| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 100 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | mesalazine |
| დოზა | 500მგ |
გამოიყენება მწვავე (უეცარი დაწყების) ეპიზოდების სამკურნალოდ და მსხვილი ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) ანთებითი დაავადების შემდგომი ეპიზოდების რეციდივების (განმეორების) პროფილაქტიკისთვის, რომელსაც ექიმები უწოდებენ წყლულოვან კოლიტს.
კრონიზონი
მიიღება პერორალურად, გადაყლაპვით
მოქმედი ნივთიერება:
თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მესალაზინს მოქმედი ნივთიერების სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ევდრაგიტი E100, პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, ევდრაგიტი L 100, ტრიეთილის ციტრატი და ყვითელი რკინის ოქსიდი.
|
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ·შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა. ·დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ·ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ·აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს. ·ზუსტად დაიცავით წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა. |
მოცემული გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის გამოყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ კრონიზონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. კრონიზონის შენახვის პირობები
კრონიზონის მოქმედი ნივთიერებაა მესალაზინი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება და თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მესალაზინს.
კრონიზონის არის ყვითელი, ორივე მხრიდან გლუვი, ორმხრივამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ოვალური ტაბლეტები.
კრონიზონი არის "ამინოსალიცილის მჟავას და მსგავსი პრეპარატების" ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება "ნაწლავის ანთების საწინააღმდეგო" ჯგუფს. ეს პრეპარატები ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის ანთებას.
კრონიზონი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 100 ნაწლავში ხსნად გარსით დაფარული ტაბლეტს.
კრონიზონი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
· მწვავე (უეცარი დაწყების) ეპიზოდების სამკურნალოდ და მსხვილი ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) ანთებითი დაავადების შემდგომი ეპიზოდების რეციდივების (განმეორების) პროფილაქტიკისთვის, რომელსაც ექიმები უწოდებენ წყლულოვან კოლიტს.
· ნაწლავის ქრონიკული (ხანგრძლივი სიმპტომები) ანთების მწვავე (უეცარი დაწყების) ეპიზოდები, რომელიც ცნობილია როგორც კრონის დაავადება.
იხილეთ ბლოგი: კრონიზონი – ნაწლავთა ანთებითი დაავადებების თანამედროვე სამკურნალო საშუალება
არ გამოიყენოთ კრონიზონი შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
· გაქვთ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების, სალიცილის მჟავას, სალიცილატების, როგორიცაა ასპირინი® ან პროდუქტის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ;
· გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
გამოიყენეთ კრონიზონი განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობისას, თუ:
· წარსულში გქონდათ ფილტვების რაიმე დაავადება, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა,
· ანამნეზში გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფასალაზინის მიმართ, რომელიც არის მესალაზინთან დაკავშირებული ნივთიერება,
· გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
· გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
· ოდესმე გქონიათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები ან/და წყლულები პირის ღრუში მესალაზინის მიღების შემდეგ.
კრონიზონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სხვა ზომები
მკურნალობის დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინოშნოთ საგულდაგულო სამედიცინო მეთვალყურეობა და შეიძლება დაგჭირდეთ სისხლისა და შარდის ანალიზების რეგულარული ჩაბარება.
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ნაწლავის რეზექცია (ნაწლავის ნაწილის ან მთლიანად მოკვეთა)/ნაწლავის ოპერაცია ილეოცეკალურ მიდამოში (წვრილი და მსხვილი ნაწლავის შეერთების ადგილი) ილეოცეკალური სარქვლის მოშორებით (სარქველი, რომელიც მდებარეობს წვრილ და მსხვილ ნაწლავებს შორის), კრონიზონის ტაბლეტები შეიძლება გამოიყოს განავალში გაუხსნელი სახით, რაც ნაწლავში ზედმეტად სწრაფი გავლის შედეგად ხდება. თუ შეამჩნევთ ასეთ შემთხვევას, აცნობოთ თქვენს ექიმს.
თირკმლის კენჭები შეიძლება განვითარდეს მესალაზინის გამოყენებისას. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს მუცლის არეში და სისხლს შარდში. დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარის სითხეს მესალაზინით მკურნალობის დროს.
მძიმე კანისმიერი გვერდითი მოვლენები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), აღინიშნა მესალაზინით მკურნალობისას. შეწყვიტეთ მესალაზინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ კანისმიერ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში.
თუ რომელიმე მოცემული გაფრთხილება გეხებათ, ან თუ წარსულში გეხებოდათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
კრონიზონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კრონიზონის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 1 საათით ადრე.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვინაიდან მოქმედი ნივთიერება (მესალაზინი) და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ძუძუთი კვების პერიოდში კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე,
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრონიზონის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1.51 მმოლ (34.72 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმ-შეზღუდულ დიეტაზე.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატის ეფექტურობის ცვლილება (ურთიერთქმედება):
· აზათიოპრინი, 6-მერკაპტოპურინი ან თიოგუანინი (იმუნური სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები);
· გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას (თრომბოზის სამკურნალო ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები, მაგ. ვარფარინი).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აპირებთ სხვა მედიკამენტების გამოყენებას. კრონიზონით მკურნალობა შეიძლება მაინც იყოს თქვენთვის შესაფერისი. ასეთ შემთხვევებში, თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის ყველაზე შესაფერის მკურნალობას.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახანს იყენებდით რომელიმე რეცეპტით გასაცემ ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ კრონიზონი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
მოზრდილები:
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, კრონიზონის ან მესალაზინის (კრონიზონის მოქმედი ნივთიერება) ნორმალური დღიური დოზა შემდეგია:
კრონის დაავადების მწვავე ეპიზოდების სამკურნალოდ უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან სამი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (1.5-4.5 გ მესალაზინის ექვივალენტური დღეში).
წყლულოვანი კოლიტის მწვავე ეპიზოდების სამკურნალოდ უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან ორი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (1.5-3 გ მესალაზინის ექვივალენტური დღეში). წყლულოვანი კოლიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის /ხანგრძლივი მკურნალობისთვის უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (1.5 გ მესალაზინის მესალაზინის ექვივალენტური დღეში).
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ჰკითხეთ თქვენს ექიმს თქვენი ბავშვისთვის კრინიზონის ზუსტი დოზის შესახებ. დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის სხეულის წონაზე და დაავადების სიმძიმეზე.
მწვავე ეპიზოდებისთვის:
პრეპარატი ინიშნება დაყოფილი დოზებით 30-50 მგ მესალაზინი/კგ (სხეულის წონა)/დღეში, როგორც საწყისი დოზა და განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. მაქსიმალური დოზაა 75 მგ/კგ (სხეულის წონა)/დღეში. მთლიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზრდასრულთა მაქსიმალურ დოზას.
რეციდივების პროფილაქტიკისთვის (წყლულოვანი კოლიტი):
პრეპარატი ინიშნება დაყოფილი დოზებით 30-50 მგ მესალაზინი/კგ (სხეულის წონა)/დღეში, როგორც საწყისი დოზა და განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. მთლიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზრდასრულთა მაქსიმალურ დოზას.
ზოგადად, 40 კგ-მდე სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებულია ზრდასრულთა დოზის ნახევარი, ხოლო 40 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ზრდასრული დოზა.
კრონიზონი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
მიიღეთ კრონიზონი მთლიანად ჩაღეჭვის გარეშე, დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით, ჭამამდე 1 საათით ადრე დილით, შუადღისას და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა ამ მედიკამენტით. რამდენ ხანს გამოიყენებთ კრონიზონს, დამოკიდებულია თქვენი დაავადების ტიპზე, სიმძიმესა და მიმდინარეობაზე.
ამ წამლისგან სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღებად, თქვენ უნდა გამოიყენოთ კრონიზონი რეგულარულად და განუწყვეტლივ, როგორც მწვავე ანთების პერიოდში, ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას.
თუ ფიქრობთ, რომ კრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სპეციალური ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში (6-18 წელი) კრონიზონის ეფექტურობის შესახებ კვლევები შეზღუდულია.
გამოყენება ხანდაზმულებში:
წინა პარაგრაფში მოცემული მოზრდილებისთვის რეკომენდებული "დოზა/გამოყენების სიხშირე", ასევე ვრცელდება ხანდაზმულებზეც.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუ თირკმელების ფუნქცია გაუარესდება მკურნალობის დროს, გასათვალისწინებელია თირკმელების ტოქსიკურობა, რომელიც გამოწვეულია მოქმედი ნივთიერებით - მესალაზინით.
ის არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ ფიქრობთ, რომ კრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი კრონიზონი
თუ გაქვთ ეჭვი, მიმართეთ თქვენ ექიმს. თქვენი ექიმი შეარჩევს შემდეგ ნაბიჯს.
თუ ერთხელ გამოიყენეთ კრონიზონი საჭიროზე მეტი რაოდენობით, არ შეამციროთ შემდეგი დოზა, მიიღეთ თქვენთვის საჭირო დოზა.
თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი რაოდენობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ კრონიზონის მიღება
არ გააორმაგოთ დოზები, დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, ნუ მიიღებთ დამატებით კრონიზონს შემდეგ ჯერზე, გააგრძელეთ დანიშნული დოზით.
შესაძლო ეფექტები თუ შეწყვეტთ კრონიზონის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კრონიზონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მისი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებში, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა.
შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ვლინდება:
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათად ვლინდება, ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
· ალერგიული კანისმიერი გამონაყარი;
· ცხელება;
· სუნთქვის გაძნელება.
თუ გრძნობთ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას, ცხელებასთან და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილთან ერთად, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიმპტომები შეიძლება, ძალიან იშვიათად, გამოწვეული იყოს სისხლში ლეიკოციტების (აგრანულოციტოზი) შემცირებით. ამან შეიძლება გაზარდოს სერიოზული ინფექციის განვითარების ალბათობა.
შეიძლება ჩატარდეს სისხლის ანალიზები, რათა დადასტურდეს, გამოწვეულია თუ არა თქვენი სიმპტომები ამ მედიკამენტით.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შეწყვიტეთ მესალაზინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:
-მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, რომელსაც ხშირად ახლავს ცენტრალური ბუშტუკები, კანის აქერცვლა და წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. ამ სერიოზულ კანისმიერ გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთერთი, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია კრონიზონზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მესალაზინის შემცველ პრეპარატებს.
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება მოხდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება შეიძლება 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ხშირი:
· თავის ტკივილი.
არახშირი:
·კუჭის ტკივილი, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), გაზები (მეტეორიზმი), გულისრევა და ღებინება;
·მუცლის ძლიერი ტკივილი მწვავე პანკრეატიტის გამო;
·ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ცვლილება, პანკრეასის ფერმენტების დონის ცვლილება;
·სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
იშვიათი:
·თავბრუსხვევა;
·ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან ხელებისა და ფეხების შეშუპება გულის პრობლემების გამო;
· მუცლის ტკივილი ან სიყვითლე ღვიძლის ან ნაღვლის პრობლემების გამო;
·კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
·სახსრების ტკივილი;
·სისუსტე და დაღლილობა.
ძალიან იშვიათი:
·თავბრუსხვევა;
·ცხელება, ყელის ტკივილი ან სისუსტე სისხლის მაჩვენებლების ცვლილების გამო;
·ალერგიული მდგომარეობები, კანისმიერი გამონაყარი ან ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი, კანისმიერი გამონაყარი და ცხელება;
·ძლიერი დიარეა და მუცლის ტკივილი, ნაწლავებში ამ მედიკამენტზე ალერგიული რეაქციის გამო;
·დაბუჟება და ჩხვლეტა ხელებსა და ტერფებში (პერიფერიული ნეიროპათია);
·სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი და ჩრდილი ფილტვზე, რომელიც ჩანს რენტგენზე, ალერგიის და/ან ფილტვის ანთებითი პრობლემების გამო;
·თმის ცვენა და სიმელოტე;
·კუნთების ტკივილი;
·თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, ზოგჯერ თან ახლავს შეშუპება მკლავესა და ფეხებში ან მხრების ტკივილი;
·სპერმის წარმოების შექცევადი შემცირება.
უცნობი:
·თირკმელებში კენჭები და მასთან დაკავშირებული თირკმელების ტკივილი (იხ. ასევე პარაგრაფი 2).
თუ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანარღში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ კრონიზონის თავისი შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერიდან, უშუალოდ გამოყენების წინ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვადაგასული ან გამოუყენებელი წამალი არ გადაყაროთ ნაგავში! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ შექმნილ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით