აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სიროფი ხველა კენკრის არომატით 150მლ ვეგავიტესი - VegaVites

#100126_2971
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიVegaVites / ვეგავიტესი
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაherbal combination drug
მოკლე აღწერა
აწყნარებს და ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამცირებს ხველას.
39.65₾
44.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სიროფი ხველა კენკრის არომატით 150მლ ვეგავიტესი - VegaVites           

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

(ნატურალური, მცენარეული)

შემადგენლობა:

                                      Per 20 ml                           

ანწლის ექსტრაქტი

სუროს ექსტრაქტი

ალთეას ექსტრაქტი

სუნდის ექსტრაქტი

გრინდელიას ექსტრაქტი

ევკალიპტის ეთერზეთი

60 მგ

60 მგ

50 მგ

50 მგ

40 მგ

0,2 მგ

 

პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას,რძეს,სოიოს,გლუტენს და გმო-ს.

მოქმედების მექანიზმი:

აწყნარებს და ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამცირებს ხველას.

შავი ანწლის (S.Racemosa) ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს გაციების და ვირუსული ინფექციების დროს, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, აიოლებს ნახველის გამოდევნას დ ა გააჩნია დამაწყნარებელი მოქმედება.

სუროს ექსტრაქტი არბილებს გაღიზიანებულ ყელს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ათხელებს ნახველს და აიოლებს მის გამოდევნას ორგანიზმიდან. აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური და ბრინქოსპაზმოლიზური მოქმედება.

ალთეას ექსტრაქტს აქვს ამოსახველებელი, დამარბილებელი, ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი აწყნარებს ანთების კერებს ყელისა და ბრონქების მიდამოში.

სუნდის ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს აქვთ ამოსახველებელი, დიურეზული, ანტისკლეროზული და სპაზმოლიზური მოქმედება.

ევკალიპტის ექსტრაქტს აქვს ანტიმიკრობული, ანტისეპტიური და მადენზიფიცირებელი მოქმედება. აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი:

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.

6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებისათვის:

-2.5 მლ  2 - ჯერ დღეში.

2 დან 5 წლამდე ბავშვებისათვის:

-5მლ  2 - ჯერ დღეში.

5 წლის ზემოთ ბავშვებში: 

-10 მლ  2 - ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითება:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.

გამოშვების ფორმა: სიროფი კენკრის გემოთი 150 მლ.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.

მოქმედების ვადა: 3 წელი.

გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.