აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბეტრიო იზი ტაბი - Betrio Easy Tab 30 ტაბლეტი

#102424_3442
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაvitamin B6+B12+folic acid
მოკლე აღწერა
ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
45.05₾
50.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბეტრიო იზი ტაბი

ენის ქვეშ დასადები ტაბლეტირებული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მეთილკობალამინს, მეთილფოლატს და P5P (ვიტამინ B6-ს)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება (თითოეული ტაბლეტი):

ვიტამინ B6    0.5 მგ

ვიტამინ B12 1000 მკგ

ფოლიუმის მჟავა     400 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალტი (E953), ცელულოზა (E460), პოლივინილპოლიპიროლიდონი (E1202), პოლივინილპიროლიდონი (E 1201), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), სტევია

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მეთილკობალამინი ვიტამინ B12-ის აქტიური ფორმაა. ვიტამინ B12 მოქმედებს როგორც კოფაქტორი ორი ფერმენტისთვის, მეთიონინის სინთაზასთავის და L-მეთილმალონილ-CoA მუტაზასთვის. მეთიონინის სინთაზა ხელს უწყობს ჰომოცისტეინის გარდაქმნას უცვლელ ამინომჟავად მეთიონინად. მეთიონინი საჭიროა S-ადენოზილმეთიონინის წარმოქმნისთვის, რომელიც წარმოადგენს მეთილის უნივერსალურ დონორს თითქმის 100 სხვადასხვა სუბსტრატისთვის, მათ შორის დნმ, რნმ, ცილები და ლიპიდები. L-მეთილმალონილ-CoA მუტაზა გარდაქმნის L-მეთილმალონილ-CoA-ს სუქცინილ-CoA-დ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - პროპიონატის მეტაბოლიზმის პროცესში. ვიტამინ B6 წყალში ხსნადი ვიტამინია, ერთ-ერთი B ვიტამინების ჯგუფიდან. ვიტამინ B6 წარმოადგენს კოფაქტორს 140-ზე მეტ უჯრედულ რეაქციაში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ამინომჟავების ბიოსინთეზთან და კატაბოლიზმთან, მაგრამ ასევე მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზსა და სხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებში. ფოლატი საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ასევე ეწოდება ვიტამინ B9, შედის B ვიტამინების ჯგუფში. ფოლიუმის მჟავა საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება ფოლატი, მისი მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, რაც აქცევს მას შეუცვლელ საკვებ ნივთიერებად.  

ჩვენება:

•    ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.

•    ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნის ნორმალურ მეტაბოლიზმს.

•    ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს.

•    ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

•    ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლის შემცირებას.

•    მონაწილეობს უჯრედების გაყოფაში.

•    ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

არ არის განკუთვნილი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

მიღების მეთოდი:

რეკომენდებულია დღე-ღამეში ერთი ტაბლეტის მიღება.

შეიწოვება ენის ქვეშ. ტაბლეტი უნდა გაიჩეროთ ენის ქვეშ მის გაწოვამდე.

რეკომენდებულია 11 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

 დღე-ღამეში მისაღები დოზა

1 ტაბლეტი

% NRV*

ვიტამინ B6

(პირიდოქსინის სახით)

0.5 მგ

35.71

ვიტამინ B12

(კობალამინის სახით**)

1000 მკგ

40.000

ფოლიუმის მჟავა

(მეთილფოლატის სახით***)

400 მკგ

200

* NRV (Nutrient Reference Value): დღე-ღამის განმავლობაში საკვები ნივთიერებების მოხმარების საკონტროლო მნიშვნელობა

** გამოყენებულია მეთილკობალამინი (მეკობალაქტივი).

მეკობალაქტივი არის  Healthtech Bio Actives-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

***გამოყენებული იქნას როგორც მეოთხე თაობის ფოლატი (კვატრეფოლიკი).

კვატრეფოლიკი არის Gnosis-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

ვარგისობის ვადა:

36 თვე

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. 

შეინახეთ მშრალ ადგილზე 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

უსაფრთხოების ზომები:

• რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება

• საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას.

• კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში ან პრეპარატების მიღებისას.

• არ არის პრეპარატი. არ გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის.

• შეიცავს დამატკბობელს.

• ჭარბი მოხმარება შეიძლება იწვევდეს საფაღარათო მოქმედებას.

შეფუთვის ფორმა:

პირის ღრუში ხსნადი 30 ტაბლეტი გამჭვირვალე პვქ/ალ ბლისტერში.