აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბრონქოდიაზინა CR - Bronquidiazina CR სიროფი 150მლ

#45995_1759
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა1 კოლოფი
მოქმედი ნივთიერებაtrimetoprim+sulfamethoxazole+bromhexin+tolu balm
მოცულობა150 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები, მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება.

24.28₾
26.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბრონქოდიაზინა CR - ორალური სუსპენზია

(ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი/ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი/ტოლუს ბალზამის სითხის ექსტრაქტი)

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ წინამდებარე ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ სხვა პირებს, თუნდაც იგივე სიმპტომები ჰქონდეთ რაც თქვენ, ამან შეიძლება ავნოს მათ.

- რაიმე სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში.  იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი:

1. რა არის ბრონქოდიაზინა CR და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ ბრონქოდიაზინა CR-ს მიღებამდე.

3. როგორ მივიღოთ ბრონქოდიაზინა CR.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ ბრონქოდიაზინა CR

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ბრონქოდიაზინა CR და რისთვის გამოიყენება.

ბრონქიდიაზინა CR შეიცავს ოთხ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ორი მათგანი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი) მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ანადგურებენ ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ამ ორ ანტიბიოტიკს შერეული აქვს ბრომჰექსინი და ტოლუს ბალზამის სიროფი, მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით, შესაბამისად, ამცირებს ლორწოვანი სეკრეციის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის აღმოფხვრას.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპი ან გაციება.

მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ დოზასთან, მიღების ინტერვალთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ექიმის მიერ მოცემული მითითებები.

არ შეინახოთ, ან ხელახლა არ გამოიყენოთ მედიკამენტი. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ დაგრჩათ ანტიბიოტიკი, მიიტანეთ იგი აფთიაქში სათანადო განადგურებისთვის. მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. 

ბრონქიდიაზინა CR ინიშნება 2 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

ამ მედიკამენტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ტრიმეტოპრიმის/სულფამეთოქსაზოლის კომბინაციისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციების პერორალური მკურნალობისთვის, როგორიცაა: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი.

გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

იხილეთ ბლოგი: ბრონქოდიაზინა C.R. — კომბინირებული სუსპენზია რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ

2. რა უნდა ვიცოდეთ ბრონქოდიაზინა CR-ს მიღებამდე.

არ მიიღოთ ბრონქოდიაზინა CR

-       თუ ალერგიული ხართ ამ მედიკამენტების აქტიურ ნივთიერებების: ტრიმეტოპრიმი, სულფამეთოქსაზოლი, ბრომჰექსინი, ტოლუს სიროფის ბალზამი ან მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

-       თუ ალერგიული ხართ სულფონამიდების მიმართ, სულფონამიდის შემცველი მედიკამენტები არის სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალებები (მაგალითად, გლიკლაზიდი, გლიბენკლამიდი) ან თიაზიდური (ჰიდროქლორთიაზედური) ჯგუფის შარდმდენები.

-       2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

-       თუ გაქვთ ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მწვავე პორფირია (სისხლის დაავადება, რომლის დროსაც ჰემოგლობინი არ წარმოიქმნება სათანადოდ).

-       თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად ან ხართ ლაქტაციის პერიოდში.

-       დოფეტილიდთან კომბინაციაში (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის გასაკონტროლებლად).

-       თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობა.

არ მიიღოთ ბრონქოდიაზინა CR ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე შემთხვევაში. თუ დარწმუნებული არ ხართ, მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტის მიღებისას აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი და მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი ან სვიტის სინდრომი).

კანის სერიოზული რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკის პერიოდი მკურნალობის პირველ კვირებშია. თავდაპირველად ჩნდება მოწითალო მრგვალი გამონაყარის ან ლაქების სახით, ხშირად შუაში ბუშტუკით. სხვა დამატებითი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს, არის წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებში და კონიუნქტივიტი (წითელი, შეშუპებული თვალები). ამ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარს შესაძლოა მოჰყვეს ბუშტუკების  ფართოდ გავრცელება და კანის აქერცვლა.

თუ კოტრიმოქსაზოლის (ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის) ან ბრომჰექსინის მიღების ფონზე აღგენიშნათ სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, არასოდეს აღარ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.

შეწყვიტეთ ბრონქოდიაზინა CR-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, აცნობეთ მას ამ მედიკამენტის მიღების შესახებ, თუ გაგიჩნდათ წითელი, ქერცლიანი დაზიანებები კანქვეშა მუწუკებითა და ბუშტუკებით, ან აღგენიშნათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი

ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა  სისხლის თეთრი უჯრედების დაურეგულირებელი აქტივობით გამოწვეული ჭარბი იმუნური რეაქციები, რაც იწვევს ანთებით პროცესებს (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი), რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, თუ არ მოხდა ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა ცხელება, ჯირკვლების შეშუპება, სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ქოშინი, ხველების მოულოდნელი გაუარესება, სისხლჩაქცევები ან თანმხლები ან ოდნავ დაგვიანებული გამონაყარი.

ბრონქოდიაზინა CR-ს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

-       თირკმლის უკმარისობის ან აივ ინფექციის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა, რადგანაც მათ შესაძლოა განუვითარდეთ უფრო მძიმე გვერდითი  მოვლენები.

-       თუ გაქვთ ან გქონდათ ასთმა, აღგენიშნებათ მწვავე რესპირატორული დაავადება ან გიჭირთ ხველა.

-       თუ გაწუხებთ დაავადებები, რომლებიც მიდრეკილია კუჭ-ნაწლავის სისხლდენისკენ, როგორიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

-       თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები (დადგენილი გაქვთ თირკმელების უკმარისობა). ექიმმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული ზომები. თირკმლის შესაბამისად მოქმედების უზრუნველსაყოფად,  დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პაციენტი იღებს  სათანადო რაოდენობის სითხეს და შარდის pH ნორმის ფარგლებშია, რათა თავიდან იქნას აცილებული მჟავიანობა და ალკალიზაცია.

-       თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანება).

-       თუ აღგენიშნებათ სისხლის მძიმე დარღვევები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხართ მკაცრ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

-       თუ გაწუხებთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G-6-PD) ფერმენტის დეფიციტი.

-       თუ დიდი ხნის განმავლობაში იღებდით ამ მედიკამენტს, ან თუ გაქვთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ან ხართ ხანდაზმული პაციენტი, ექიმმა შესაძლოა მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის ჩატარება.

-       თუ ხართ ჰიპერკალიემიის (კალიუმის მაღალი დონე) და ჰიპონატრიემიის (ნატრიუმის დაბალი დონე) რისკის ქვეშ, ექიმი განიხილავს სისხლში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლის საჭიროებას.

-       თუ გაწუხებთ ფენილკეტონურია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ფენილალანინის ფერმენტზე), ვინაიდან ტრიმეტოპრიმის მიღება ცვლის ფენილალანინის მეტაბოლიზმს. ეს არ წარმოადგენს პრობლემას პაციენტებში, რომლებიც იცავენ ადექვატურ შემზღუდველ დიეტას.

-       ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანალიზის შედებებზე.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით (S. pyogenes) გამოწვეული ფარინგიტის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის გადაჭარბებული ზემოქმედება ან მზის ნათურების გამოყენება.

ბრონქოდიაზინა CR არ უნდა იქნას მიღებული ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ხველისთვის) ან ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ბრონქულ სეკრეციას, რადგან ამას შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი სითხის დაგროვება.

სხვა მედიკამენტები და ბრონქოდიაზინა CR

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ბრონქიდიაზინა CR-მ შესაძლოა გააძლიეროს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება და/ან ტოქსიკურობა. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რომელიმე

შემდეგ მედიკამენტს:

-       გულის რითმის საკონტროლოდ გამოყენებული მედიკამენტები (III კლასის ანტიარითმული საშუალებები), როგორიცაა დოფეტილიდი.

-       ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტი მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ) და მეთოტრექსატი (გამოიყენება სხვადასხვა სახეობის სიმსივნის სამკურნალოდ და ასევე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ). თუ იღებთ ტრიმეტოპრიმს/სულფამეთოქსაზოლს და ფენიტოინს, გათვალისწინებული უნდა იყოს ფენიტოინის გადაჭარბებული მოქმედება. თუ ბრონქოდიაზინა CR-ს იღებთ მეტოტრექსატთან ერთად, საჭიროა ფოლატის დანამატების მიღება.

-       მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაძლიერებლად: შარდმდენი საშუალებები (განსაკუთრებით თიაზიდები).

-       პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ბრონქიდიაზინა CR-ს მიღებისას რეკომენდებულია ანტიკოაგულანტული თერაპიის ფრთხილი კონტროლი.

-       ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში გლუკოზის ან სისხლში შაქრის კონტროლისთვის: ჰიპოგლიკემიური ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სულფონილშარდოვანა).

-       გულის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (დიგოქსინი).

-       მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი პარაზიტის ინფექციების სამკურნალოდ (პირიმეტამინი).

-       გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალოდ: ანტირეტროვირუსები (ლამივუდინი, ზიდოვუდინი). საჭიროა სისხლის პარამეტრების მონიტორინგი.

-       ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული მედიკამენტები: იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი).

-       ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მომატება) გამომწვევი მედიკამენტები.

- ისეთი პრეპარატები, როგორიცაა პროკაინამიდი, ამანტადინი.

ბრონქიდიაზინა CR-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.

რეკომენდებულია ამ მედიკამენტის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესაძლო დარღვევები (გულისრევა ან დიარეა). ბრონქიდიაზინა CR-ს მიღებისას რეკომენდებულია ბევრი წყლის დალევა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტრიმეტოპრიმი, სულფამეთოქსაზოლი და ბრომჰექსინი აღწევენ პლაცენტამდე;  უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. ეს მედიკამენტი თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის პერიოდში.

როდესაც მშობიარობამდე დედა იღებს ამ მედიკამენტს, შესაძლოა არსებობდეს ახალშობილში კერნიკტერუსის  (სერიოზული ნევროლოგიური გართულება სისხლში ბილირუბინის მომატების გამო) განვითარების თეორიული საფრთხე. ეს თეორიული საფრთე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერბილირუბინემიის გაზრდილი რისკის მქონე ბავშვებში, როგორიცაა ნაადრევად დაბადებული ახალშობილები ან გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე ბავშვები. ამ მედიკამენტის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის ბოლოს და მეძუძურ დედებში, როდესაც დედები ან ბავშვები არიან ჰიპერბილირუბინემიის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ.

ტრიმეტოპრიმი, სულფამეთოქსაზოლი და ბრომჰექსინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ეს პრეპარატი თავიდან უნდა იქნას აცილებული ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა  აღინიშნოს  თავბრუსხვევა ბრომჰექსინის გამო, ასე რომ, თუ თავბრუსხვევას იგრძნობთ, არ მართოთ ავტომობილი და მექანიკური მოწყობილობები.

ბრონქიდიაზინა CR შეიცავს საქაროზას, ნატრიუმის ბენზოატს, ნატრიუმს, მეთილის პარჰიდროქსიბენზოატს (E 218) და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს (E 216).

ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აუტანლობა გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას.

სუსპენზიის თითოეული მლ შეიცავს 1 მგ ნატრიუმის ბენზოატს.

მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა მოგვიანებით), რადგანაც შეიცავს მეთილის პარაჰიდრობენზოატს (E-218) და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს (E-216).

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) 7,5 მლ სუსპენზიაზე, ანუ ფაქტიურად «ნატრიუმის გარეშეა»

3. როგორ მივიღოთ ბრონქოდიაზინა CR.

ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ მითითებული მედიკამენტის მიღების წესები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით დაგინიშნავთ შესაბამის დოზას და ხანგრძლივობას.

სტანდარტული დოზაა:

Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ:

მოზრდილები და ბავშვები (≥2 წელი): 1,9 მლ ორალური სუსპენზია 1 კგ სხეულის მასაზე, დღეში ორი ან მეტი გაყოფილი დოზით, 2 კვირის განმავლობაში.

ბრომჰექსინის მაქსიმალური დოზაა 6 მგ 2-5 წლის ბავშვებში, 12 მგ 6-11 წლის ბავშვებში და 48 მგ მოზრდილებში. თუ გესაჭიროებათ ტრიმეტოპრიმის/სულფამეთოქსაზოლის დოზა, რომელიც აღემატება ბრომჰექსინის მაქსიმალურ დოზას, საჭირო იქნება სხვა პრეზენტაციების გამოყენება.

პროფილაქტიკა

მოზრდილები და მოზარდები (>12 წელი):

შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი დოზირების რეჟიმი:

·       15 მლ/დღეში, კვირაში 7 დღე.

·       15 მლ/დღეში კვირაში სამჯერ, ყოველ მეორე დღეს.

ბავშვები (≥2 წელი):

შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დოზირების რეჟიმი:

-       2-დან 5 წლამდე  ასაკის ბავშვები:

·       3.8 მლ  დღეში ორჯერ, კვირაში 7 დღე,

·       3.8 მლ  დღეში ორჯერ, კვირაში 3-ჯერ, დღეგამოშვებით.

·       3.8 მლ  დღეში ორჯერ, კვირაში 3-ჯერ, მიყოლებით.

- 6-დან 12 წლამდე  ასაკის ბავშვები:

  • 7,5 მლ,  დღეში ორჯერ, კვირაში 7 დღე,
  • 7.5  მლ  დღეში ორჯერ, კვირაში 3-ჯერ, დღეგამოშვებით.
  • 7,5 მლ  დღეში ორჯერ, კვირაში 3-ჯერ, მიყოლებით.

ზემოთ მითითებული დოზების მიღება ასევე შესაძლებელია ერთჯერადად, კვირაში 3-ჯერ მიყოლებულ დღეებში.

საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 320 მგ ტრიმეტოპრიმს და 1600 მგ სულფამეთოქსაზოლს.

მწვავე ინფექციების მკურნალობა:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 15 მლ 12 საათში ერთხელ.

2-5 წლის ბავშვები: 3,8 მლ 12 საათში ერთხელ.

5-11 წლის ბავშვები: 7,5 მლ 12 საათში ერთხელ.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა იქნას შეფასებული.

ბრომჰექსინის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ-ს დღეში 2-6 წლის ბავშვებში და 12 მგ-ს დღეში 6-12 წლის ბავშვებში.

სპეციალური დოზები

ხანდაზმული პაციენტები: (იხილეთ პუნქტი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები). თუ სხვა დოზა არ არის მითითებული, გამოყენებული იქნება სტანდარტული დოზა.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

მოზრდილები და მოზარდები (>12 წელი):

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზა

>30

სტანდარტული დოზა

15-30

სტანდარტული დოზის ნახევარი

<15

რეკომენდირებული არ არის

ექიმმა შესაძლოა 2-3 დღეში ერთხელ ჩაატაროს სისხლის ანალიზი  რათა დაადგინოს სისხლში მედიკამენტის რაოდენობა.

მიღების გზა და მეთოდი.

მიიღება ორალური გზით. მედიკამენტის სწორად მიღებისთვის რეკომენდებულია გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ბრონქიდიაზინა CR-ით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად. თუ ბრონქიდიაზინა CR დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ, ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზი და დაგინიშნოთ ფოლიუმის მჟავის (ვიტამინის) დანამატები იმ პერიოდში, როდესაც მედიკამენტს იღებთ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბრონქიდიაზინა CR.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა.

ტრიმეტოპრიმის  ძალიან მაღალი დოზით მიღებისას გამოვლენილ იქნა    ძვლის ტვინის დეპრესია.

იმ შემთხვევაში, თუ პირღებინება არ გამოვლინდება, უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა.

თირკმელების ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე, სითხის მიღება რეკომენდებულია, თუ შარდის გამოყოფა დაბალია.

ორივე ნივთიერება, ტრიმეტოპრიმი და სულფამეთოქსაზოლი, დიალიზებადია ჰემოდიალიზით. პერიტონეალური დიალიზი ეფექტური არ არის.

ზედმეტი დოზის ან შემთხვევით მიღების  შემთხვევაში, მიმართეთ ტოქსიკოლოგიური სამსახურის საინფორმაციო განყოფილებას ნომერზე 91 562 04 20.

თუ დაგავიწყდათ ბრონქიდიაზინა CR-ს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია ბრონქიდიაზინა CR-საც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.

შეწყვიტეთ ბრონქიდიაზინა CR-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი ნიშნები, რომლებიც შესაძლებელია რომ იყოს ალერგიული რეაქცია. მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების შესაძლებლობა ძალიან დაბალია (შესაძლებელია გამოვლინდეს 10. 000-დან 1 ადამიანში).

  • სუნთქვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევა;
  • სახის შეშუპება;
  • პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული და გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • წითელი ლაქები კანზე.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

-       მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის დადგენის შესაძლებლობა): ამოზრდილი, მტკივნეული, ქლიავისფერი წყლულები კიდურებზე და ზოგჯერ სახეზე და კისერზე, ცხელებით (სვიტის სინდრომი); ასევე წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), (იხ. პუნქტი 2: გაფრთხილება და გაფრთხილებები).

-       წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელსაც თან ახლავს სისტემური სიმპტომები (DRESS), რომელიც იშვიათი სიხშირით ვლინდება (შესაძლებელია გამოვლინდეს 1.000-დან 1 ადამიანში), თუმცა რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ამ ტიპის რეაქციის დროს შესაძლოა განვითარდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, გამონაყარი, ჯირკვლების შეშუპება და ცვლილებები სისხლის ანალიზებში.

-       გამონაყარი კანზე, რომელიც ძალიან იშვიათდ ვლინდება  (შესაძლებელია გამოვლინდეს  10.000-დან 1 ადამიანში), თუმცა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხილეთ პუნქტი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები)

გარდა ამისა, მედიკამენტის მიღებისას გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები შემდეგი სიხშირით:

-       ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): ჰიპერკალიემია (კალიუმის მაღალი დონე).

-       ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში): კანდიდოზი (საფუარი სოკოს გადაჭარბებული ზრდა), თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და  გამონაყარი კანზე.

-       ნაკლებად ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში): ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი.

-       იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 1.000-დან 1 ადამიანში): ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

-       ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10.000-დან 1 ადამიანში): ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის ან გარკვეული ტიპის შემცირება), მეგალობლასტური ანემია ან იმუნური ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება სისხლის წითელი უჯრედების ზომის ზრდით ან მის გარეშე), აპლასტიკური ანემია (ტვინის უკმარისობა რათა წარმოქმნას სხვადასხვა ტიპის უჯრედები), მეტემოგლობინემია (ჰემოგლობინის უუნარობა ჟანგბადის გადატანისას), ეოზინოფილია (სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპის არანორმალურად მაღალი რაოდენობა), პურპურა (კანზე მოწითალო ლაქები), ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა), შრატისმიერი დაავადება (ალერგიის მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია), ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია), ალერგიული მიოკარდიტი (ალერგიული რეაქცია, რომელიც გავლენას ახდენს გულზე), ანგიოედემა (სითხის შეკავება კანსა და ლორწოვან გარსებში), ცხელება, ალერგიული ვასკულიტი (ანთება, რომელიც ძირითადად აზიანებს წვრილ ვენებს), პერიარტერიტი ნოდოზა (სისხლძარღვთა დაავადება), სისტემური წითელი მგლურა (იმუნური ტიპის დაავადება), ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაქვეითება), ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის დაქვეითება), ანორექსია (მეტაბოლური დარღვევა), დეპრესია, ჰალუცინაციები, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, პერიფერიული ნევრიტი (პერიფერიული ნერვების დაზიანება), ატაქსია (კოორდინაციის დაკარგვა), თავბრუსხვევა,  ხმაური ყურებში, (ყურებში შუილი), ხველა, ქოშინი, ფილტვების ინფილტრატები, გლოსიტი (ენის ანთება), სტომატიტი (დაზიანებები პირის ღრუში), ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), ჰეპატობილიარული დარღვევები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა), ფოტომგრძნობელობა (შუქთან ურთიერთქმედებით გამოწვეული კანის რეაქცია), ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის მთელი ზედაპირის მძიმე ანთება), ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი (ალერგიული რეაქცია), მულტიფორმული ერითემა (ალერგიული რეაქცია კანზე), ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, უვეიტი (თვალის ანთება).

რაიმე სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ეს გვერდითი მოვლენა ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში. 

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.  

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ბრონქოდიაზინა CR

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

ბრონქოდიაზინა CR -ს შემადგენლობა

-       აქტიური ნივთიერებებია ტრიმეტოპრიმი, სულფამეთოქსაზოლი, ბრომჰექსინი და ტოლუს ბალზამის სითხის ექსტრაქტი. სუსპენზიის თითოეული 7,5 მლ შეიცავს 80 მგ ტრიმეტოპრიმს, 400 მგ სულფამეთოქსაზოლს, 4 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს და 32,5 მგ ტოლუს ბალზამის სითხის ექსტრაქტს.

-       სხვა კომპონენტებია: გლიცერინი, საქაროზა, ქსანთანის რეზინა, ნატრიუმის საქარინი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), ნატრიუმის ბენზოატი, პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი (E 216), სიმეთიკონი, ანისის ესენცია, წყალი.

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი.

თეთრი, ერთგვაროვანი ორალური სუსპენზია ანისის სუნით.

შუშის ბოთლი პოლიპროპილენის/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (PP/HDPE) საცობით ბავშვებისათვის გამძლე შესაკრავით, შეიცავს 150 მლ ორალურ სუსპენზიას და დოზის საზომ ჭურჭელს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით