| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | cefixime |
იბიქსი
ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს გამოყენების ინსტრუქცია სანამ დაიწყებდეთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
2. რა უნდა იცოდეთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღებამდე
3. როგორ მიიღება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
6. შენახვის ვადა
7. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე შუა ოტიტი
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი)
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის და არა-ჰოსპიტალური პნევმონიის გამწვავება)
- საშარდე გზების ინფექციები (მწვავე ცისტიტი და გაურთულებელი მწვავე პიელონეფრიტი)
-გაურთულებელი ურეთრიტი და გონოკოკური ცერვიციტი.
გასათვალისწინებელია ოფიციალური ეროვნული/ადგილობრივი სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
არ მიიღოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
- თუ ხართ ალერგიული ცეფიქსიმის ან იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ;
- თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიმართ: -
თუ ადრე გქონიათ რაიმე სახის ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს რაიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას.
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გიტარდებათ ჰემოდიალიზი. ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია, მაგრამ უფრო დაბალი დოზით.
- თუ გაწუხებთ მძიმე დიარეა, მუცლის ტკივილი, სპაზმები ან თუ შეამჩნევთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს თქვენს განავალში, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს. პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ან შეაჩერონ ნაწლავის (პერისტალტიკური) მოძრაობები, არ უნდა იქნას გამოყენებული.
ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკრო ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტები ლაბორატორიულ ტესტებზე
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინებმა, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ლაბორატორიულ ტესტებში (ბენედიქტის ან ფელინგის ტესტი, როგორც წესი, გამოიყენება დიაბეტიკებში, ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს ცეფიქსიმის მიღების შესახებ) და კუმბსის რეაქცია (ანტისხეულების აღმოჩენა).
სხვა პრეპარატები და იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი ერთდროულად სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი.
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიძლება მიღებული იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გახსნილი სუსპენზია შეიძლება განზავდეს წყალში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო ნეგატიური ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი ექიმი მიიჩნევს მიიჩნევს მას შესაფერისად.
ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, რადგანაც მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ არსებობს.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ თქვენ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ უნდა მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს საქაროზას. თუ თქვენ თქვენი ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შეიძლება მავნებელი იყოს ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის.
მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, თუ არა ხართ დარწმუნებული.
პერორალური სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ბოთი ფხვნილის გასაფხვიერებლად. დაამატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ბოთლის ეტიკეტზე მოცემულ ნიშნულამდე და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას.
დოზირება
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზირებაა:
ბავშვებში:
- იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია: 8 მგ/კგ, დღეში ერთჯერ.
გახსნილი სუსპენზიისათვის, დოზირება ჩვეულებრივ შემდეგია:
- 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან ½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
- 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
- 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 საზომი კოვზი დღეში ერთჯერ ან 1 + 1/½ საზომი კოვზი დღეში ორჯერ.
თირკმლის უკმარისობა
პედიატრიულ და მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში თირკმლის უკმარისობის დროს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისი; ამიტომ ცეფიქსიმის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფებში რეკომენდებული არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზია. ცეფიქსიმის დოზის გადაჭარბების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. 2 გ-მდე დოზები ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზომიერ ეფექტებს, რომელიც არ განსხვავდებოდა თერაპიულ დოზებზე დაფიქსირებული ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პერორალური მიღება მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში) და საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰიდრატაცია და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.
ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით ნივთიერების შესაბამისი რაოდენობა არ გამოიყოფა.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან წაიღეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია.
თუ დაგავიწყდათ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მანამდე და გააგრძელეთ როგორც ადრე.
თუ შეწყვეტთ იბიქსის, ცეფიქსიმის 100 მგ/5მლ პერორალურ სუსპენზიას.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მითითებულ პერიოდამდე, რადგანაც კვლავ იგრძნობთ ადრინდელ სიმპტომებს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდება ისინი.
დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი და თავისთავად უკუგანვითარებადი ხასიათის.
შემდეგი გვერდითი ეფექტები საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას, თუ თქვენ განიცდით მათ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზიის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:
- სახის, ენის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), მოიცავს შემდეგს:
- მძიმე დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს;
- მოულოდნელი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ვარდნა;
- მძიმე და გახანგრძლივებული ერითემატოზული გამონაყარი.
ასევე დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):
- დიარეა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 100-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):
- თავის ტკივილი;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- გამონაყარი;
- შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში):
- ბაქტერიებით გამოწვეული სუპერინფექცია;
- სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია;
- ეოზინოფილია;
- ჰიპერმგრძნობელობა;
- თავბრუსხვევა;
- მეტეორიზმი;
- ჰეპატიტი;
- სიყვითლე;
- ანგიონევროზული შეშუპება;
- ქავილი;
- ლორწოვანის ანთება;
- პირექსია;
- სისხლში შარდოვანას მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
- ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი;
- ანაფილაქსიური შოკი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა;
- ინტერსტიციული ნეფრიტი;
- სისხლში კრეატინინის მომატება.
გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენება
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლოს გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ თქვენს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან და ტენიანობისგან დასაცავად.
განზავების შემდეგ სუსპენზია უნდა ინახებოდეს მაცივარში (2°C -8°C) და გამოყენებული იქნას 14 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, წარწერა "EXP"-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ ხდება იმ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
2 წელი
რას შეიცავს იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია:
- აქტიური ნივთიერებაა ცეფიქსიმი. განზავების შემდეგ, ყოველი მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 20 მგ ცეფიქსიმს.
- სხვა ინგრედიენტებია: ქსანთანის კოლოიდი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი (E951), ტუტი-ფრუტის ესენცია, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.
როგორ გამოიყურება იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია და შეფუთვის შემცველობა
იბიქსი, ცეფიქსიმი 100 მგ/5მლ პერორალური სუსპენზია გამიოშვება 60მლ, 100მლ და 120მლ შეფუთვებში. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ასევე, იხილეთ: ბიმაქსი - Bimaks სუსპენზია 100მგ/5მლ 50მლ