აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რეუსტოპი - Reustopi 2გრ 10 პაკეტი

#72904_2190
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა10 პაკეტი
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus
მოკლე აღწერა

ჩვენებები: ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ალერგიული მდგომარეობები.

35.85₾
42.13₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
10*9  Lactobacillus reuteri -ის ცოცხალი  ბაქტერია.                                                                                        

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
Lactobacillus Reuteri  ხსნის მუცლის ტკივილსა და  სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას. რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.    Lactobacillus reuteri  გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
pH-ისა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.   Lactobacillus Reuteri   გრამ-დადებითი, ანაერობული,   არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა,
რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობითპათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას:  1)  რეუტერინს - ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხ/სხ გრამ + და გრამ - ბაქტერიების  ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და
ა.შ.);
2) რეუტერიციკლინს - ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;
3) რეუტერიცინს - ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.

იხილეთ ბლოგი: რეუსტოპი — ეფექტიანი მედიკამენტი ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად

ჩვენება

•  H.pylori-ის ერადიკაციის კომლექსური მკურნალობა

•  ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა

•  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

•  ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)

მიღების წესი და დოზირება
1 წლიდან ერთი პაკეტი დღეში,

მოზრდილებში 1-2 პაკეტი დღეში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.

გვერდითი ეფექტები
დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

აფთიაქიდან გაცემა

გაიცემა ურეცეპტოდ..

გამოშვების ფორმა

2გ პაკეტი   N10

მწარმოებელი

Nature pharma, ესპანეთი.