აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტუჩის გელი 5მლ პრანარომი - Pranarom

#100323_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაherbal oils
მოცულობა5მლ
მოკლე აღწერა
ჰერპესით გამოწვეული გართულებების და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად!
30.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ტუჩის გელი 5მლ პრანარომი - Pranarom

ჰერპესით გამოწვეული გართულებების და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად!

პრანარომის გამაგრილებელი ტუჩის გელი, სწრაფად ამცირებს ტუჩებზე გამონაყარს (ჰერპესი, ბუშტუკები).

•  ხელს უწყობს გაღიზიანებული ტუჩების დამშვიდებას, კანის რეგენერაციას

•  ფორმულა გამდიდრებულია ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებების მქონე ეთერზეთებით და  მცენარეული ზეთებით

•  რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან, ძუძუთი კვების და ორსულობის დროს

ეთერზეთები: რავინცარა + ევკალიპტი რადიატა + ნიაული + ლიმონი + პიტნა + ლურჯი ტანიზი ქმნიან ძლიერ ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და გამაგრილებელ ეფექტს.

მცენარეული ზეთები: საღამოს ფურისულა, ჟოჟობა, კალოფილუსი, არგანი, ვარდი - ხელს უწყობენ კანის კვებას, რეგენერაციას და დარბილებას.

შემადგენლობა:

რავინცარას ეთერზეთი, ევკალიპტი რადიატას ეთერზეთი, ნიაულის ეთერზეთი, ლიმონის ქერქის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, ლურჯი ტანიზის ეთერზეთი, საღამოს ფურისულას ზეთი, ჟოჟობას თესლის ზეთი, კალოფილუსის ზეთი, არგანის ზეთი, ვარდის თესლის ზეთი.

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ემულგატორი და დამარბილებელი ცეტეარილის სპირტი, დამატენიანებელი გლიცერინი, ბუნებრივი ემულგატორი ცეტეარილ გლუკოზიდი, კონსერვანტი სორბიტან კაპრილატი, ტოკოფეროლი, დამატენიანებელი კონჯაკის ფესვის ექსტრაქტი, ინულინ ლაურილ კარბამატი, დამატენიანებელი პროპანდიოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ბენზოის მჟავა, ქსანთანის რეზინი, რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ციტრალი, ციტრონელოლი, ევგენოლი, გერანიოლი, ლიმონენი, ლინალოლი.

გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული 6 წლამდე. დამუშავებული ადგილი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ტუჩის გელი შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

გამოყენების წესი:

გამოყენება იწყება სიწითლის ან დისკომფორტის პირველივე  შეგრძნების გამოვლენისთანავე და გრძელდება მანამ, სანამ ის სრულად არ ალაგდება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, წაისვით დაზიანებულ  ადგილას დღეში 6-8 ჯერ.

გამოშვების ფორმა: 5 მლ ტუჩის გელი.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს