| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 24 ცალი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
რეფლუქსაიდი®
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის
რეფლუქსის საწინააღმდეგო ერთჯერადი გამოყენების საშეები.
დანიშნულება
რეფლუქსაიდი® პერორალური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საშუალებაა, რომელიც მექანიკური მოქმედების წყალობით, განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად. პროდუქტის გამოყენება ამცირებს წვის შეგრძნებას (გულძმარვას), რეგურგიტაციას, ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), მტკივნეულ ყლაპვას (ოდინოფაგია), ხველას, ხმის ჩახლეჩას.
მაგნიუმის ალგინატი, ანისუმ სტელატუმის ექსტრაქტი, გვირილა რეკუტიტას ექსტრაქტი, ფოენიკულუმ ვულგარეს ექსტრაქტი, ქსანთანის ფისი, ლავანდა ანგუსტიფოლიას ექსტრაქტი, ტილია პლატიფილოსის ექსტრაქტი, სუკრალოზა, ნატრიუმის მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, დემინერალიზებული წყალი.
შეფუთვა
24 x 10 მლ ერთჯერადი გამოყენების საშე.
გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1-2 საშე ჭამის შემდეგ და ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ბავშვებში 4-დან 12 წლამდე: ნახევარი დოზა ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, გვერდითი რეაქციის არსებობის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადებში.
პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა ბუნებრივმა კომპონენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (გემო, სუნი, ფერი), ხარისხზე ზემოქმედების გარეშე. პროდუქტი ინახება 4-30°C. ტემპერატურაზე .
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.
ასევე, იხილეთ: რეფლუქსაიდი - Refluxaid საღეჭი ტაბლეტი 12 ცალი