| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | tyrothricin+benzocaine+neomicin+benzalko |
ტიროთრიცინი
საწუწნი ტაბლეტები N20
თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს ოთხ კომპონენტს:
ტიროთრიცინი
ნეომიცინი
ბენზალკონიუმის ქლორიდი
ბენზოკაინი
ტიროთრიცინი და ნეომიცინი ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებია. ტიროთრიცინი ანადგურებს გრამ-დადებით ბაქტერიებს, გამოირჩევა სოკოსსაწინააღმდეგო (Candida Albicans) მოქმედებით; ნეომიცინს აქვს ფართო სპექტრი და ავლენს მაღალეფექტურობას როგორც გრამ-დადებითი, ასევე გრამ-უარყოფითი მიკრობების მიმართ. ბენზალკონიუმის ქლორიდს აქვს ანტისეპტიკური ეფექტი - გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. ბენზოკაინი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი კომპონენტია, აქვს სწრაფი ეფექტი, მოქმედებას იწყებს < 1 წთ.-ზე ნაკლებ დროში.
ტიროთრიცინი:
დოზირება და მიღების წესი:
ტიროთრიცინი მიიღება 12 წლის ზევით და მოზრდილებში, 1-2 ტაბლეტი 2-3_ჯერ დღეში.
მწარმოებელი: მონო ქემ-ფარმ-პროდუქტი, ავსტრია, ვენა.