აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კალცი გლუკონატი - Calcium Gluconate 0.5გ 10 ტაბლეტი

#861_121
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBorisov Plant of Medical Preparations / ბორისოვოს მედიკამენტების ქარხანა
ბრენდის ქვეყანა ბელარუსი
რაოდენობა და ფორმა10 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcalcium gluconate
დოზა0.5გ
მოკლე აღწერა
კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის, აგრეთვე ალერგიული დაავადებებისა და წამლისმიერი ალერგიების დროს.
0.40₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კალციუმის გლუკონატი - 0,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: 
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი, აეროსილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის იონებს ორგანიზმისათვის სასიცოცოხლო მნიშვნელობა აქვს. ისინი მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში ჩონჩხის კუნთებში, გულის კუნთში, ძვლის ქსოვილების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ამცირებენ სისხლძარღვთა კედლის გამტარობას, გააჩნია მადესენსიბილიზირებელი მოქმედება. 
ფარმაკოლოგიური მოქმედებით უახლოვდება კალციუმის ქლორიდს, მაგრამ ავლენს ნაკლებ გამაღიზიანებელ მოქმედებას.

ჩვენებები
გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციის, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის, ალერგიული დაავადებების, კანის დაავადებების, სისხლდენების, სისხლძარღვთა მომატებული გამტარობის, მაგნიუმის, მჟაუნმჟავას და ფტორის მჟავების მარილებით მოწამლვის დროს; პარენქიმატოზული ჰეპატიტი.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამის წინ. მოზრდილებს 1_3 გ ან 2-6 ტაბლეტი და მეტი (თითო ტაბლეტი – 0,5 გ) 2_3-ჯერ დღეში. 1 წლის ბავშვებს - 0,5 გ, 5-დან 6 წლამდე - 1_1,5 გ, 7-დან 9 წლამდე-1,5_2 გ, 10-დან 14 წლამდე - 2_3 გ 2-3–ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც სწრაფად გაივლის დამოუკიდებლად.

უკუჩვენება
ჰიპერკალციემია, თირკმელების უკმარისობა, ათეროსკლეროზი, თრომბო-ზებისადმი მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქოლესტირამინის ზემოქმედებით კალციუმის აბსორბცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ქვეითდება. ამ შემთხვევებში რაციონალურია კალციუმის პრეპარატების პარენტერალური შეყვანა. თიაზიდურ დიურეზულებთან, ან ოქსოდოლინთან კომბინირებულად მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება. კალციუმის პრეპარატები ხელს უშლიან ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.