აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ელაქსა პიკო - Elaxa Pico ტაბლეტი 20 ტაბლეტი

#108346_2048
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიFortex / ფორტექსი
ბრენდის ქვეყანა ბულგარეთი
რაოდენობა და ფორმა20 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაsodium picosulfate
მოკლე აღწერა
ელაქსა პიკო გამოიყენება ყაბზობის მქონე პაციენტებში.
13.60₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ელაქსა პიკო 5მგ ტაბლეტები

ELAXA pico 5mg tablets

ნატრიუმის პიკოსულფატი

Sodium picosulfate

ყურადღებით წაიკითხეთ  სრული ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. თუმცა, მკურნალობისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად, ყურადღებით უნდა მიჰყვეთ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

- თქვენ დაგჭირდებათ ექიმის დახმარება, თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:

1. რა არის ელაქსა პიკო და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ელაქსას პიკო  მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ ელაქსა პიკო

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ელაქსა პიკო

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1.    რა არის ელაქსა პიკო  და რისთვის გამოიყენება ის

ელაქსა პიკო არის ადგილობრივი მოქმედების საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და არბილებს განავალს.

როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ავლენს თავის თერაპიულ ეფექტს მსხვილ ნაწლავზე, ელაქსა პიკო სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის გამოთავისუფლების ბუნებრივ პროცესს. ამიტომ ელაქსა პიკო არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და არც იწვევს წვრილ ნაწლავში კალორიების ან სხვა საკვები ნივთიერებების დაგროვებას.

ელაქსა პიკოს გამოიყენება:

-  ყაბზობის მქონე პაციენტებში (დეფეკაციის გაძნელება);

- მომზადება სადიაგნოსტიკო პროცედურებისთვის, ქირურგიულ მკურნალობამდე და მის შემდეგ და იმ პირობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დეფეკაციის ხელშეწყობას.

2.    რა უნდა იცოდეთ ელაქსა პიკოს მიღებამდე

არ მიიღოთ ელაქსა პიკო, თუ:

- გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების (ნატრიუმის პიკოსულფატი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);

- გაქვთ ნაწლავების გადახლართვა (ნაწლავის პერისტალტიკის დროებითი დათრგუნვა) ან ნაწლავის გაუვალობა;

- გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცხელება (მაგ. აპენდიციტი), პოტენციურად ასოცირებული გულისრევასთან და ღებინებასთან;

- გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება;

- გაქვთ მძიმე გაუწყლოვება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ელაქსა პიკოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ თქვენ გჭირდებათ საფაღარათო საშუალებები ყოველდღე ან დიდი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს ყაბზობის მიზეზის დასადგენად, რადგან მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია).

აღინიშნა შეტყობინებები თავბრუსხვევისა და სისუსტის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმის პიკოსულფატს. ეს მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს ყაბზობასთან (დეფეკაციის გაძნელება, მუცლის ტკივილი), მაგრამ არა აუცილებლად თავად ნატრიუმის პიკოსულფატის მიღებასთან.

ბავშვები და მოზარდები.

ელაქსა პიკო არ უნდა იქნას გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფრო მეტი ასაკის ბავშვებში საფაღარათო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა მედიკამენტები და ელაქსა პიკო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ელაქსა პიკოს მაღალი დოზების მიღებისას დიურეზულების (შარდმდენი საშუალებების) ან სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი. ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა (პრეპარატების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და არარეგულარული გულის რითმის დროს, მაგ. დიგოქსინი).

ანტიბიოტიკებთან (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ელაქსა პიკოს საფაღარათო მოქმედება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

არ ჩატარებულა კვლევები ელაქსა პიკოს გავლენის შესახებ ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გამო (მაგ., მუცლის სპაზმი), მათ შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა ან გულისრევა. თუ პაციენტები განიცდიან მუცლის სპაზმს, მათ უნდა მოერიდონ პოტენციურად სახიფათო აქტივობებს, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

ელაქსა პიკო შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება ელაქსა პიკო

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი (5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში. დაიწყეთ 1 ტაბლეტით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 2 ტაბლეტს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი (5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში. დაიწყეთ 1 ტაბლეტით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 2 ტაბლეტს.

4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი (5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში.

გამოიყენეთ სადიაგნოსტიკო პროცედურების მოსამზადებლად და ოპერაციამდე

დიაგნოსტიკური პროცედურების მომზადებისას, პრე- და პოსტოპერაციულ მკურნალობაში და იმ პირობებში, რომლებიც საჭიროებენ დეფეკაციის გაადვილებას, ელაქსა პიკოს გამოყენება უნდა ჩატარდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

მიღების წესი

ელაქსა პიკო უნდა მიიღოთ საღამოს იმდენი წყლის მიყოლებით, რომ გამოიწვიოთ დეფეკაცია მეორე დილით. ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6-12 საათის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ ელაქსა პიკოს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ იღებთ ელაქსა პიკოს საჭიროზე მეტ დოზას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს წყლიანი დეფეკაცია (დიარეა), მუცლის სპაზმები და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა მსხვილი ნაწლავის შიდა გარსის დაზიანების შემთხვევები, როდესაც სამკურნალო პროდუქტი მიღებულ იქნა მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით, ვიდრე რეკომენდებულია ყაბზობის სამკურნალოდ.

ელაქსა პიკოს ქრონიკულმა ჭარბმა დოზირებამ, ისევე როგორც ყველა საფაღარათო საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დაქვეითება, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი (ჰორმონ ალდოსტერონის გაზრდილი გამომუშავება, რომელიც აკონტროლებს ნატრიუმის და კალიუმის დონეს სისხლში) და თირკმელში კენჭები. დაფიქსირდა თირკმლის მილაკების დაზიანების შემთხვევები (თირკმელების მხრივ დარღვევის ტიპი), მეტაბოლური ალკალოზი (მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი) და კუნთების სისუსტე სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობის გამო, ქრონიკული საფაღარათო საშუალებების არასწორად გამოყენების შედეგად.

თუ დაგავიწყდათ ელაქსა პიკოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ელაქსა პიკოს მიღება

სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ საჭიროებისამებრ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიღება უნდა შეწყდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

• დიარეა.

ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):

• მუცლის სპაზმი;

• მუცლის ტკივილი;

• კუჭის დისკომფორტი.

არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):

• ღებინება;

• გულისრევა;

- თავბრუსხვევა.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

• კანის რეაქციები, როგორიცაა:

- კანის ან ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა);

- წამლისმიერი გამონაყარი (გამონაყარი ან კანის რეაქცია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატით);

- გამონაყარი;

- ქავილი;

- კრუნჩხვა.

ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ წარმოქმნილი თავბრუსხვევა და სისუსტე შეიძლება გამოწვეული იყოს ყაბზობით (ტკივილი დეფეკაციის დროს, მუცლის ტკივილი).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. 

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ ინახება ელაქსა პიკო

არ არსებობს სპეციალური შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის ხარისხის გაუარესების თვალსაჩინო ნიშნებს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შმადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ელაქსა პიკო

- ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის პიკოსულფატის მონოჰიდრატი 5,19 მგ, რაც უდრის 5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს.

- დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი და კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

როგორ გამოიყურება ელაქსა პიკო და რას შეიცავს შეფუთვა

ელაქსა პიკო არის თეთრიდან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 2 ან 3 ათ ტაბლეტიან ბლისტერს და პაციენტის ინსტრუქციას.

ყველა სახის შეფუთვა არ არის ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.