| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ამპულა |
| მოქმედი ნივთიერება | lidocaine |
სოლვეკაინი
გამოყენების ინსტრუქცია
სოლვეკაინი
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ; დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.
3. ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი
ლიდოკაინი არის ამიდური ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. საინექციო ფორმას აქვს გამოყენების ფართო სპექტრი ნერვის ბლოკადისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია პერკუტანული ინფილტრაციის საშუალებით; ძირითადი ნერვული წნულების, მაგალითად, მხრის წნულის ბლოკადისთვის; ეპიდურული ანესთეზიისთვის; ინტრავენური რეგიონალური ანალგეზიისთვის.
დოზირება
დოზირება უნდა დარეგულირდეს პაციენტის რეაქციის და გამოყენების ადგილის მიხედვით. უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი კონცენტრაცია და ყველაზე მცირე დოზა, რომელიც გამოიწვევს სასურველ ეფექტს. ჯანმრთელი მოზრდილებისთვის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს.
ბავშვებს და ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებს სჭირდებათ უფრო მცირე დოზები, ასაკისა და ფიზიკური სტატუსის შესაბამისად.
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამიდური ტიპის ანესთეტიკების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ლიდოკაინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- გულის სრული ბლოკადა
- ჰიპოვოლემია
ლიდოკაინი უნდა იქნას გამოყენებული რეანიმაციის უნარების მქონე პირების მიერ და სათანადო აღჭურვილობის საშუალებით. ადგილობრივი ანესთეტიკების შეყვანისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს სარეანიმაციო საშუალებები. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის, ეპილეფსიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ბრადიკარდიის ან სუნთქვის დათრგუნვის მქონე პაციენტებში, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ პრეპარატები ურთიერთქმედებენ ლიდოკაინთან ან ზრდიან მის ბიოშეღწევადობას ან დამატებით ეფექტებს, როგორიცაა მაგალითად, ფენიტოინი, ან ახანგრძლივენებნ მის ელიმინაციას მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს, სადაც შეიძლება მოხდეს ლიდოკაინის მეტაბოლიტების კუმულაცია.
კუნთში შყვანისას ლიდოკაინმა შეიძლება გაზარდოს კრეატინინფოსფოკინაზას კონცენტრაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკას. დადგენილია, რომ ლიდოკაინი ცხოველებში პორფირინოგენურია და მისი გამოყენება პორფირიით დაავადებულ პირებში თავიდან უნდა იქნას აცილებული. ლიდოკაინის ეფექტი შეიძლება შემცირდეს, თუ ის შეიყვანება ანთებით ან ინფიცირებულ ადგილებში. ინტრავენურად ლიდოკაინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ჰიპოკალიემიის, ჰიპოქსიისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექცია.
ადგილობრივი ანესთეზიის ზოგიერთი პროცედურა შეიძლება სერიოზულ გვერდით რეაქციებთან იყოს დაკავშირებული, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატის მიუხედავად. ცენტრალური ნერვების ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის არსებობისას, ამიტომ ეპიდურული ანესთეზია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ეპიდურულმა ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს სისხლის მიმოქცევის კრისტალოიდური ან კოლოიდური ხსნარებით წინასწარი დატვირთვით. ჰიპოტენზია დროულად უნდა იქნას ნამკურნალევი.
პარაცერვიკალურმა ბლოკადამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ბრადიკარდია ან ტაქიკარდია და აუცილებელია ნაყოფის გულისცემის სიხშირის ყუყრადღებით მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.6).
თავისა და კისრის არეში ინექციები შეიძლება შემთხვევით გაკეთდეს არტერიაში, რაც იწვევს ცერებრალურ სიმპტომებს, თუნდაც დაბალი დოზებით.
რეტრობულბარულმა ინექციებმა იშვიათად შეიძლება მიაღწიოს თავის ქალას სუბარაქნოიდურ სივრცეს, რაც იწვევს სერიოზულ/მძიმე რეაქციებს, მათ შორის გულ-სისხლძარღვოვან კოლაფსს, აპნოეს, კრუნჩხვებსა და დროებით სიბრმავეს.
ადგილობრივი ანესთეტიკების რეტრო- და პერი-ბულბარულ ინექციებს თან ახლავს მუდმივი თვალის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევის დაბალი რისკი. ძირითადი მიზეზებია ტრავმა და/ან კუნთებსა და/ან ნერვებზე ადგილობრივი ტოქსიკური ეფექტები.
ასეთი ქსოვილოვანი რეაქციების სიმძიმე დაკავშირებულია ტრავმის ხარისხთან, ადგილობრივი ანესთეტიკის კონცენტრაციასთან და ქსოვილზე ადგილობრივი ანესთეტიკის ზემოქმედების ხანგრძლივობასთან. ამ მიზეზით, როგორც ყველა ადგილობრივი ანესთეტიკის შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი ანესთეტიკის ყველაზე დაბალი ეფექტური კონცენტრაცია და დოზა. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% w/v საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ზედაპირული წინა კამერა ან მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომა ანამნეზში. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% w/v საინექციო ხსნარის გამოყენებამ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ზედაპირული წინა კამერა, მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომა ანამნეზში და/ან გუგის არასაკმარისი გაფართოება, შეიძლება გაზარდოს როგორც ირიდოცელეს, ასევე დუნე ფერადი გარსის სინდრომის რისკი.
პედიატრიული პოპულაცია
ლიდოკაინის ინექცია არ არის რეკომენდებული ახალშობილებში გამოსაყენებლად. შრატში ლიდოკაინის ოპტიმალური კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა ამ ასაკობრივ ჯგუფში ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა კრუნჩხვები და გულის არითმიები, უცნობია. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები ლიდოკაინის ტოქსიკურობა ძლიერდება ციმეტიდინისა და პროპრანოლოლის ერთდროული გამოყენებისას, რაც მოითხოვს ლიდოკაინის დოზის შემცირებას. ორივე პრეპარატი ამცირებს ღვიძლის სისხლის მიმოქცევას. ასევე, ციმეტიდინი თრგუნავს მიკროსომიურ აქტივობას. რანიტიდინი იწვევს ლიდოკაინის კლირენსის უმნიშვნელო შემცირებას. ლიდოკაინის შრატში დონის მომატება ასევე შეიძლება მოხდეს ანტივირუსული საშუალებების გამოყენებისას (მაგ., ამპრენავირი, ატაზანავირი, დარუნავირი, ლოპინავირი).
შარდმდენებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ შესაძლოა შეასუსტოს ლიდოკაინის მოქმედება ერთდროულად გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.4).
ლიდოკაინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებს ან ამიდური ტიპის ადგილობრივ ანესთეტიკებთან სტრუქტურულად დაკავშირებულ საშუალებებს (მაგ., ანტიარითმულ საშუალებებს, როგორიცაა მექსილეტინი), რადგანაც სისტემური ტოქსიკური ეფექტები ადიტიურია. ლიდოკაინსა და III კლასის ანტიარითმულ პრეპარატებს (მაგ., ამიოდარონი) შორის ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ რეკომენდებულია სიფრთხილე.
შესაძლოა არსებობდეს პარკუჭოვანი არითმიის მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, რომლებიც ახანგრძლივებენ ან შეიძლება გაახანგრძლივონ QT ინტერვალი (მაგ., პიმოზიდი, სერტინდოლი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი, ზოტეპინი), პრენილამინი, ადრენალინი (შემთხვევით ინტრავენურად შეყვანისას)) ან 5HT3 ანტაგონისტები (მაგ., ტროპისეტრონი, დოლასეტრონი).
ქინოპრისტინის/დალფოპრისტინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლიდოკაინის დონე პარკუჭოვანი არითმიების შემდგომი გაზრდილი რისკით და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული.
შესაძლოა, არსებობდეს გაძლიერებული და გახანგრძლივებული ნეირომუსკულური ბლოკადის რისკი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კუნთების რელაქსანტებს (მაგ., სუქსამეთონიუმი).
ბუპივაკაინის გამოყენების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვერაპამილით და ტიმოლოლით, აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი; ლიდოკაინი მჭიდრო კავშირშია ბუპივაკაინთან.
დოფამინი და 5-ჰიდროქსიტრიპტამინი ამცირებენ ლიდოკაინის კრუნჩხვის ზღურბლის დონეს. ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, პროკონვულსანტებს წარმოდაგენენ და ეს ადასტურებს იმ მტკიცებულებას, რომ ლიდოკაინი ამცირებს ფენტანილის კრუნჩხვით ზღურბლს მამაკაცებში. ოპიოიდი-ღებინების საწინააღმდეგო საშუალების კომბინაციამ, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ბავშვებში სედაციისთვის, შეიძლება შეამციროს ლიდოკაინის კრუნჩხვითი ზღურბლი და გაზარდოს ცნს-ის დამთრგუნველი ეფექტი.
მიუხედავად იმისა, რომ ადრენალინმა ლიდოკაინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეამციროს სისხლძარღვოვანი აბსორბცია, ის მნიშვნელოვნად ზრდის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და ფიბრილაციის რისკს შემთხვევით ინტრავენურად შეყვანისას.
ორსულობა
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ნაყოფის მიმართ ზიანის მტკიცებულება, ლიდოკაინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ადრეულ ეტაპზე, თუ არ ჩაითვლება, რომ სარგებელი აღემატება რისკებს.
ლიდოკაინი ადვილად გადის პლაცენტარულ ბარიერს დედისთვის ეპიდურული ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ჭიპლარისა და დედის ვენური კონცენტრაციის თანაფარდობაა 0.5-დან 0.6-მდე. როგორც ჩანს, ნაყოფს შეუძლია ლიდოკაინის მეტაბოლიზება დროულად. ახალშობილში საშვილოსნოში მიღებული პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით სამი საათია, მოზრდილში 100 წუთთან შედარებით. ახალშობილში ლიდოკაინის მომატებული დონე შეიძლება შენარჩუნდეს მშობიარობიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ბრადიკარდია ან ტაქიკარდია (იხ. პუნქტი 4.4), ახალშობილის ბრადიკარდია, ჰიპოტონია ან სუნთქვის დათრგუნვა.
ძუძუთი კვება
ლიდოკაინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში და მეძუძურ დედებში ლიდოკაინის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ჩვილში ალერგიული რეაქციის თუმცა დაყოვნებულის, შესაძლებლობა.
ნაყოფიერება
მონაცემები არ არსებობს.
როდესაც ხდება ძირითადი მამოძრავებელი ნერვის ბლოკადა, მაგ. მხრის წნულის, ეპიდურული, სპინალური ბლოკადა, როდესაც ხდება მგრძნობელობის დაკარგვა კუნთების კოორდინაციის ან წონასწორობის არეებში ნერვის ბლოკადის შედეგად, რეკომენდებულია რომ ზოგადი ანესთეზიისთვის ხშირად იქნას გამოყენებული ნერვის ბლოკადის დროს სედატიური/საძილე პრეპარატები.
სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების მსგავსად, ლიდოკაინის მიმართ არასასურველი რეაქციები იშვიათია და, როგორც წესი, გამოწვეულია პლაზმური კონცენტრაციის მომატებით, შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექციის, ჭარბი დოზირების ან ძლიერ ვასკულირებული მიდამოებიდან უბნებიდან სწრაფი აბსორბციის გამო, ან შეიძლება გამოწვეული იყოს პაციენტის მხრივი ჰიპერმგრძნობელობით, იდიოსინკრაზიით ან ტოლერანტობის დაქვეითებით. სისტემური ტოქსიკურობა ძირითადად მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემას (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.9 „დოზის გადაჭარბება“).
არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით: უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ლიდოკაინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემგოლობინემია.
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი) - იხილეთ აგრეთვე „კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები“). ლიდოკაინის მიმართ ალერგიის კანის ტესტი არ ითვლება საიმედოდ.
ნერვული და ფსიქიატრიული დარღვევები
სისტემური ტოქსიკურობის ნევროლოგიური ნიშნებია თავბრუსხვევა ან გაბრუება, ნევროზულობა, ტრემორი, პირის გარშემო პარესთეზია, ენის დაბუჟება, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა.
ნერვული სისტემის რეაქციები შეიძლება იყოს აგზნებითი და/ან დამთრგუნველი. ცნს-ის სტიმულაციის ნიშნები შეიძლება იყოს ხანმოკლე ან საერთოდ არ გამოვლინდეს, ამიტომ ტოქსიკურობის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ცნობიერების აბნევა და ძილიანობა, რასაც მოჰყვება კომა და სუნთქვის უკმარისობა.
სპინალური ანესთეზიის ნევროლოგიური გართულებები მოიცავს გარდამავალ ნევროლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი ზურგის ქვედა არეში, დუნდულებში და ფეხებში. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება ანესთეზიიდან ოცდაოთხი საათის ფარგლებში და რამდენიმე დღეში ქრება. ლიდოკაინით და სხვა მსგავსი პრეპარატებით სპინალური ანესთეზიის შემდეგ აღწერილია არაქნოიდიტის ან რაშის კუდის სინდრომის ცალკეული შემთხვევები, მუდმივი პარესთეზიით, ნაწლავებისა და საშარდე გზების დისფუნქციით ან ქვედა კიდურების დამბლით. შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ლიდოკაინის ჰიპერბარულ კონცენტრაციებთან ან გახანგრძლივებულ სპინალურ ინფუზიასთან.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია და გარდამავალი ამავროზი შეიძლება იყოს ლიდოკაინის ტოქსიკურობის ნიშნები.
ორმხრივი ამავროზი ასევე შეიძლება იყოს თვალებზე პროცედურების დროსმ ხედველობის ნერვის გარსში შემთხვევითი ინექციის შედეგი. თვალბუდის ანთება და დიპლოპია აღწერილია რეტრო -ან პერი-ბულბარული ანესთეზიის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 4.4 „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ყურისა და ლაბირინთის მხრივი დარღვევები
ტინიტუსი, ჰიპერაკუზია.
გულის და სისხლძარღვოვანი დარღვევები
გულ-სისხლძარღვოვანი რეაქციები დამთრგუნველია და შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის დათრგუნვის, გულის არითმიების და შესაძლოა გულის გაჩერების ან სისხლის მიმოქცევის კოლაფსის სახით. ჰიპოტენზია შეიძლება თან ახლდეს სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას. ასევე დაფიქსირებულია ბრადიკარდიისა და გულის გაჩერების ცალკეული შემთხვევები.
რესპირატორული, გულმკერდის ან შუასაყრის მხრივი დარღვევები
ქოშინი, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება.
კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები
გულისრევა, ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.
მწვავე სისტემური ტოქსიკურობის სიმპტომები
ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობა ვლინდება მზარდი სიმძიმის სიმპტომებით. პაციენტებს თავდაპირველად შეიძლება აღენიშნებოდეთ პირის გარშემო პარესთეზია, ენის დაბუჟება, თავბრუსხვევა, ჰიპერაკუზია და ტინიტუსი. მხედველობის დარღვევა და კუნთების ტრემორი ან კუნთების კრუნჩხვები უფრო სერიოზულია და წინ უსწრებს გენერალიზებული კრუნჩხვების დაწყებას. ეს ნიშნები არ უნდა აგვერიოს ნევროზულ ქცევაში.
შესაძლოა, ამას მოჰყვეს გონების დაკარგვა და დიდი გულყრები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს. კრუნჩხვებს სწრაფად მოჰყვება ჰიპოქსია და ჰიპერკაპნია კუნთების აქტივობის გაზრდის გამო, ნორმალური სუნთქვის დარღვევისა და სასუნთქი გზების გაუმტარობის გამო. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს აპნოე. აციდოზი აძლიერებს ადგილობრივი ანესთეტიკების ტოქსიკურ ეფექტებს.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ეფექტები. მაღალი სისტემური კონცენტრაციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, არითმია და გულის გაჩერება პოტენციურად ფატალური გამოსავლით.
გამოჯანმრთელება ხდება ცენტრალური ნერვული სისტემიდან ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატის რედისტრიბუციისა და მეტაბოლიზმის შედეგად და შეიძლება იყოს სწრაფი, თუ პრეპარატის დიდი რაოდენობა არ არის შეყვანილი.
მწვავე ტოქსიკურობის მკურნალობა
თუ გამოვლინდება მწვავე სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები, ანესთეტიკის ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მკურნალობა საჭირო გახდება კრუნჩხვების და ცნს-ის დათრგუნვის შემთხვევაში. მკურნალობის მიზნებია ოქსიგენაციის შენარჩუნება, კრუნჩხვების შეწყვეტა და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერა. უნდა შენარჩუნდეს სასუნთქი გზების გამტარობა და მიეწოდოს ჟანგბადი, საჭიროებისას დამხმარე ვენტილაციით (ამბუს პარკით). ცირკულაცია უნდა შენარჩუნდეს პლაზმის ან ინტრავენური სითხეების ინფუზიებით. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სისხლის მიმოქცევის დათრგუნვის შემდგომი დამხმარე მკურნალობა, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ვაზოპრესორული საშუალების გამოყენება, თუმცა ეს შეიცავს ცნს-ის აგზნების რისკს. კრუნჩხვების გაკონტროლება შესაძლებელია დიაზეპამის ან თიოპენტონ ნატრიუმის ინტრავენური შეყვანით, იმის გათვალისწინებით, რომ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა ასევე შეიძლება დათრგუნონ სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. ხანგრძლივმა კრუნჩხვებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ვენტილაციას და ოქსიგენაციას და უნდა მიზანშეწონილად ჩაითვალოის ადრეული ენდოტრაქეული ინტუბაცია. გულის გაჩერების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სტანდარტული გულ-ფილტვის რეანიმაციული პროცედურები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უწყვეტი ოპტიმალური ოქსიგენაცია, ვენტილაცია და სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერა, ასევე აციდოზის მკურნალობა.
დიალიზი უმნიშვნელო სარგებლობას წარმოადგენს ლიდოკაინის დოზის მწვავე გადაჭარბების მკურნალობისას.
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები, ათქ კოდი: N01BB02
მოქმედების მექანიზმი
ლიდოკაინი გამოიყენება ანესთეზიის უზრუნველსაყოფად სხეულის სხვადასხვა ადგილას ნერვული ბლოკადის გზით და დისრითმიების კონტროლისთვის. მისი მოქმედება სწრაფად იწყება (ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ და კუნთშიდა ინექციიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ) და სწრაფად ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებში. ეფექტი დაახლოებით ათიდან ოც წუთამდე გრძელდება, ხოლო ინტრავენური და კუნთშიდა ინექციის შემდეგ დაახლოებით სამოციდან ოთხმოცდაათ წუთში, შესაბამისად.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლიდოკაინის კონცენტრაცია სისხლში განისაზღვრება ინექციის ადგილიდან მისი აბსორბციის სიჩქარით, ქსოვილებში დისტრიბუციის სიჩქარით და მეტაბოლიზმისა და ექსკრეციის სიჩქარით. აბსორბცია
ლიდოკაინის სისტემური აბსორბცია განისაზღვრება ინექციის ადგილით, დოზირებით და მისი ფარმაკოლოგიური პროფილით. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ნეკნთაშუა ნერვის ბლოკადის შემდეგ, რასაც მოჰყვება კონცენტრაციის დაქვეითების თანმიმდევრობით წელის ეპიდურული სივრცე, მხრის წნულის ადგილი და კანქვეშა ქსოვილი. ინექციით შეყვანილი მთლიანი დოზა, ადგილის მიუხედავად, წარმოადგენს აბსორბციის სიჩქარისა და სისხლში მიღწეული დონის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს. არსებობს წრფივი კავშირი შეყვანილი ინექციით შეყვანილი ლიდოკაინის რაოდენობასა და სისხლში ანესთეზიის შედეგად მიღწეულ პიკურ დონეს შორის.
ლიპიდების ხსნადობა და ვაზოდილატაციური აქტივობა ასევე გავლენას ახდენს მისი აბსორბციის სიჩქარეზე. ეს შეინიშნება ეპიდურულ სივრცეში, სადაც ლიდოკაინი უფრო სწრაფად აბსორბირდება, ვიდრე პრილოკაინი.
დისტრიბუცია
ლიდოკაინის დისტრიბუცია ხდება ორგანიზმის წყლის მთლიან მოცულობაში. მისი სისხლიდან გაქრობის სიჩქარე შეიძლება აღწერილი იყოს ორ ან სამკომპონენტიანი მოდელით. არსებობს სწრაფი გაქრობის (ალფა) ფაზა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სწრაფად დაბალანსებადი ქსოვილების მიერ შეწოვასთან (ანუ ქსოვილები მაღალი სისხლძარღვოვანი პერფუზიით). უფრო ნელი ფაზა დაკავშირებულია დოსტრიბუციასთან ნელა დაბალანსებად ქსოვილებში (ბეტაფაზა) და მის მეტაბოლიზმთან და ექსკრეციასთან (გამა ფაზა).
ლიდოკაინის დისტრიბუცია ნაკლებად სწრაფია, ვიდრე პრილოკაინის (მსგავსი სიძლიერისა და მოქმედების ხანგრძლივობის მქონე ამიდური პრეპარატი), მაგრამ მეპივაკაინის ანალოგიურია. მისი დისტრიბუცია ხდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. ზოგადად, უფრო მაღალი პერფუზიის მქონე ორგანოებში ლიდოკაინის უფრო მაღალი კონცენტრაციაა. ამ პრეპარატის ყველაზე მაღალი პროცენტი გვხვდება ჩონჩხის კუნთებში. ეს განპირობებულია უფრო კუნთის მასით ვიდრე აფინურობით.
ბიოტრანსფორმაცია
ლიდოკაინი განიცდის ფერმენტულ დაშლას, ძირითადად ღვიძლში. ზოგიერთი დაშლა შეიძლება მოხდეს ღვიძლის გარდა სხვა ქსოვილებშიც. ძირითადი გზა მოიცავს ოქსიდაციურ დე-ეთილირებას მონოეთილგლიცინექსილიდიდად, რასაც მოჰყვება შემდგომი ჰიდროლიზი ქსილიდინად.
ელიმინაცია
ელიმინაცია ხპრციელდება თირკმელების საშუალებით, სადაც შარდში უცვლელი სახით გამოიყოფა 5%-ზე ნაკლები. თირკმლის კლირენსი მისი ცილებთან ბმის აფინურობისა და შარდის pH-ის უკუპროპორციულია. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ ლიდოკაინის ექსკრეცია ხდება არაიონური დიფუზიის გზით.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
„პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების“ სხვა პუნქტებში მოცემული ინფორმაციის გარდა, სხვა შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს.
6.1 დამხმარე ნივთიერებების სია
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მეთილ ჰიდროქსიბენზოატი საინექციო წყალი. განზავებული მარილმჟავა
საინექციო წყალი
6.2 შეუთავსებადობები
ლიდოკაინი შეუთავსებადია ამფოტერიცინთან, მეთოჰექსიტონთან და გლიცერილ ტრინიტრატთან შერევისას. ლიდოკაინის სხვა პრეპარატრებთან შერევა რეკომენდებული არ არის.
6.3 ვარგისიანობის ვადა
2 წელი
თუ გამოიყენება ამპულის მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიღვაროს.
6.4 შენახვის განსაკუთრებული ზომები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5 შეფუთვა
1% საინექციო ხსნარი, 4 მლ ამპულაში. 5 ამპულა პვქ კონტეინერზე. 2 კონტეინერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა მოპყრობისათვის
კანის პერკუტანული ინფილტრაციის, ეპიდურული ან ინტრავენური გამოყენებისთვის. გამოიყენეთ ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ გამოიყენება მხოლოდ ნაწილი, დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით