| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | herbal drug+vit.B6+lacidophilus |
პეროლაქტი B / Perolact B
კაფსულა №20
გამოშვების ფორმა და შეფუთვა (სუფთა წონა):
შეფუთვაში შედის 20 კაფსულა (10.4გ);
2 ბლისტერი, თითოეულზე 10 კაფსულა, ქართულენოვან ინსტრუქციასთან/ეტიკეტთან ერთად.
|
შემადგენლობა |
რეკომენდებულ დღიურ დოზაში (1 კაფსულა) |
% NRV* |
|
გვირილის ყვავილის მშრალი ექსტრაქტი (Matricaria recutita L.)
- რომელთაგან აპიგენინის შემცველობა არანაკლებ |
10 მგ
5მგ |
-
- |
|
პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha × piperita L.; ნედლეული : ექსტრაქტი = 8:1) |
100მგ
|
- |
|
თუთია (თუთიის ციტრატი) |
5 მგ |
50 |
|
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) |
1მგ |
71 |
|
ცოცხალი ლიოფილიზებული რძემჟავა ბაქტერიები: Lactobacillus acidophilus LA3 Bifidobacterium animalis ssp. lactis BLC1 Lactobacillus casei BGP93 |
3 • 109 CFU ** |
- |
|
ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) |
177 მგ |
- |
*NRV= საკვები ნივთიერებების ღირებულება
**CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული
შემადგენლობა:
ფრუქტოოლიგოსაქარიდები; პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი; კაფსულა (შემასქელებელი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, საღებავი: კალციუმის კარბონატი); ლიოფილიზებული კულტურა L. casei BGP93; ლიოფილიზებული კულტურა B. animalis ssp. lactis BLC1; თუთიის ციტრატი; ლიოფილიზებული კულტურა L. acidophilus LA3; გვირილის ყვავილის მშრალი ექსტრაქტი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები და სილიციუმის დიოქსიდი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.
რა არის და რისთვის გამოიყენება პეროლაქტი B?
· ხელს უწყობს საჭმლის მონელებისა და მეტაბოლიზმის პროცესების ნორმალიზებას.
· შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, ნახშირწყლების, მაკროელემენტებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმს, ასევე ცილის ნორმალურ სინთეზს. გარდა ამისა, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
· გვირილა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
· შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც ხელს უწყობს ცილისა და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
· შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზებულ რძემჟავა ბაქტერიებს L. acidophilus LA3, B. animalis ssp. lactis BLC1 და L. Casei BGP93 მცენარეულ კაფსულაში.
· შეიცავს გვირილის ყვავილის ექსტრაქტიდან მიღებულ აპიგენინს და პიტნის ფოთლების ექსტრაქტს.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა: 1 კაფსულა დღეში.
· პეროლაქტი B-ს კაფსულების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
· 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 კაფსულა დღეში, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
· არ გამოიყენოთ სურსათის დანამატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
· ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, პეროლაქტი B უნდა მიიღოთ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.
· მეტი ეფექტურობისთვის, პეროლაქტი B-ს კაფსულების მიღების დროს ან მის შემდეგ არ მიიღოთ ალკოჰოლი ან ცხელი სასმელები.
· ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში, პეროლაქტი B-ს კაფსულები უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკების მიღებიდან სულ მცირე 3 საათის შემდეგ.
· არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
· სურსათის დანამატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
· სურსათის დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
· მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
· პეროლაქტი B-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები:
· არ გამოიყენოთ პეროლაქტი B-ს კაფსულები, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა გვირილის (Matricaria recutita L.), პიტნის (Mentha piperita L.) ან სურსათის დანამატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
· თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა პეროლაქტი B-ს კაფსულების მიღება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უსაფრთხოების ზომები: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში პეროლაქტი B-ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ არის ცნობილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პეროლაქტი B-ს კაფსულების გამოყენების გვერდითი მოვლენების შესახებ.
შესაძლო გავლენა ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე: არ არის ცნობილი პეროლაქტი B-ს კაფსულების გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები: შეინახეთ 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა და სერიის ნომერი იხილეთ სურსათის დანამატის შეფუთვაზე.