აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ულგასიმი - Ulgasim 30 კაფსულა

#66534_1701
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაsimethicone
მოკლე აღწერა
ჩვენებები: ულგასიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებასთან დაკავშირებული ბოყინის, სისავსის შეგრძნების, შებერილობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის მზადებისას გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
38.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ულგასიმი

სიმეტიკონი 240მგ N30 რბილი კაფსულა

შემადგენლობა:

სიმეტიკონი 240 მგ

კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)

არ შეიცავს შაქარს.

 ჩვენებები:

ულგასიმი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებასთან დაკავშირებული ბოყინის, სისავსის შეგრძნების,  შებერილობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს.

მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის მზადებისას გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 მიღების წესი:

ულგასიმის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად, ჭამის წინ ან შემდეგ,  საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (მაგ: 1 ჭიქა წყალი).

პროდუქტის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება.

მოზრდილები: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში.

სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 კაფსულა საღამოს გამოკვლევის წინა დღეს და დიაგნოსტიკური გამოკვლევის დღეს დილით 1 კაფსულა უზმოზე.

ულგასიმის გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში.  

გვერდითი ეფექტები:

არ აღინიშნება

განსაკუთრებული მითითებები

  არ გამოიყენოთ ულგასიმი:

თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე სიმეტიკონის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ არის ეჭვი ან დადასტურებულია კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან ობსტრუქცია

  სიმეტიკონმა შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ბიოშეღწევადობა.  სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია დაიცვათ პრეპარატების მიღებებს შორის ერთსაათიანი შუალედი

თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს.

ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე;

მოარიდეთ ბავშვებს;

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.