| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 პაკეტი |
| მოქმედი ნივთიერება | diosmectite |
სმექტა® 3 გ
ფორთოხალი-ვანილი
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში
დიოსმექტიტი
|
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. · შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. · დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. · თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4. · თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს. |
მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატის სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში მიღებამდე
3. როგორ მიიღება სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატის სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოთერაპიული კლასი: ნაწლავების სხვა ადსორბენტები. ათქ კოდი: A07BC05.
ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: დიოსმექტიტს. დიოსმექტიტი არის ბუნებრივი გაწმენდილი თიხა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელ ლორწოვან გარსს.
ეს პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
· მწვავე დიარეა 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ორალური რეჰიდრატაციის დამატების სახით, და მოზრდილებში;
· ქრონიკული დიარეა (ხანგრძლივი დიარეა) მოზრდილებში;
· ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ნაწლავის ფუნქციურ დაავადებებთან მოზრდილებში.
არასდროს მიიღოთ სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში:
· თუ ხართ ალერგიული დიოსმექტიტის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: სმექტა არ უნდა იქნას გამოყენებული.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: სმექტა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე დიარეის სამკურნალოდ (მაქსიმუმ 7 დღე), ორალური რეჰიდრატაციის ხსნარის (ORS) ადრეულ მიღებასთან ერთად. თავიდან უნდა იქნას აცილებული სმექტას ნებისმიერი ქრონიკული გამოყენება.
მოზრდილებში: სმექტას ხანგრძლივი ან განმეორებითი გამოყენება არ არის რეკომენდებული სამედიცინო რჩევის გარეშე.
სმექტას 3 გ ფორთოხალ-ვანილის მიღებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა კონკრეტული შაქრის მიმართ. ეს წამალი შეიცავს ორ შაქარს (გლუკოზას და საქაროზას). მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზის ან გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები).
- მძიმე ყაბზობის ანამნეზის შემთხვევაში.
მიმართეთ ექიმს:
- მწვავე დიარეის შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება მკურნალობიდან 3 დღის განმავლობაში.
- თუ თქვენი საჭმლის მომნელებელი ტკივილი ასოცირდება ცხელებასთან ან ღებინებასთან. ეს წამალი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს) 100 მგ-ზე ნაკლებს დღიურ დოზაზე.
ბავშვები
სმექტა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეის სამკურნალოდ. ის უნდა დაინიშნოს პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის (ORS) ადრეულ მიღებასთან ერთად, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
დამატებითი დიეტური წესები
მოცემული მკურნალობა წარმოადგენს დიეტის დამატებას:
· საჭიროა რეჰიდრატაციის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის მარიალიანი ან ტკბილი სასმელით, იმისათვის რომ კომპენსირებული იქნას სითხის დაკარგვა დიარეის შედეგად (მოზრდილებში დღე-ღამეში წყლის მოთხოვნილება შეადგენს საშუალოდ 2 ლიტრს);
· საჭიროა საკვების მიღების უზრუნველყოფა დიარეის დროს, ზოგიერთი საკვების გამოკლებით, მაგალითად, უმი ბოსტნეული და ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე საკვები, ასევე გაყინული საკვები ან სასმელი;
· უპირატესობა მიენიჭოს უცხიმოდ შემწვარ ხორცს და ბრინჯს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში
ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამ შეიძლება შეამციროს ერთდროულად მიღებული სხვა სამკურნალო პროდუქტების შეწოვა. ამიტომ არ შეიძლება სხვა წამლის მიღება, სმეტქა 3 გ ფორთოხალ-ვანილთან ერთდროულად. თუ ეს შესაძლებელია, თქვენ უნდა დაიცვათ 2-საათიანი ინტერვალი სმექტას 3 გ ფორთოხალ-ვანილის მიღებასა და სხვა მედიკამენტებს შორის. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა წამალი.
სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ მიესადაგება
ორსულობა და ძუძუთი კვება
სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული. თუმცა, მოსალოდნელი მოქმედება არ აღინიშნება ან უმნიშვნელოა.
სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში შეიცავს:
გლუკოზას და საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.
სმექტა შეიცავს 0,679 გ გლუკოზას თითო პაკეტში.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
მწვავე დიარეის მკურნალობა:
· 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 4 პაკეტი დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ 2 პაკეტი დღეში 4 დღის განმავლობაში.
· მოზრდილებში: საშუალოდ 3 პაკეტი დღეში 7 დღის განმავლობაში. პრაქტიკაში დღიური დოზა შეიძლება გაორმაგდეს მკურნალობის დაწყებისას.
სხვა ჩვენება:
· მოზრდილებში: საშუალოდ, 3 პაკეტი დღეში.
მიღების მეთოდი და გზა
პერორალურად.
სუსპენზიის მისაღებად, პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას სითხეში, უშუალოდ გამოყენების წინ.
ბავშვებში: პაკეტის შიგთავსი შეგიძლიათ გახსნათ საკვების ბოთლში 50 მლ წყალში და მისცეთ ბავშვს დღის განმავლობაში ინტერვალებით, ან შეურიოთ ნახევრად თხევად საკვებში, როგორიცაა ბულიონი, კომპოტი, პიურე, ბავშვის საკვები...
მოზრდილებში: პაკეტის შიგთავსი შეგიძლიათ გახსნათ ნახევარ ჭიქა წყალში.
თუ მიიღეთ პრეპარატის სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში საჭიროზე მეტი დოზა:
სმექტას 3 გ ფორთოხალი-ვანილის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ყაბზობა ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში დოზის მიღება:
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილის მიღება, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში:
არ მიესადაგება.
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სმექტა 3 გ ფორთოხლის ვანილის გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვემოთ მათი სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე)
· ყაბზობა
არც ისე ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე)
· გამონაყარი
· ღებინება
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე)
· ჭინჭრის ციება (ქავილიანი გამონაყარი)
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)
· ალერგიული რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა კანის სიწითლე, ქავილი, სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, კოლაფსი.
თუ თქვენ იგრძნობთ რომელიმე ამ ეფექტს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით დაგვეხმარებით სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
დიოსმექტიტი................................................. 3.00 გ
სხვა კომპონენტები:
გლუკოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი*, ვანილის არომატიზატორი**.
* ფორთოხლის არომატიზატორის შემადგენლობა: მალტოდექსტრინი, საქაროზა, არაბული გუმფისი (E414), ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდების მონო- და დიაცეტილტარტარის ეთერი (E472e), სილიციუმის დიოქსიდი (E551), ფორთოხლის არომატიზატორი.
** ვანილის არომატიზატორის შემადგენლობა: მალტოდექსტრინი, საქაროზა, გლიცერინის ტრიაცეტატი (E1518), სილიციუმის დიოქსიდი (E551), ეთილის სპირტი, სოიოს ლეციტინი (E322), ვანილის არომატიზატორი.
სმექტა 3 გ ფორთოხალი-ვანილი, ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მოცემული პრეპარატი წარმოადგენს ფხვნილს პერორალური სუსპენზიისთვის პაკეტში.
კოლოფი შეცავს 10, 30 ან 60 პაკეტს.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.