აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლავანდას ეთერზეთი 10მლ პრანარომი - Pranarom

#100344_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაessential oils
მოცულობა10მლ
მოკლე აღწერა
100% ით ბიოორგანული სპაიკ ლავანდის  ეთერზეთი, რომელიც ამშვიდებს  კანის სხვადასხვა  ტიპის  გაღიზიანებას.
25.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლავანდას ეთერზეთი 10მლ პრანარომი - Pranarom

100%-ით ბუნებრივი ლავანდას ეთერზეთი

პრანარომის სპაიკ ლავანდას ეთერზეთი არის 100%-ით სუფთა, ქიმიოტიპირებული, ბუნებრივი და ორგანული (USDA და EcoCert სერტიფიცირებული) პროდუქტი, რომელიც მიიღება ყვავილების ორთქლით დისტილაციით. იგი გამოირჩევა სუფთა, დამამშვიდებელი არომატით. 

ძირითადი თვისებები და სარგებელი:

• ანტიტოქსიური ეფექტი: გამოიყენება გველის, მორიელის, მედუზის, ფუტკრის, კოღოს ნაკბენის დროს

• ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება: ამცირებს კუნთების დაძაბულობას, კრუნჩხვებს, თავის ტკივილს, შაკიკს და სახსრების ტკივილს

• კანის მოვლა და რეგენერაცია: ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ეფექტურია დამწვრობების, ჭრილობების, აკნეს, მწერების ნაკბენების, ქავილის დროს, აჩქარებს კანის რეგენერაციას

• ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები: ეფექტურია რესპირატორული პრობლემების (ბრონქიტი, ხველა), კანის ინფექციების დროს

გამოყენების რეკომენდაცია:

მწერების ან შხამიანი ცხოველების ნაკბენები (კრაზანები, კოღოები, ფუტკრები, მედუზები, ჭრიჭინები, მორიელები, გველები); დამწვრობები, თუნდაც მძიმე, შეხორცების ადრეულ სტადიაზე; ჭრილობები, წყლულები, ნაწოლები; ოტიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი; ჰერპესი; სოკოვანი ინფექციები (ათლეტის ტერფი).

გამოყენების წესები:

შიგნით მისაღებად: 1 წვეთი განაზავეთ 1 ჩაის კოვზ თაფლზე/მცენარეულ ზეთზე. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 2 წვეთი - 85 მგ

ნაკბენის დროს:

მოზრდილები: ნაკბენისთანავე წაისვით 2-4 წვეთი ეთერზეთი პირდაპირ დაზიანებულ ადგილზე. შემდეგ გაიმეორეთ ყოველ 5-10 წუთში (საჭიროებისამებრ, სიმპტომების შემსუბუქებამდე) და განაგრძეთ გამოყენება დღეში 3-4-ჯერ, სანამ ნაკბენი მთლიანად არ გაქრება.

დამწვრობის დროს:

• მოზრდილები: დაზიანებულ ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწვეთეთ 2-4  წვეთი ლავანდის ეთერზეთი ყოველ 5-10 წუთში, განაგრძეთ გამოყენება დღეში 3-4-ჯერ სანამ კანი სრულად არ შეხორცდება.
კანის უფრო დიდი უბნებისთვის, გააზავეთ 2 წვეთ მცენარეულ ზეთში.

• 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ნაკბენის და დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწვეთეთ 1-2  წვეთი ლავანდის ეთერზეთი ყოველ 5-10 წუთში, განაგრძეთ გამოყენება დღეში 3-4-ჯერ სანამ კანი სრულად არ შეხორცდება.

• 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 წვეთი სუფთა სახით გადაუდებელი გამოყენებისთვის, შემდეგ ინსტრუქციის მიხედვით.

0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განზავებები:

• 3-6 წელი - 30%-იანი განზავება (3 წვეთი ეთერზეთი + 7 წვეთი მც.ზეთი)

• 2-3 წელი - 20%-იანი განზავება (2 წვეთი ეთერზეთი + 8 წვეთი მც.ზეთი)

• 0-2 წელი - 10%-იანი განზავება (1 წვეთი ეთერზეთი + 9 წვეთი მც.ზეთი)

დოზირება: მომზადებული ნარევიდან 3-4 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების დროს: 

• შიგნით მისაღებად მოზრდილებში: ეთერზეთის 2-3 წვეთი განზავებული 1/2 ჭიქა ყავაში (თაფლში ან მცენარეულ ზეთში) დღეში 3-ჯერ.

უსაფრთხოების ზომები:

• გარეგანი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე)

• პერორალური გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ და მეძუძურ ქალებში,  6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეპილეფსიით და ასთმით დაავადებულებში

• არაა რეკომენდებული განუზავებელი სახით ზეთის ხანგრძლივად გამოყენება 

• ეთერზეთის გაზავება სავალდებულოა კანზე წასმისას (მაქსიმუმ 5% კონცენტრაცია)

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს

• შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

• არ გამოიყენოთ თუ შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა

შემადგენლობა:

სპაიკ ლავანდას ეთერზეთი.

დამატებითი ინგრედიენტები: არომატული მოლეკულები - ტერპენის ოქსიდები: 1,8-ცინეოლი (30%); ალკოჰოლი -  ლინალოლი + ბორნეოლი (30%); ტერპენის კეტონები - (Camphor),  ტერპენები - კამფენი (camphene) (10%).

გამოშვების ფორმა: 10 მლ ეთერზეთი.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს