აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ეპიგენი - Epigen გელი 250 მლ

#93401_3706
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAstra Zeneca / ასტრა ზენეკა
მოქმედი ნივთიერებაglycyrrhizic acid
მოცულობა250 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება: ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების საშიშროებას, ინფექციური გენეზისის ორსულობის შეწყვეტას.ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სასქესო ორგანოების ვი­რუსული ინფექციების მიმართ.

66.64₾
70.15₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ეპიგენი გელი

გელის რბილი ნატურალური ფორმულა გამომუშავებულია სპეციალურად ქალის სხეულის ინტიმური ზონების ყოველდღიური მოვლისათვის

აქტივიზირებული გლიცერიზინის მჟავა (ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტზე) ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, ხოლო რძის მჟავა ხელსუწყობს ინტიმური ზონის PH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას

ასევე, იხილეთ ეპიგენი სპრეის ფორმით: EPIGEN INTIM - ეპიგენ ინტიმი აეროზოლი 60მლ

მკურნალობა 

·       ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების საშიშ­როებას; ინფექციური გენეზისის ორსულობის შეწყვეტას; 

·       ამცირებს ნაყოფის და ჩვილის ვირუსულ ინფექცირებას; 

·       ხსნის სასქესო ორგანოების ანთებით და ალერგიულ პროცესებს. 

პროფილაქტიკა

·       ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სასქესო ორგანოების ვი­რუსული ინფექციების მიმართ.

·       ახდენს რეგენერაციულ მოქმედებას საშოს ლორწოვან გარსზე

ინტიმური ჰიგიენა 

·       ხელსუწყობს ინტიმური ზონის PH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას; 

·       ასუფთავებს კანს; 

·       ხელსუწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნებას; 

·       ხსნის დისკომფორტს (გაღიზიანებას, შეწითლებას) ეპილაციის, ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენების შემდეგ, სინ­თეთიკური საცვლებისა და სტრინგების გამოყენების შემთხვევაში; 

·       ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებისათვის (განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში და ორსულობისას); სპორტის შემდეგ, საცურაო აუზში, ან ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობის შემთხვევაში; ინტიმურ სიახლოვემდე და მის შემდეგ.

გამოყენების მეთოდი:

მოათავსეთ ეპიგენ გელის მცირე რაოდენობა სხეულის ინტიმურ ნაწილებზე, ააქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ. პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდირებულია ეპიგენ ინტიმ გელის რეგულარული (ყოველდღიური) გამოყენება. 

გელის რბილი და ნატურალური ფორმულა საშუალებას იძლევა გამოი­ყენოთ დღეში რამდენჯერმე. კრიტიკულ დღეებში შესაძლებელია გელის ხშირი გამოყენება _ 4-5-ჯერ დღეში.

ეპიგენიც ინტიმ გელის ყოველდღიური გამოყენება ჰიგიენური პროცედურების ჩასა­ტარებლად რეკომენდირებულია ექიმ-გინეკოლოგებით

ინტიმური ჰიგიენური პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს დე­ლიკატურად და გარკვეული წესების დაცვით:

გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის მხოლოდ სპეციალური საშუ­ალებები, მოერიდეთ ჩვეულებრივი საპონს; 

თბილი წყლით, კარგად დაბანილი ხელებით, არაუმცირეს დღეში 2-ჯერ, მოძრაობებით ბოქვენიდან ყითის მიმართულებით (რათა თავი აარიდოთ ინფექციის მოხვედრას სწორი ნაწლავიდან), ღრუბლის გარეშე!

გელით შეიძლება დაიბანოთ მხოლოდ კანი საშოს გარშემო;

პირსახოცი უნდა იყოს ინდივიდუალური, სუფთა, რბილი;

მენსტრუაციის დროს არ უნდა მიიღოთ აბაზანა, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, არ ისარგებლოთ აუზით, ან სხვა წყალსაცავებით;

მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ სქესობრივ კონტაქტებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტიმურ ჰიგიენას;

საფენები გამოიცვალეთ არაუმცირეს 4-5-ჯერ დღეში, ტამპონი არ დაიტოვოთ საშოში 4 საათზე ხანგრძლივი პერიოდით.

შენახვის ვადები და პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+15-დან +30° გრადუსამდე) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:

ფლაკონი 250 მლ. მოცულობით.