| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin D3 |
| მოცულობა | 28 მლ |
გელივიტ D3 ქიდს 28 მლ
ორალური გელი ახალშობილებისა და ბავშვებისთვის გელივიტ D3 ქიდსი არის საკვები დანამატი ორალური გელ-სპრეის ფორმით.
წყალი, ვიტამინი D3, მარწყვის არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ვაშლის მჟავა, ბუნებრივი შემასქელებელი. გამოსაყენებლად ვარგისია ვეგეტარიანელებისთვის.
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს ან რაიმე დანამატს, რომელთაც შეუძლიათ კოლიკის გამოწვევა. არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.
შეიცავს ვიტამინი D3-ს ბუნებრივი ფომრით, რომელიც იდენტურია ადამიანის ორგანიზმის მიერ ნაწარმოები ვიტამინი D3-ისა. გელივიტ D3 ქიდსი შეიწოვება ლორწოვანის მიერ ძალიან სწრაფად.
• ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
• კალციუმის ნორმალური შეწოვის ხელშეწყობისთვის.
• ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარების ხელშეწყობისთვის.
• იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.
• D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობის პრევენციისთვის.
შემადგენელი კომპონენტების აუტანლობა. სიფრთხილის ზომები: ზედოზირება შეიძლება გამოვლინდეს ფაღართის ელემენტებით.
ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ. პირველი გამოყენებისას 3-ჯერ დააჭირეთ ტუმბოს პირველი წვეთის მისაღებად. ჩააწვეთეთ ბავშვს პირში, ან გაურიეთ დედის რძეში, საკვებში ან სასმელში.
ერთი დოზა (ერთი წვეთი) შეიცავს 10 მკგ ანუ 400 IU (200%NRV*) ვიტამინ D3-ს. მიიღება დღეში ერთხელ.
ერთი ფლაკონი გელივიტ D3 ქიდსი შეიცავს 100 დოზას. NRV* = საკვები ნივთიერებების ეტალონური მნიშვნელობა.
პროტოკოლით მოწოდებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25° C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის მანძილზე.
გამოშვების ფორმა:
28 მლ ორალური გელი ფლაკონში, ჰერმეტულად დახურული საწვეთურიანი დოზირების მქონე ტუმბო-თავსახურით. ფლაკონზე მიმაგრებული ეტიკეტი.
თითო ფლაკონის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ასევე, იხილეთ: დევიტინი D3 - Devitin D3 წვეთები 400 ს.ე. 15მლ