| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Neopharm / ნეოფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | dry bile dried+allium sativum+charcoal acivated+urtica |
ფიტოხოლი
№20 კაფსულა
მცენარეული წარმოშობის ნაღვლმდენი საშუალება
გამოყენების ინსტრუქცია
გამოშვების ფორმა: კაფსულები.
გარეგნული აღწერა: თეთრი მყარი ჟელატინის კაფსულები, კაფსულის შიგთავსი - მოყავისფერი შეფერილობის, ოდნავ მომწარო, სუსტი , თავისებური სასიამოვნო სუნის ფხვნილი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ეექსტრაქტი – 400მგ;
ყვითელი ნაღველას ფესვების მშრალი ეექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: გლიკოზიდებს (გენციოპიკრინი, ამაროგენცინი), რომლებიც ექსტრაქტს ანიჭებენ მომწარო გემოს, ამაღლებენ ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებენ ღვიძლის მეტაბოლურ ფუნქციას. ასევე ალკალოიდ გენციანინს, იროდოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს ნაღვლმდენი, მოქმედება. აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაღველის გამომუშავების გაძლიერებას და და მის უკეთ დინებას, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, მის დეტოქსიკაცას. ასევე აუმჯობესებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების მოტორიკას, აუმჯობესებენ საწმლის მონელებას და მადას. ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას, გვეხმარება განვთავისუფლდეთ ყაბზობისა და მეტეორიზმისაგან.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. ღვიძლისა და სანაღვლე გზების ფუნქციის გასაუმჟობესებლად.
• ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• მეტეორიზმი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლაის წყლული, ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. იშვიათად გულისრევა, მუცლის ტკივილი.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილებში და 18 წლის ზემოთ მოზარდებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, საკვების მიღების წინ ან კვების დროს მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 21-30 დღე;
აუცილებლობის შემთხვევაში, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი მკურნალობის კურსის გავლა.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: შეიძლება გააძლიეროს ნაღვლის გამომყოფი საშუალებების მოქმედება. არ არის რეკომენდებული ანტაციდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება..
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. ორი ბლისტერი თავსდება კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 2 წელი;
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.