| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Neopharm / ნეოფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | zinc oxyde |
თუთიის მალამო ნეო
Unguentum Zinci Neo
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
აქტიური სუბსტანცია: თუთიის ოქსიდი _ 0,1გ/1გ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის ზეთი.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
ნაოფლარი. ,,თუთიის მალამო’’-ს აქვს გამომშრობი მოქმედება.
წინასწარ გასუფთავებულ კანზე მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში.
მომატებული მგრძნობელობა თუთიის მალამოს კომპონენტების მიმართ.
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია, გამონაყარი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუთიის მალამო გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მალამოს გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებული მითითებები: მალამო გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. მოერიდეთ თვალში მოხვედრას!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: 25გ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ასევე, იხილეთ: თუთიის დამატენიანებელი 50მლ 0026 ქულ ბიუთი - Kool Beauty