| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
| მოცულობა | 15მლ |
ყელის სპრეი 15მლ პრანარომი - Pranarom
პრანარომის ყელის სპრეი ამშვიდებს და ხსნის ყელისა და ხორხის არეში გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებას.
• შეიცავს 100%-ით ბუნებრივ და ორგანულ ეთერზეთებს
• აქვს სასიამოვნო ციტრუსის და მენთოლის გემო
• არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს, ვეგანურია
• უსაფრთხოა ორსულებისთვის (მე-5 თვიდან) და მეძუძურებისთვის
• რეკომენდებულია 6 წლიდან
ეთერზეთები 0,054 გ (ძალიან დაბალი, უსაფრთხო კონცენტრაცია):
ჩვეულებრივი პიტნა - 0,018 გ; ლიმონის ქერქი - 0,009 გ; როზმარინი - 0,008 გ; მთის ქონდარი - 0,007 გ; შოტლანდიური ფიჭვი - 0,0055 გ; მწვანე პიტნა - 0,0055 გ; ჩინური დარიჩინი – 0,001 გ.
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ხორბლის სიროფი, დამატენიანებელი გლიცეროლი, ფინიკის სიროფი.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა. არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ორსულებში 4 თვემდე.
• 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული ქალები (> მე-5 თვე) და მეძუძური დედები: 1-დან 2 შესხურებამდე დღეში
• მოზრდილები (> 12 წელი): მაქსიმუმ 3 შესხურებამდე დღეში
• გამოყენების წინ სპრეი კარგად შეანჯღრიეთ
გამოშვების ფორმა: ყელის სპრეი 15 მლ.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს