აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კუნელის ნაყენი 25მლ

#81575_93
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა უკრაინა
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაcrataegus
მოცულობა25 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება: გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია, ანგიონევროზები.

1.55₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა:
მომზადებულია კუნელის ყვავილების და ნაყოფებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენება:
> გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
> ანგიონევროზები;
> კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურავით.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.