აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

იხთიოლის პასტა - Ichthyol 40მლ

#107066_2283
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაichthyolum
მოკლე აღწერა
გამოიყენება სახისა და ტანის პრობლემური კანის მოვლისთვის-გამონაყარის (აკნე), გაღიზიანებებისა და ანთებითი კერების დროს.
8.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

იხტიოლის პასტა სახის და ტანისთვის

გამოშვების ფორმა და მოცულობა: კოსმეტიკური პასტა ტუბში, 40 მლ.

დანიშნულება:

გამოიყენება სახისა და ტანის პრობლემური კანის მოვლისთვის-გამონაყარის (აკნე), გაღიზიანებებისა და ანთებითი კერების დროს.

შემადგენლობა:

წყალი, გლიცერინი, იხტიოლი, ვაზელინი, ფუტკრის სანთელი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

მოქმედება:

გააჩნია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და რეგენერაციული მოქმედება. ამცირებს სიწითლეს, ხელს უწყობს ანთებითი ელემენტების სწრაფ მომწიფებასა და შეხორცებას, აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და იცავს კანს გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან.

გამოყენების წესი:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანეთ საშუალება ლოკალურად (წერტილოვნად) წინასწარ გასუფთავებულ კანზე 1-2-ჯერ დღეში. გაიჩერეთ 20-30 წუთი, რის შემდეგაც პასტის ნარჩენები მოიცილეთ მშრალი ბამბის დისკით ან ხელსახოცით.

უსაფრთხოების ზომები:

მოერიდეთ თვალსა და ლორწოვან გარსებზე მოხვედრას. თვალში მოხვედრისას გულდასმით ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

უკუჩვენებები:

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე (3 წელი).

დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი: იხილეთ შეფუთვაზე.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.