| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | herbal comb.drug |
| მოცულობა | 100 მლ |
ვენოლექსი გელი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი -Aესცულუს ჰიპპოცასტანუმ ეხტრაცტ
ტროქსერუტინი - თროხერუტინ
თაგვისარას ფესვის ექსტრაქტი - ღუსცუს აცულეატუს როოტ ეხტრაცტ
აზიური ცენტელა - ჩენტელლა ასიატიცა ლეაფ ეხტრაცტ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, პროპილენ გლიკოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, Nა-EDთA, გასუფთავებული წყალი, არომატიზატორი.
ფორმა:
გელი 100გ
ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.
მოქმედება:
გელის აქტიურ ნივთიერებებს ახასიათებს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანგიოპროტექტული მოქმედება.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი ეფექტურად გამოიყენება როგორც ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწინააღმდეგო საშუალება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდ ესცინს, ბიოფლავონოიდებს, რუტინს, კაროტინოიდებს, B, K, P ვიტამინებს, პოლისაქარიდებს. იგი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აქვეითებს სისხლის სიბლანტეს, აძლიერებს კაპილარების მდგრადობას, აქვეითებს მათ მსხვრევადობას და განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
ტროქსერუტინი ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. მისი გამოყენების შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება, მცირდება ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.
თაგვისარას აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ვენოტონური მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შეშუპებას.
აზიური ცენტელა - მდიდარია A, B, E, K ვიტამინებით და ტრიტერპენებით. იგი ამცირებს მიკროსისხლძარღვოვან განვლადობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რის შედეგადაც ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში.
გამოყენების რეკომენდაცია:
ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ვენოლექსი გელი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე და კანის იმ უბანზე სადაც დარღვეულია მისი მთლიანობა. გელის შემთხვევით თვალში და ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.
მიღების წესი:
კანის დაზიანებულ უბანზე ხდება გელის თხელი ფენის წასმა დილით და საღამოს, კანში ფრთხილი შეზელვით ქვემოდან ზემოთ.
გაფრთხილება:
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
100მლ ტუბი კოლოფში.
მწარმოებელი:
FITOFARM, ul. Kacanicki pat 156, 1000 Skopje, R.Macedonia