აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მეტრონიდაზოლი ვინასი - Metronidazol Vinas 7.5მგ/გ გელი 30გ

#105378_4028
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაmetronidazole
მოკლე აღწერა
გამოიყენება როზაცეასთან დაკავშირებული ანთებითი პაპულების, პუსტულების და ერითემის (კანის სიწითლე) სამკურნალოდ.
35.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მეტრონიდაზოლი ვინასი 7.5 მგ/გ გელი

მეტრონიდაზოლი 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, ნუ გადასცემთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ.

- ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს, იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 

1. რა არის მეტრონიდაზოლი ვინასი და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა იცოდეთ მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენებამდე.

3. მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენების წესი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. მეტრონიდაზოლი ვინასის შენახვის წესი.

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.  

1.    რა არის მეტრონიდაზოლი ვინასი და რისთვის გამოიყენება.

მეტრონიდაზოლი ვინასი არის გელის ფორმის პრეპარატი კანზე გამოყენებისთვის. ის შეიცავს ანტიბიოტიკს და ანტიპროტოზოულ საშუალება მეტრონიდაზოლს, რომელიც გამოიყენება პაპულოპუსტულური როზაცეას ანთებითი კომპონენტის სამკურნალოდ.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ პრეპარატის დოზირების, მიღებებს შორის ინტერვალისა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ექიმის მითითებები.

არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ხელმეორედ. თუ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დარჩა გარკვეული რაოდენობის ანტიბიოტიკი, დააბრუნეთ ის აფთიაქში, სათანადო წესით განადგურების მიზნით. მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

ეს პრეპარატი გამოიყენება როზაცეასთან დაკავშირებული ანთებითი პაპულების, პუსტულების და ერითემის (კანის სიწითლე) სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენებამდე

მეტრონიდაზოლი ვინასი არ გამოიყენება

-   თუ გაქვთ ალერგია მეტრონიდაზოლზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პუნქტში);

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ გაქვთ სისხლის დისკრაზიის (სისხლის კომპონენტების დარღვევა) ანამნეზი.

მოერიდეთ მეტრონიდაზოლ ვინასის თვალებთან კონტაქტს.

ადგილობრივი გაღიზიანების შემთხვევაში, გამოყენების სიხშირე უნდა შემცირდეს ან მკურნალობა დროებით ან მუდმივად შეწყდეს, კლინიკური კრიტერიუმების შესაბამისად.

სხვა მედიკამენტები და მეტრონიდაზოლი ვინასი

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, მაგალითად, კუმარინი ან ვარფარინი ან სხვა სამკურნალო საშუალება.

კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მეტრონიდაზოლის გელის გამოყენების შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მეტრონიდაზოლი ვინასის უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. ამიტომ, ეს მედიკამენტი ორსულობის და ძუძუთი კვების დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ არის დაფიქსირებული.

მეტრონიდაზოლი ვინასი შეიცავს პროპილენგლიკოლს, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის მარილს და ნატრიუმის პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს.

პრეპარატი შეიცავს 35 მგ პროპილენგლიკოლს პროდუქტის ყოველ გრამზე.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია დაგვიანებული), რადგან ის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის მარილს (E-219) და ნატრიუმის პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს (E-217).

3. მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მეტრონიდაზოლი ვინასი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე.

გელის წასმამდე დასამუშავებელი ადგილები უნდა გაიწმინდოს. პრეპარატის დატანა ხდება ნაზი მასაჟით სრულ შეწოვამდე.

გამოიყენება გელის მცირე რაოდენობა თხელი ფენის სახით დაზიანებული უბნების დასაფარად.

გამოიყენეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

გამოყენება ბავშვებში

არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენება.

შესამჩნევი თერაპიული შედეგები უნდა გამოვლინდეს სამი კვირის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური რეკომენდებული პერიოდი არის ორი თვე.

ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მეტრონიდაზოლი ვინასით მკურნალობა.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველი შედეგი ვერ იქნება მიღწეული.

თუ გამოიყენეთ მეტრონიდაზოლი ვინასის საჭიროზე მეტი დოზა

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით მეტრონიდაზოლი ვინასი, მოიშორეთ ზედმეტი გელი.

ადამიანებში მეტრონიდაზოლის გელით მოწამვლის შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

დოზის გადაჭარბების, შემთხვევითი გადაყლაპვის ან თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს (fservicio de Informatin Toxicologica), ნომერზე 91 562 04 20, მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და გამოყენებული რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენება

დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდებული სქემისა და დოზირების შესაბამისად.

თუ შეწყვეტთ მეტრონიდაზოლი ვინასის გამოყენებას

თუ შეწყვეტთ მკურნალობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კანზე გამოყენებისას მეტრონიდაზოლის შეწოვა მინიმალურია, ამიტომ აღწერილი გვერდითი მოვლენები ადგილობრივი ხასიათისაა.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

- ცრემლდენა თვალებიდან (თუ გელის გამოყენება მოხდა თვალებთან ძალიან ახლოს);

- დროებითი სიწითლე;

- ზომიერი სიმშრალე;

- კანის გაღიზიანება და დამწვრობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. 

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. მეტრონიდაზოლი ვინასის შენახვის წესი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მეტრონიდაზოლი ვინასი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გელის გარეგნულ ცვლილებას.

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გადააგდეთ არასასურველი მედიკამენტები და კონტეინერები თქვენი აფთიაქის SIGRE პუნქტში. უტილიზაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები ან შეფუთვა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მეტრონიდაზოლი ვინასი

- აქტიური ნივთიერება არის მეტრონიდაზოლი. გელის ყოველი გრამი შეიცავს 7.5 მგ მეტრონიდაზოლს.

- სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მარილი (E-219), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი (E-211), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და დისტილირებული წყალი.

გაცემის წესი:                   

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე