებაზე ან შეამციროს ლაქტაცია.

ნაყოფიერების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ნორმალური გამოყენებისას რაიმე ეფექტი  მოსალოდნელი არ არის.

რინოტაისი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ეს პრეპარატი ტუმბოდან ყოველ გასხურებაში შეიცავს 0,018 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს, რაც 0.2 მგ/მლ-ს ექვივალენტია. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირში, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

3. როგორ გამოიყენება რინოტაისი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის:

2-3-ჯერ დღეში ხსნარის ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში. რეკომენდებული ერთჯერადი დოზა გამოიყენება მაქსიმუმ დღეში 3-ჯერ. 

ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი

ნაზალური გამოიყენება 

გამოყენების ხანგრძლივობა

სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი რინოტაისი,  ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბებით ან შემთხვევით მიღებით.

იმიდაზოლის წარმოებულებით ინტოქსიკაციის კლინიკური გამოვლინება შეიძლება დამაბნეველი იყოს, რადგან სტიმულაციის ფაზები და ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვის ფაზები შეიძლება მონაცვლეობით განვითარდეს.

განსაკუთრებით ბავშვებში, ხშირად აღინიშნება ცენტრალური ნერვული ეფექტების დომინირება, რომელსაც თან ახლავს სპაზმი და კომა, ბრადიკარდია, აპნოე და ჰიპერტენზია, რაც შეიძლება შეიცვალოს ჰიპოტენზიით.

ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციის სიმპტომებია შფოთვა, აჟიტირება, ჰალუცინაციები და სპაზმები.

ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ლეთარგია, ძილიანობა და კომა.

შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გუგის შეკუმშვა (მიოზი), გუგის გაფართოება (მიდრიაზი), ცხელება, ტრანსპირაცია, სიფერმკრთალე, კანის მოლურჯო შეფერილობა სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო (ციანოზი), პალპიტაცია, სუნთქვის დათრგუნვა და სუნთქვის გაჩერება (აპნოე), გულისრევა და ღებინება, ფსიქოგენური დარღვევები, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, არარეგულარული გულისცემა, აჩქარებული ან ძალიან ნელი გულისცემა.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, აუცილებელია მეთვალყურეობა და თერაპია საავადმყოფოში.

თუ დაგავიწყდათ რინოტაისის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. 

თუ შეწყვეტთ რინოტაისის გამოყენებას

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100 -

არახშირი (>1/1,000-<1/100)

იშვიათი (>1/10,000-<1/1,000) 

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: შფოთვა, უძილობა, დაღლილობა (ძილიანობა, სედაცია), თავის ტკივილი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში)

გულის მხრივ დარღვევები

იშვიათი: პალპიტაცია, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), არტერიული წნევის მომატება

ძალიან იშვიათი: გულის არითმია

სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ  დარღვევები

ხშირი: ცხვირის ლორწოვან გარსში ჩხვლეტის შეგრძნება და სიმშრალე, ცემინება

არახშირი: სამკურნალო ეფექტის შემცირების შემდეგ: ლორწოვანი გარსების გაძლიერებული შეშუპება, ცხვირიდან სისხლდენა.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: სპაზმი (განსაკუთრებით ბავშვებში)

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, კანის გამონაყარი, ქავილი).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების მიწოდება შესაძლებელია ასევე ეროვნული შეტყობინების სისტემით. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება რინოტაისი

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ეტიკეტზე/კოლოფზე „EXP”-ის შემდეგ მითითებული ვარგსიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რინოტაისი

- აქტიური ნივთიერება არის ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. 1 მლ შეიცავს 1.0 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

- სხვა დამხმარე ნივთიერებებია ბენზალკონიუმის ქლორიდის 50% ხსნარი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.

რინოტაისის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ყავისფერი შუშის ბოთლი გამფრქვევი ტუმბოს გამოყენების სისტემით.

ბოთლი შეიცავს ხსნარის 10 მლ-ს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.