| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 150 მლ |
ინტიმური ჰიგიენის ქაფი 150მლ ფიურესენშელი - Puressentiel
ბიო - ორგანული პროდუქტი უზრუნველყოფს ინტიმური ზონის ბუნებრივ და ეფექტურ დაცვას. მისი რბილი, კრემისებური ტექსტურა მყისიერად ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს, ამცირებს ქავილის, წვის და დისკომფორტის შეგრძნებას. ხელს უშლის გაღიზიანების და ანთების განვითარებას. იდეალურია ინტიმური ზონის ყოველდღიური ჰიგიენისთვის ყველა ტიპის კანისთვის.
ბიო - ორგანული პროდუქტი, შეიცავს: წყალს, გლიცერინს, სალვიას ფოთლის წყალს, დამასკოს, ვარდის წყალს, გვირილას დეცილ გლუკოზიდს, ქოქოსის გლუკოზიდს, კაპრილილს, ნატრიუმის ბენზოატს, ლევულინის მჟავას, კალიუმის სორბატს, ნატრიუმის ბენზოატს, ნატრიუმის ლევულინატს, ლიმონის მჟავას, ლავანდის ზეთს, ჩაის ხის ფოთლის ზეთს, ალოეს, ბარბადენის ფოთლის წვენს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს.
გამოიყენება 3 წლიდან. დაიტანეთ პროდუქტი სველ ინტიმურ ზონაზე და ჩამოიბანეთ. პროდუქტის გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, ამცირებს ქავილის შეგრძნებას, ამშვიდებს და აღადგენს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.
გაფრთხილება: არ გამოიყენება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: 150 მლ ფლაკონი.
ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 12 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“. საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან