| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | monacolin K+choline+folic acid+cynara+vitamin B1 |
გული ფორტისი
გული ფორტისი – ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის მოწესრიგებასა და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
სრული ანოტაცია
წითელი ბრინჯი მონაკოლინ K-ს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. სამედიცინო მიზნებისთვის იგი ასევე გამოიყენება ელენთის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
არტიშოკის ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს. აძლიერებს ღვიძლში ქოლესტერინის დაშლის პროცესს და მომნელებელი სისტემის საშუალებით
ახდენს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტეროლის ელიმინაციას.
არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენებოდეს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე.
ურთიერთქმედება
თუ იღებთ გული ფორტისს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ან საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
დოზირების ფორმა: კაფსულა
მიღების გზა: პერორალური
გამოყენების წესი: 1 კაფსულა დღეში
გვერდითი მოვლენები აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
არ მიიღოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
შეუთავსებლობა
ცნობილი არ არის.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადაა 3 წელი წარმოების თარიღიდან, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ბოლო თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მონოდოზის შემცველობა შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეფუთვის შემცველობა
30 კაფსულა