აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ურობერი ადვანსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#47736_1477
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაherbal comb.drug
მოკლე აღწერა

გამოიყენება შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

74.60₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ურობერი ადვანსი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ურობერი ადვანსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საშუალებაა უროსეპტიური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული და სპაზმოლიზური მოქმედებით, ხელს  უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე,  ცვლის შარდის pH -ს ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემო. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli - ის მიმართ, ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას,ხელს უწყობს  ოქსალატების, ფოსფატების და ურატების დაშლას, აფერხებს კრისტალების წარმოქმნას, კენჭების ფორმირებას და ზრდას. ურობერი ადვანსი ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

· თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) წარმოქმნა.

· წვრილი უროლითიაზი

· კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტების მოცილების შემდეგ.

· პოდაგრა

· შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი

შემადგენლობა

შტოშის ექსტრაქტი - 200მგ, გლერძი - 100 მგ, არყის ხის ფოთოლი - 50 მგ, აგატოსმა - 50 მგ, ოქროწკეპლა - 50 მგ, შვიტა - 50 მგ, ღვიის კენკრა - 50 მგ, ვარდკანაფას ფესვი - 50, დათვის კენკრა - 50 მგ, ჭინჭრის ფოთოლი - 25 მგ, თირკმლის ჩაი - 5 მგ, 
სპეციალური ნაზავი: დარიჩინი, ჯანჯაფილის ფესვი, ყვითელი კოჭა, მწვანე ჩაი, როზმარინი, ყურძნის თესლი, ველური მოცვი, ჟოლო, შტოში, მარწყვი - 25 მგ.

დოზირება

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.          

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.                                                                                                                                                  

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ურობერი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab