| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 5 კოლოფი |
| მოქმედი ნივთიერება | insulin detemir |
| დოზა | 100სე/მლ |
ლევემირი®
ფლექსპენი®
100 ერთეული/მლ
საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში
ისნულინ დეტემირი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.
1 რა არის ლევემირი® და რისთის გამოიყენება
ლევემირი® არის თანამედროვე ინსულინი (ინსულინის ანალოგი) ხანგრძლივმოქმედი ეფექტით (24 საათამდე). თანამედროვე ინსულინის პროდუქტები ადამიანის ინსულინის გაუმჯობესებული ვერსიებია.
ლევემირი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკიდან.
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, რაც საჭიროა სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ლევემირი® შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან და/ან საინექციო ანტიდიაბეტურ პროდუქტებთან კომბინაციაში. ლევემირის® გამოყენება შეიძლება ასევე საკვებთან დაკავშირებულ სწრაფად მოქმედ ინსულინის პროდუქტებთან ერთად. სხვა ინსულინის პროდუქტებთან შედარებით, ლევემირით® თერაპია შეიძლება ასოცირებული იყოს წონაში ნაკლებ მომატებასთან.
2 ლევემირის® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლევემირი®
► თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ინსულინ დეტემირის ან ლევემირის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6 დამატებითი ინფორმაცია).
► თუ გაქვთ ეჭვი, რომ იწყება ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 3 როგორ გამოიყენება ლევემირი®)
► ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში
► თუ ფლექსპენი® დავარდა, დაზიანდა ან გატყდა.
► თუ ის არასწორად ინახებოდა ან თუ ის გაიყინა (იხილეთ პუნქტი 5 როგორ ინახება ლევემირი®)
► თუ ინსულინი არ არის სუფთა და უფერო.
ლევემირის® გამოყენებამდე
► შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ინსულინის სწორი სახეობაა.
► ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი ყოველი ინექციისთვის კონტამინაციის პრევენციის მიზნით.
► ნემსების და ლევემირი® ფლექსპენის® სხვებთან გაზიარება არ შეიძლება.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლევემირის® გამოყენებისას
► თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის, ან თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
► თუ ფიზიკური დატვირთვა ჩვეულებრივზე უფრო მეტია ან თუ გსურთ ჩვეული კვების რეჟიმის შეცვლა, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე.
► თუ ხართ ავად: გააგრძელეთ ინსულინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
► თუ მიემგზავრებით საზღვარგარეთ: დროის ზონებში მოგზაურობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის საჭიროებასა და ინექციების რაოდენობაზე. თუ გეგმავთ ამგვარ მოგზაურობას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილას
ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა მოხდეს კანქვეშა ცხიმოვანი კანის ცვლილებების პრევენცია, როგორებიც არის კანის გასქელება, კანის შეკუმშვა ან კანქვეშ სიმაგრეების წარმოქმნა. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ იგი შეგყავთ გამაგრებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ მიდამოში (იხ. 3 როგორ გამოვიყენოთ ლევემირი®). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჭნიეთ კანის რაიმე ცვლილებები ინექციის ადგილას. ინექციის სხვა ადგილას შეყვანის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამჟამად ინექციები შეგყავთ დაზიანებულ მონაკვეთებში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქრის დონის უფრო ყურადღებით შემოწმება და ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების დოზის კორექტირება.
სხვა პრეპარატების გამოყენება
ზოგიერთი პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმში გლუკოზის მოქმედებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის დოზაზე. ყველაზე გავრცელებული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინით მკურნალობაზე, ჩამოთვლილია ქვემოთ. უთხარით თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლში შაქრის დონეზე.
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია):
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია):
ოქტრეოტიდმა და ლანრეოტიდმა (გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ, რომელიც არის იშვიათი ჰორმონალური დარღვევა და როგორც წესი, ვითარდება საშუალო ასაკის მოზრდილებში, გამოწვეულია პიტუიტარული ჯირკვლის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოებით) შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლში შაქრის დონე.
ბეტა-ბლოკატორებმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) შეიძლება შეასუსტონ ან მთლიანად დათრგუნონ პირველი გამაფრთხილებელი სიმპტომები, რომლებიც გეხმარებათ ჰიპოგლიკემიის ამოცნობაში.