აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რეფლუქსაიდი - Refluxaid საღეჭი ტაბლეტი 12 ცალი

#107211_1689
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა იტალია
რაოდენობა და ფორმა12 საღეჭი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ეზოფაგიტის სიმპტომების, მათ შორის გულძმარვის, რეგურგიტაციის, ხველისა და ხმის ჩახლეჩის შესამცირებლად.
31.54₾
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

რეფლუქსაიდი®

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის.

რეფლუქსის საწინააღმდეგი საღეჭი ტაბლეტები.

დანიშნულება

რეფლუქსაიდი® პერორალური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების პროდუქტია, რომელიც, მექანიკური მოქმედების წყალობით, განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად. პროდუქტის გამოყენება ამცირებს წვის შეგრძნებას (გულძმარვას), რეგურგიტაციას, ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), მტკივნეულ ყლაპვას (ოდინოფაგია), ხველას, ხმის ჩახლეჩას.

შემადგენლობა

სორბიტოლი, მაგნიუმის ალგინატი, ანისუმ სტელატუმის ექსტრაქტი, ფოენიკულუმ ვულგარეს ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, ლავანდა ანგუსტიფოლიას ექსტრაქტი, ტილია პლატიფილოსის ექსტრაქტი, მაგნიუმის სტეარატი, აცესულფამი K, სუკრალოზა, არომატიზატორები.

შეფუთვა

12 x 1 გ საღეჭი ტაბლეტი.

გამოყენების ინსტრუქცია

1-2 ტაბლეტი ჭამის შემდეგ და ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, გვერდითი რეაქციის არსებობის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადებში.

პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა ბუნებრივმა  კომპონენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მის  ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (გემო, სუნი, ფერი), ხარისხზე ზემოქმედების გარეშე.

პროდუქტი ინახება  4-30°C. ტემპერატურაზე . 

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.

ასევე, იხილეთ: რეფლუქსაიდი - Refluxaid ფხვნილი 10მლ 24 ცალი