აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვალერიანის ნაყენი 25მლ

#104837_966
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა უკრაინა
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაvalerianae
მოცულობა25 მლ
მოკლე აღწერა
ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების ფუნქციური დარღვევები (ზემაღალი ემოციური აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილის დარღვევა).
1.52₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვალერიანის (კატაბალახას) ნაყენი

(VALERIANAE TINCTURA)

სამედიცინო გამოყენების შესახებ 

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ვალერიანის (კატაბალახას) ფესვების ნაყენი (Valerianae radix) (1:5) (ექსტრაგენტი-ეთანოლი 70%);

1 ფლაკონი შეიცავს ვალერიანის (კატაბალახას) ფესვების ნაყენს (Valerianae radix) (1:5) (ექსტრაგენტი-ეთანოლი 70%) – 25 მლ;

დამხმარე ნივთიერებები: არ არსებობს, ექსტრაგენტის გარდა.

სამკურნალწამლო ფორმა. ნაყენი პერორალურად გამოყენებისათვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოწითალო-მოყავისფრო ფერის გამჭვირვალე სითხე სპეციფიური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

საძილე და სედატიური საშუალებები. ათქ კოდი N05C M09.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შედიან ვალერიანის ფესვებიან რიზომებში (ეთერზეთი, ვალერიანის (კატაბალახას) მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები, ტანინები, შაქრები), ამცირებენ აღგზნების პროცესს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა. შესწავლილი არ ყოფილა.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების ფუნქციური დარღვევები (ზემაღალი ემოციური აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილის დარღვევა); გულ-სისხლძარღვთა სისტემის აშლილობა (ნეიროცირკულატორული დისტონიები).

უკუჩვენებები.

დეპრესია და სხვა დარღვევები, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას; ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების დარღვევა, ამან შეიძლება ავნოს ჯანმრთელობას. სამკურნალწამლო საშუალების რეკომენდებული ჭარბი დოზირება არ შეიძლება.

სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებისას საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს ეთანოლს. არ არის რეკომენდებული სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში.

ვალერიანს შეიძლება ზომიერი დეპრესიული ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სინთეზურ სედატიურ საშუალებებთან ერთად ეფექტის პოტენცირების გამო.

ტვინის სისხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პროცესში დასაშვებია ნალექის დალექვა. გამოყენებამდე საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა.

ვალერიანის ნაყენი არის ხანგრძლივი გამოყენებით დადასტურებული ჩვენებების შესაბამისად გამოსაყენებელი ტრადიციული სამკურნალწამლო საშუალება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები. ვალერიანის ნაყენს აქვს ალკოჰოლის, გულის, სედატიური, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისპაზმური, ჰიპოტენზიური და ანქსიოლიზური საშუალებების მოქმედების პოტენცირების უნარი.

გამოყენების თავისებურებები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში სამკურნალწამლო საშუალება არ გამოიყენება ეთანოლის 70% შემცველობის გამო.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას. სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისგან 70% ეთანოლის შემცველობის და ცენტრალური ნერვული სისტემის გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გამო.

გამოყენების წესი და დოზები.

მიიღეთ შინაგანად ჭამის შემდეგ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 20-30 წვეთი ნაყენის მიღება 3-4-ჯერ დღე-ღამეში სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე, ბავშვებისთვის 12 წლიდან - 1 წვეთი გაანგარიშებით სიცოცხლის 1 წელზე 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია, თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრება სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების დროს ან თუ გამოვლენილი იქნება რაიმე გვერდითი რეაქციები.

ბავშვები.

სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს 70% ეთანოლს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

სამკურნალწამლო საშუალების რეკომენდებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას, შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ფსიქიური აგზნება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, გულისრევა, სმენის და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, პალპიტაცია.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში სამკურნალწამლო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს. სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი).

გვერდითი რეაქციები.

იშვიათად შეიძლება შეინიშნოს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილიანობა, შრომის უნარიანობის დაქვეითება, დეპრესია, გულისრევა, კრუნჩხვითი მუცლის ტკივილი და სისუსტე.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი და შეშუპება).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა!

ვარგისიანობის ვადა.

5 წელი.

არ გამოიყენოთ სამკურნალწამლო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

25 მლ ფლაკონებში.

გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე