აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დორიტრიცინი - Doritricin 20 ტაბლეტი

#54464_1623
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა20 საწუწნი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაtyrothricin+benzocaine+benzalkonium chlo
მოკლე აღწერა
 გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ინფექციების დროს, რომელსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. 
27.36₾
30.36₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

DORITHRICIN® 

დორიტრიცინი

ყელის საწუწნი აბები კლასიკი 0,5მგ/1,0მგ/1,5მგ

აქტიური ნივთიერება: თიროტრიცინი/ბენზალკონილის ქლორიდი/ბენზოკაინი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

პრეპარატი მიიღეთ ანოტაციის, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. 

-  შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
-  დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
-   თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე გამოვლინდება ან ადგილი ექნება ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. თავი 4

-  თუ 2 დღეში უკეთესობას ვერ იგრძნობთ იმართეთ ექიმს

მოხმარების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკი და რისთვის გამოიყენება ის?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დორიტრიცინის მიღების წინ?
3. დორიტრიცინის მიღების წესი?
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. დორიტრიცინის შენახვის პირობები?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია 

1. რას წარმოადგენს დორიტრიცინი და რისთვის გამოიყენება ის?

დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკი არის პირის ღრუსა და  ყელის სამკურნალო საშუალება.

ჩვენება:

 პირის ღრუსა და ყელის ინფექციები, რომელსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. 

დორიტრიცინი — პრეპარატი, რომელიც პირის ღრუსა და ყელის ტკივილს დაგავიწყებთ იხილეთ ბლოგი.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დორიტრიცინის მიღების წინ?

დორიტრიცინის მირება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

·   მომატებული მგრძნობელობა თიროტრიცინის, ბენზალკონილის ქლორიდის, ბენზოკაინის ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. თავი 6)

მწვავე ტონზილიტის დროს, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ექიმი გირცევთ მიიღოთ თუ არა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგ. ანტიბიოტიკთან, ერთად დორიტრიცინის აბები.

პირის ღრუს ან ყელის არეში მოუშუშებელი ჭრილობის შემთხვევაში არ შეიძლება დორიტრიცინის მიღება.

ალერგიული (კონტაქტური დერმატიტი) პაციენტებისთვის არ არის რეკომენდირებული დორიტრიცინის მიღება. 

ბავშვები

იქიდან გამომდინარე რომ არის საწუწნი,დორიტრიცინის მღება შეუძლებელია ჩვილი ბავშვებისთვსი, ის არ არის რეკომენდირებული ჩვილი და 24 თვემდე ბავშვებისთვის. 

ვიდრე ბავშვს დაუნიშნავთ აღნიშნულ აბებს, დარწმუნდით, რომ მას შეუძლია უსაფრთხოდ გაწუწნოს აბი.

დორიტრიცინის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, აპირებთ მიიღოთ ან იღებდით სხვა პრეპარატს. 

დანიშნულებისამებრ მიღების დროს ურთიერთქმედებები არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია

დორტრიცინის უარყოფითი მოქმედება ნაყოფზე არ არის დაფიქსირებული, თუმცა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დორიტრიცინი მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკი შეიცავს სორბიტოლს. 

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ. 

იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობა, არ არის რეკომენდირებული დორიტრიცინის მიღება. 

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის

1 საწუწნი აბი შეიცავს 0,87გრ. სორბიტოლს (0,22გრ ფრუქტოზა), რაც  შეესაბამება 0,07გრ ნახშირწყლების ერთეულს. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი დიარეა. 

3. დორიტრიცინი ყელის აბები კლასიკის  მიღების წერსი

პრეპარატი მიიღეთ ანოტაციის, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის იმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

რეკომენდირებული დოზა:

გაწუწნეთ დღეში რამდენჯერმე, 2-3 საათში ერთხელ 1-2 აბი. მკკურნალობა გააგრძელეთ ჩივილების გაქრობიდან კიდევ ერთი დღე. 

ჭარბი დოზა

დანიშნულებისამებრ მიღებისას არ არის გამოვლენილი ინტოქსიკაციის ფაქტები. აბების ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიო კუჭ-ნაწლავის პრობლემები და განსაკუთრებით ბავშვებში იმატებს სისხლში მეთამოგლობინის დონე. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე. 

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით წყლის და ნახშირის მიღება. მსგავსი ღონისძიების ჩატარებაა ექიმის მიერ რეკომენდირებული მეთემოგლობინემიის საწინააღმდეგოდ.  

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

გაწუწნეთ მხოლოდ 1 აბი და გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

როგორც ყველა წამალს, აღნიშნულ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იშვიათად (1000-დან 1 პაციენტში)

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა კატაბოლიტის - ბენზოკაინის (ამინობენზომჟავა) მიმართ. 

გარეგანი მოხმარებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, და დიდი ზომის ჭრილობაზე დატანებისას, იმატებს სისხლში მეთემოგლობინი. აგრეთვე ეიძლება გამოვლინდეს უჰაერობა, ტუჩების და თითების სილურჯე.

სიხშირე არ არის ცნობილი

მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები იმ პრეპარატებზე, რომლებიც ქიმიურად ენათესავებიან ბენზოკაინს: პენიცილინი, სულფონამიდი, ზღვის დამცავი კოსმეტიკა , p-ამინოსალიცილის მჟავა.

სხვა გვერდითი მოვლენები

ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია პიტნის ზეთი (ჰაერის უკმარისობის შემთხვევაშიც).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც ანოტაციაში არ არის მითითებული. 

5. დორიტრიცინის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე  და შიგთავსზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C. 

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. 

6. პრეპარატის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დორიტრიცინი

·   აქტიური ნივთიერებებია:

1 საწუწნი აბი შეიცავს:

თიროტრიცინი 0,5მგ

ბენზალკონილის ქლორიდი 1,0მგ

ბენზოკაინი  1,5მგ

·   დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ტალკი, III ტიპის სუკროზას სტეარატი, სახარინი-ნატრიუმი 2H2O, პიტნის ზეთი, პოვიდონი (K 25), კარმელოზას ნატრიუმი.

დორიტრიცინის აღწერა და შეფუთვა 

თეთრი მრგვალი აბები, შეფუთვაშია 40 და 20 აბი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე