| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | PHILIPS - ფილიპსი |
| ბრენდის ქვეყანა |
სახის საპარსი დანადგარი ჰიბრიდული QP2724/10 ფილიპსი - Philips
Philips QP2724/10 ტრიმერის ბასრი საჭრელი პირი პარსავს სუფთად და სწრაფად. მიჰყვება სახის კონტურებს, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ გაიპარსოთ სხვადასხვა ზონა. ტრიმერს აქვს მექანიკური ჩართვა-გამორთვის რეგულატორი და ერგონომიული, კომპაქტური დიზაინი. რეზინის ტექსტურების წყალობით, ტრიმერი კომფორტულად თავსდება ხელში და შეგიძლიათ ერთ სრული დამუხტვით, უსადენოდ გამოიყენოთ 45 წუთის განმავლობაში. მოწყობილობას კომპლექტაციაში აქვს 5-1ში სავარცხელი რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს სასურველ ზომას. საპარსი პირი მოძრაობს ყველა მიმართულებით, რაც პარსვის პროცესს ამარტივებს და ხანგრძლივი დროით გამოყენებისას არ ღლის მაჯას. მოწყობილობა არ სრიალებს ხელში და კომპაქტურია სამოგზაუროდ წასაღებად. ასევე არის სრულად წყალგამძლე, ამიტომ მისი გაწმენდა მარტივია.
Philips არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1891 წელს, ნიდერლანდებში. ამჟამად ცნობილია თავისი ინოვაციური პროდუქციით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავის მოვლის ტექნიკაში. Philips-ის ისტორიული მისია იყო ხარისხიანი ელექტრონული პროდუქციის შექმნა. ბრენდის თავის მოვლის ტექნიკა აფთიაქებში ფართოდაა წარმოდგენილი და მიზნად ისახავს ადამიანების ყოველდღიური სილამაზისა და ჰიგიენის საჭიროებების დაკმაყოფილებას.