აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოზემპიკი - Ozempic 1მგ ფლაკონი 1 ცალი და 4 ნემსი

#106722_141
 0 (0 შეფასება)
პროდუქტი არ იყიდება ონლაინ
მახასიათებლები
სტატუსი
მხოლოდ აფთიაქებში
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაsemaglutide
მოკლე აღწერა
ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, ორიგინალი ფორმა №100-ის და პირადობის წარდგენის საფუძველზე. ინფორმაციასთან დაკავშირებით დარეკეთ : 0322402020
350.00₾
1
შეკვრა
პროდუქტი არ იყიდება ონლაინ
პროდუქტი არ იყიდება ონლაინ
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ოზემპიკი® 1 მგ

საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში

სემაგლუტიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

• შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

• ეს მედიკამენტი დაგენიშათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას. შესაძლოა პრეპრატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

• თუ შენიშავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  1. რას წარმოადგენს ოზემპიკი® და რისთვის გამოიყენება
  2. ინფორმაცია იზემპიკის® გამოყენებამდე
  3. ოზემპიკის® გამოყენების წესი
  4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  5. ოზემპიკის შენახვის® პირობები
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

1.რას წარმოადგენს ოზემპიკი® და რისთვის გამოიყენება

ოზემპიკი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სემაგლუტიდს. ის ეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ძალიან მაღალია, რითაც ხელს უწყობს გულის დაავადებების პრევენციას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით (T2DM) დაავადებულ პაციენტებში. ის ასევე ხელს უწყობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შენელებას T2DM-ით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის შემცირების გარდა სხვა მექანიზმის მეშვეობით.

ოზემპიკი® გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული მოზრდილების (18 წლის და უფროსი ასაკის) სამკურნალოდ, როდესაც დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის:

• მონოთერაპიის სახით – როდესაც მეტფორმინის (დიაბეტის სხვა მედიკამენტი) გამოყენება შეუძლებელია, ან

• დიაბეტის სხვა მედიკამენტებთან ერთად – როდესაც ისინი სათანადოდ ვერ აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს. ეს შეიძლება იყოს პერორალური ან ინექციური მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი.

მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ დიეტა და ვარჯიშის გეგმა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ დანიშნული წესით.

2. ინფორმაცია ოზემპიკის® გამოყენებამდე

არ შეიძლება ოზემპიკის® გამოყენება

• თუ ხართ ალერგიული სემაგლუტიდის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ეს სამკურნალო საშუალება განსხვავდება ინსულინისგან და არ უნდა გამოიყენოთ იგი, თუ:

• გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი - მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი ინსულინს არ გამოიმუშავებს.

• განგივითარდათ დიაბეტური კეტოაციდოზი - დიაბეტის გართულება, რომელსაც თან ახლავს სისხლში შაქრის მაღალი დონე, სუნთქვის გაძნელება, დაბნეულობა, ძლიერი წყურვილი, ტკბილი სუნი სუნთქვაში ან ტკბილი ან მეტალის გემო პირში.

ოზემპიკი® არ არის ინსულინი და შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული ინსულინის შემცვლელად.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია, რომლის დროსაც ანესთეზიის (ძილის) ქვეშ იქნებით, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ოზემპიკს®.

ეფექტები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება ან დიარეა. ამ გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეგაშფოთებთ რაიმე.

ძლიერი და მუდმივი კუჭის ტკივილი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მწვავე პანკრეატიტით

თუ თქვენ განიცდით ძლიერ და მუდმივ კუჭის ტკივილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთების) ნიშანი. პანკრეატიტის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილში 4.

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

ამ პრეპარატთან სულფონილშარდოვანას ან ინსულინის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) რისკი. სისხლში შაქრის დაბალი დონის გამაფრთხილებელი ნიშნები შეგიძლიათ იხილოთ მე-4 ნაწილში. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლში შაქრის დონის შემოწმება. ეს დაეხმარება ექიმს გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის კორექტირება სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შესამცირებლად.  

დიაბეტური თვალის დაავადება (რეტინოპათია)

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტური თვალის დაავადება და იღებთ ინსულინს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, რაც შეიძლება მკურნალობას მოითხოვდეს. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტური თვალის დაავადება ან თუ ამ პრეპარატის მიღების დროს თვალის რაიმე პრობლემა გაქვთ.

ბავშვები და მოზარდები

ეს წამალი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

სხვა მედიკამენტების და ოზემპიკის® მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის მცენარეული პრეპარატები ან სხვა რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტები.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ იყენებთ შემდეგის შემცველ მედიკამენტებს:

• ვარფარინი ან მსგავსი პერორალური პრეპარატები სისხლის შედედების შესამცირებლად (პერორალური ანტიკოაგულანტები). შესაძლოა დაგჭირდეთ ხშირი სისხლის ანალიზები სისხლის შედედების სისწრაფის შესამოწმებლად.

• თუ ინსულინს იყენებთ, ექიმი აგიხსნით, თუ როგორ შეამციროთ ინსულინის დოზა და გირჩევთ სისხლში შაქრის უფრო ხშირად შემოწმებას, რათა თავიდან აიცილოთ ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე) და დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ ახერხებს გლუკოზის დაშლას ინსულინის ნაკლებობის გამო).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, რადგან უცნობია, იმოქმედებს თუ არა ის ნაყოფზე. ამიტომ, ამ მედიკამენტის გამოყენებისას რეკომენდებულია კონტრაცეფციის გამოყენება. თუ გსურთ დაორსულება, განიხილეთ მკურნალობის შეცვლა ექიმთან. ამ მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ მინიმუმ ორი თვით ადრე. თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან თქვენი მკურნალობა უნდა შეიცვალოს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ძუძუთი კვების დროს, რადგან უცნობია, გადადის თუ არა ის დედის რძეში.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოზემპიკი® გავლენას მოახდენს თქვენს მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ეს სამკურნალო საშუალება მიიღება სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთდროულად, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი კონცენტრაციის უნარი. არ მართოთ ავტომობილის და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ შეამჩნევთ ჰიპოგლიკემიის ნიშნებს.

ჰიპოგლიკემიის მომატებული რისკის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და ასევე ინფორმაციისათვის ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ იხილეთ ნაწილი 4. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ნატრიუმის შემცველობა

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, რაც მას ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ,,უნატრიემოა“.

3. ოზემპიკის® გამოყენების წესი

ეს სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენოთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

რეკომენდებული დოზა

• საწყისი დოზაა 0.25 მგ კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში.

• ოთხი კვირის შემდეგ, ექიმი გაზრდის დოზას კვირაში ერთხელ 0.5 მგ-მდე.

• ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა კვირაში ერთხელ 1 მგ-მდე, თუ თქვენი სისხლში შაქრის დონე სათანადოდ არ კონტროლდება კვირაში ერთხელ 0.5 მგ დოზით.

არ შეცვალოთ დოზა, თუ ექიმი არ გირჩევთ.

ოზემპიკის® გამოყენების წესი

ოზემპიკი® კეთდება კანქვეშ ინექციის სახით (სუბკუტანური ინექცია). არ შეიყვანოთ ვენაში ან კუნთში.

• საუკეთესო ინექციის ადგილებია ბარძაყის წინა ნაწილი, წელის წინა ნაწილი (მუცელი) ან მხრის ზედა ნაწილი.

• კალმის პირველად გამოყენებამდე, ექიმი ან ექთანი გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენოთ იგი.

გამოყენების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ინსტრუქციის შემდეგ გვერდზე.

როდის უნდა გამოიყენოთ ოზემპიკი®

• ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დღეს, თუ ეს შესაძლებელია.

• ინექციის გაკეთება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს, კვების მიუხედავად.

იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ ყოველკვირეული ინექცია, გირჩევთ, შეფუთვაზე მიუთითოთ კვირის დღე (მაგ., ოთხშაბათი) და თითოეული ინექციის შემდეგ თარიღი. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველკვირეული ინექციის დღე, იმ პირობით, რომ ბოლო ინექციიდან გასულია მინიმუმ სამი დღე. ახალი დოზირების დღის არჩევის შემდეგ, გააგრძელეთ ყოველკვირეული ინექცია.

თუ  მიიღეთ ოზემპიკის® საჭიროზე მეტი დოზა

თუ ოზემპიკის® საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა).

თუ დაგავიწყდათ ოზემპიკის® გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ინექციის დოზის გაკეთება და:

• ოზემპიკის® გამოყენებიდან გავიდა 5 დღე ან ნაკლები, ინექცია გაიკეთეთ როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად გაიკეთეთ დაგეგმილ დღეს.

• თუ ოზემპიკის® გამოყენებიდან 5 დღეზე მეტი გავიდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად გაიკეთეთ დაგეგმილ დღეს.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ გსურთ ოზემპიკის® გამოყენების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თქვენს სისხლში შაქრის დონის გაზრდა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

სერიოზული გვერდითი ეფექტებია

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე პაციენტში)

• დიაბეტური თვალის დაავადების (რეტინოპათიის) გართულებები - ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს თვალის რაიმე პრობლემის, მაგალითად, მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, უნდა აცნობოთ ექიმს.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

• პანკრეასის ანთებამ (მწვავე პანკრეატიტი) შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი, მუდმივი მუცლისა და ზურგის ტკივილი. თუ ასეთ სიმპტომებს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1 000-დან 1-მდე პაციენტში)

• მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება). დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელებით და გულისცემის აჩქარებით.

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

• ნაწლავის გაუვალობა. ყაბზობის მძიმე ფორმა დამატებითი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა, ღებინება და ა.შ.

სხვა გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

• გულისრევა – როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება.

• დიარეა – როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქრება.

• სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), როდესაც ეს მედიკამენტი გამოიყენება სულფონილშარდოვანას ან ინსულინის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

• შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)

• სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), როდესაც ეს მედიკამენტი გამოიყენება სხვა პერორალურ დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან ერთად, სულფონილშარდოვანას ან ინსულინის გარდა.

სისხლში შაქრის დაბალი დონის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. ეს შეიძლება მოიცავდეს: ცივ ოფლს, გაციებულ, ფერმკრთალ კანს, თავის ტკივილს, გახშირებულ გულისცემას, გულისრევას ან ძლიერ შიმშილს, მხედველობის დაბინდვას, ძილიანობას ან სისუსტეს, ნერვიულობას, შფოთვას ან დაბნეულობას, კონცენტრაციის გაძნელებას ან კანკალს.

თქვენი ექიმი აგიხსნით, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ ამ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

სისხლში შაქრის დაბალი დონე უფრო მეტად სავარაუდოა, თუ თქვენ ასევე იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს. ექიმმა შეიძლება შეამციროს ამ მედიკამენტების დოზა ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.

• საჭმლის მონელების დარღვევა

• გასტრიტი - სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, გულისრევას ან ღებინებას.

• რეფლუქსი ან გულძმარვა - ასევე ცნობილია, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD).

• კუჭის ტკივილი

• შებერილობა

• ყაბზობა

• ბოყინი

• ნაღვლის ბუშტის კენჭები

• თავბრუსხვევა

• დაღლილობა

• წონის კლება

• მადის დაქვეითება

• გაზები (მეტეორიზმი)

• პანკრეასის ფერმენტების (როგორიცაა ლიპაზა და ამილაზა) მომატება

• თავის ტკივილი.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

• საკვების ან სასმელის გემოს ცვლილება

• აჩქარებული პულსი

• ინექციის ადგილას რეაქციები - როგორიცაა სისხლჩაქცევები, ტკივილი, გაღიზიანება, ქავილი და გამონაყარი

• ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება

• კუჭის დაცლის შეფერხება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

5. ოზემპიკის® შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კალმის ეტიკეტსა და კოლოფზე წარწერის „ვარგისიანობის ვადა“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.  

შენახვის ვადა გახსნამდე:

შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ. შეინახეთ გამაგრილებელი საშუალებებისგან მოშორებით. სინათლისგან დაცვის მიზნით კალამს დაახურეთ თავსახური.

გამოყენების პერიოდში:

• კალმის შენახვა შესაძლებელია 6 კვირის განმავლობაში, თუ მას ინახავთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ან მაცივარში (2°C–8°C) და გამაგრილებელი საშუალებებისგან მოშორებით. არ გაყინოთ ოზემპიკი® და არ გამოიყენოთ, თუ ის გაყინულია.

• როდესაც არ იყენებთ კალამს, უნდა დაახუროთ თავსახური, სინათლისაგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ოზემპიკი®

• აქტიური ნივთიერებაა სემაგლუტიდი. ინექციისთვის განკუთვნილი ერთი მლ ხსნარი შეიცავს 1.34 მგ სემაგლუტიდს. ერთი წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 4 მგ სემაგლუტიდს 3 მლ ხსნარში. თითოეული დოზა შეიცავს 1 მგ სემაგლუტიდს 0.74 მლ-ში.

• დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პროპილენგლიკოლი, ფენოლი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/მარილის მჟავა (pH-ის კორექტირებისთვის). იხილეთ აგრეთვე ნაწილი 2, „ნატრიუმის შემცველობა“.

ოზემპიკის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ოზემპიკი® არის გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალმში.

თითოეული წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 3 მლ ხსნარს, რომელიც გამოყოფს ოთხ დოზას, თითოეული 1 მგ.

ოზემპიკი® 1 მგ საინექციო ხსნარი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვებით: 1 კალამი და ოთხი NovoFine® Plus ერთჯერადი ნემსი.