| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | World Medicine / ვორლდ მედიცინი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 7 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | levofloxacin |
ლევიტა 500
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ლევიტა 500, Levita 500
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლევოფლოქსაცინი, Levofloxacin
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ფორმით) 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ყვითელი 85G32281 (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ლეციტინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი).
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები;
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
- ჯილეხის ფილტვის ფორმა: კონტაქტის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ქვემოთ მითითებული ინფექციების შემთხვევაში ლევიტა 500-ის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიუღებელია ამ ინფექციების სამკურნალოდ სტანდარტულად რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენება:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- გაურთულებელი ცისტიტი.
პრეპარატი მიიღება პერორალურად დღე-ღამეში 1 ან 2-ჯერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, ასევე სავარაუდო გამომწვევის მგრძნობელობაზე.
დოზირება
რეკომენდებულია პრეპარატის შემდეგი დოზირების რეჟიმი:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/ წთ)
|
ჩვენებები |
სადღეღამისო დოზა (ინფექციის სიმძიმის მიხედვით) |
მკურნალობის ხანგრძლივობა (ინფექციის სიმძიმის მიხედვით) |
|
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
10-14 დღე |
|
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7-10 დღე |
|
არაჰოსპიტალური პნევმონია |
500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ |
7-14 დღე |
|
მწვავე პიელონეფრიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7-10 დღე |
|
საშარდე გზების გართულებული ინფექციები |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7-14 დღე |
|
გაურთულებელი ცისტიტი |
250 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
3 დღე |
|
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
28 დღე |
|
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები |
500 მგ დღე-ღამეში 1-2-ჯერ |
7-14 დღე |
|
ჯილეხის ფილტვის ფორმა |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
8 კვირა |
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ)
|
კრეატინინის კლირენსი |
დოზირების სქემა |
||
|
250 მგ/24 საათში |
500 მგ/24 საათში |
500 მგ/12 საათში |
|
|
პირველი დოზა: 250 მგ |
პირველი დოზა: 500 მგ |
პირველი დოზა: 500 მგ |
|
|
50-20 მლ/წთ |
შემდეგ: 125 მგ/24 საათში |
შემდეგ: 250 მგ/24 საათში |
შემდეგ: 250 მგ/12 საათში |
|
19-10 მლ/წთ |
შემდეგ: 125 მგ/48 საათში |
შემდეგ: 125 მგ/24 საათში |
შემდეგ: 125 მგ/12 საათში |
|
<10 მლ/წთ (მათ შორის ჰემოდიალიზი და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი)1 |
შემდეგ: 125 მგ/48 საათში |
შემდეგ: 125 მგ/24 საათში |
შემდეგ: 125 მგ/24 საათში |
- ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ეპილეფსია;
- ტენდინოპათია ფტორქინოლონების მიღების დროს ანამნეზში;
- ბავშვთა და ზრდის პერიოდში მოზრდთა ასაკი;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლევოფლოქსაცინზე
რკინის მარილები, თუთიის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი:
ლევოფლოქსაცინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას რკინის მარილებთან, ანტაციდებთან, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს, დიდანოზინთან (მხოლოდ ის სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც ბუფერული კომპონენტების სახით შეიცავს მაგნიუმის ან ალუმინის მარილებს). როგორც ჩანს, ფტორქინოლონების ერთდროული მიღება თუთიის შემცველ მულტივიტამინურ პრეპარატებთან, პერორალური მიღებისას, ამცირებს მათ შეწოვას. ორი და სამვალენტიანი კათიონების შემცველი პრეპარატების მიღება, როგორიც არის რკინის მარილები, თუთიის მარილები, ანტაციდები, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს, დიდანოზინი (მხოლოდ ის სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც ბუფერული კომპონენტების სახით შეიცავს მაგნიუმის ან ალუმინის მარილებს), რეკომენდებულია პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პერორალური მიღების დროს კალციუმის მარილები მინიმალურ გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
სუკრალფატი
პრეპარატის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთდროულად გამოყენებისას. თუ ერთდროულად გამოყენება აუცილებელია, სუკრალფატის მიღება რეკომენდებულია პრეპარატ ლევიტა 500 მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
კლინიკურ კვლევებში, არ აღნიშნულა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. თუმცა, შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლის მნიშვნელოვანი შემცირება ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაციები დაახლოებით 13%-ით მეტი იყო ფენბუფენთან ერთდროულად მიღებისას, ვიდრე მარტო ლევოფლოქსაცინით თერაპიისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდი და ციმეტიდინი ახდენდნენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ლევოფლოქსაცინის გამოყოფაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინის (24%) ან პრობენეციდის (34%) გამოყენების დროს. ეს დაკავშრებულია იმასთან, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია თირკმლის მილაკებში ლევოფლოქსაცინის სეკრეციის დაბლოკვა. თუმცა, კვლევაში გამოყენებულ დოზებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ კინეტიკური პარამეტრების სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებებს ექნებათ კლინიკური მნიშვნელობა.
ლევიტა 500-ის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის მილაკების სეკრეციაზე, როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი ზემოქმედება. თუმცა, ადამიანებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის და არსებული ექსპერიმენტული მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებენ ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში საყრდენი სახსრების ხრტილების ფტორქინოლონებით დაზიანების რისკს, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ლევიტა 500 უკუნაჩვენებია ქალებში ძუძუთი კვების დროს. ლევოფლოქსაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ სხვა ფტორქინოლონები გამოიყოფა დედის რძეში. ადამიანებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის და არსებული ექსპერიმენტული მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებენ ზრდის პროცესში მყოფ ორგანიზმში საყრდენი სახსრების ხრტილების ფტორქინოლონებით დაზიანების რისკს, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ქალებში ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
ვირთხებში, ლევოფლოქსაცინმა გავლენა არ მოახდინა ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი უმნიშვნელო ან ზომიერ ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ზოგიერთ გვერდით რეაქციას (მაგალითად, თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა) შეუძლია დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაციის უნარი, რაც გარკვეულ რისკს წარმოადგენს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარები მნიშვნელოვანია (მაგალითად, ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დროს).
ჭარბი დოზირება
სუპრათერაპიული დოზების გამოყენებით ცხოველებში ჩატარებული ტოქსიურობის ექსპერიმენტული კვლევებისა და კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მწვავე ჭარბი დოზირების მოსალოდნელი ძირითადი სიმპტომებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორებიცაა გონების არევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT ინტერვალის გაზრდა.
აგრეთვე რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორებიცაა გულისრევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ეროზია.
პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ცნობილია სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის გონების არევა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ტრემორი.
ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომური თერაპია. QT ინტერვალის დაგრძელების რისკის გამო რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგი. ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით, მათ შორის პერიტონული დიალიზით და მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები ქინოლონების ჯგუფიდან. ფტორქინოლონები. ათქ კოდი J01MA12.
ლევოფლოქსაცინი - სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, რომელიც არის ოფლოქსაცინის რაცემატის S (-) ენანთიომერი.
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-ჰირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV- ზე.
კავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის (ფკ/ფდ)
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობა დამოკიდებულია შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) ან ფარმაკოკინეტიკური მრუდის „კონცენტრაცია-დრო“ ქვეშ არსებულ ფართობს (AUC) და მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას შორის თანაფარდობაზე (მმკ).
რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება II ტიპის ორივე ტოპოიზომერაზაში, დნმ-ჰირაზაში და ტოპოიზომერაზა IV-ში სამიზნე უბნების ეტაპობრივი მუტაციის პროცესის შედეგად. ლევოფლოქსაცინის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ასევე რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, როგორიცაა მიკრობის უჯრედის კედლის გარეთა მემბრანის გამტარობის დარღვევა (მექანიზმი ახასიათებს Pseudomonas aeruginosa-ს) და ეფლუქსი. ლევოფლოქსაცინს და სხვა ფტორქინოლონებს შორის აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა. მოქმედების მექანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგადად, ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება ლევოფლოქსაცინს და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ პრეპარატებს შორის.
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობელობის განსაზღვრისას
ლევოფლოქსაცინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (მგ/ლ) ზღვრული მნიშვნელობები, რომელიც გამოყოფს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს საშუალოდ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისაგან და საშუალოდ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებს რეზისტენტულისაგან, რეკომენდებულია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ.
EUCAST-ის მიხედვით ლევოფლოქსაცინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციების კლინიკური ზღვრული მნიშვნელობები (ვერსია 10.0, 2020-01-01):
|
მიკროორგანიზმები |
მგრძნობიარე |
რეზისტენტული |
|
Enterobacterales |
≤ 0,5 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Pseudomonas spp. |
≤ 0,001 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Acinetobacter spp. |
≤ 0,5 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Staphylococcus aureus |
≤ 0,001 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Коагулазо-негативные стафилококки |
≤ 0,001 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Enterococcus spp.1 |
≤ 4 მგ/ლ |
> 4 მგ/ლ |
|
Streptococcus pneumoniae |
≤ 0,001 მგ/ლ |
> 2 მგ/ლ |
|
Streptococcus spp. (ჯგუფები А, В, C და G) |
≤ 0,001 მგ/ლ |
> 2 მგ/ლ |
|
Haemophilus influenzae |
≤ 0,06 მგ/ლ |
> 0,06 მგ/ლ |
|
Moraxella catarrhalis |
≤ 0,125 მგ/ლ |
> 0,125 მგ/ლ |
|
Helicobacter pylori |
≤ 1 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
Aerococcus sanguinicola и urinae2 |
≤ 2 მგ/ლ |
> 2 მგ/ლ |
|
Aeromonas spp. |
≤ 0,5 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
|
ზღვრული მნიშვნელობები PK-PD (არასახეობასპეციფიური) |
≤ 0,5 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
1 მხოლოდ შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციები.
2 მგრძნობელობა შეიძლება შეფასდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება ვარირებდეს დროისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით; ამის გამო, სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ცნობების გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სამკურნალოდ. აუცილებლობისას, როდესაც არსებობს ადგილობრივი ინფორმაცია მდგრადი შტამების გავრცელების შესახებ და სამკურნალო საშუალების გამოყენებით მიღებული სარგებელი იწვევს ეჭვს, თუნდაც ზოგიერთი ინფექციის მიმართ, აუცილებელია რჩევისათვის მიმართოთ ექსპერტს.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Bacillus anthracis, Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე), Staphylococcus saprophyticus, Streptococci (ჯგუფი C და G), Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Eikenella corrodens, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis, Pasteurella multocida, Proteus vulgaris, Providencia rettgeri;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Peptostreptococcus;
- სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydophila pneumoniae, Chlamydophila psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Ureaplasma urealyticum.
სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა (შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება არის > 10%):
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-რეზისტენტული)#, Staphylococcus spp. (კოაგულაზონეგატიური);
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Acinetobacter baumannii, Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Proteus mirabilis, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis.
რეზისტენტული მიკროორგანიზმები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium.
# S. aureus -ის მეტიცილინ- რეზისტენტულ შტამებს, დიდი ალბათობით გააჩნიათ ჯვარედინი რეზისტენტობა ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99-100%.
საკვები უმნიშვნელო გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 500 მგ ლევოფლოქსაცინის დღე-ღამეში 1 ან 2-ჯერ მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა არის დაახლოებით 100 ლიტრი 500 მგ დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს ორგანიზმის ქსოვილებში ლევოფლოქსაცინის ფართო განაწილებაზე.
ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში შეღწევა
ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ინტერსტიციული სითხე), პროსტატის ქსოვილში და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება უმნიშვნელოდ, მეტაბოლიტები არის დემეთილლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენენ პრეპარატის დოზის <5% და გამოიყოფა შარდით. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ ექვემდებარება ქირალურ ინვერსიას.
გამოყოფა
ლევოფლოქსაცინის შიგნით მიღების ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ იგი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-8 საათს). ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (ლევოფლოქსაცინის შეყვანილი დოზის > 85%).
ლევოფლოქსაცინის საშუალო მოჩვენებითი კლირენსი 500 მგ ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ არის 175 +/- 29,2 მლ/წთ.
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი სხვაობა ინტრავენური და პერორალური მეთოდით შეყვანისას არ აღინიშნება, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი ურთიერთჩანაცვლებადია.
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება ტენისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 7 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ასევე, იხილეთ: სოლუფლოქსი - Soluflox 500მგ 7 ტაბლეტი