აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სხეულის სკრაბი Nutrition And Strength 250 გ 3123 ნატურალისი - Naturalis

#104293_2810
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიNaturalis - ნატურალისი
ბრენდის ქვეყანა ჩეხეთი
მოკლე აღწერა
სხეულის სკრაბი Nutrition And Strength კანის ღრმა გამწმენდი შაქრის სკრაბი გარგარის და ზეითუნის ზეთებით, შიის კარაქითა და ფორთოხლის, ქაცვისა და თაფლის ექსტრაქტებით. ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, არბილებს კანს და ანიჭებს მას გლუვ და ჯანსაღ იერს. 250 გ.
14.43₾
28.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სხეულის სკრაბი Nutrition And Strength ნატურალისი - Naturalis 

Naturalis Nutrition & Strength Sugar Body Scrub განკუთვნილია მშრალი და უხეში კანის ინტენსიური მოვლისთვის. მისი შაქრის კრისტალები ნაზად ასუფთავებს კანს და აშორებს ზედაპირულ მკვდარ უჯრედებს, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო გლუვი და ერთგვაროვანი.

ფორმულა გამდიდრებულია ზეითუნისა და გარგარის ზეთებით, რომლებიც უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და არბილებს კანს. ვიტამინი E იცავს კანს და ხელს უწყობს მის რეგენერაციას, ხოლო ფორთოხლის, ქაცვისა და თაფლის ექსტრაქტები ანიჭებს კანს ენერგიასა და ბუნებრივ ბზინვარებას.

რეგულარული გამოყენების შემდეგ კანი ხდება უფრო რბილი, ელასტიური და ვიზუალურად ჯანსაღი, ხოლო მსუბუქი ციტრუსოვანი და თაფლის არომატი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის სკრაბის გამოყენების პროცესს.

კანის ტიპი

მშრალი, ნორმალური და უხეში/დატვირთული კანი; ასევე რეკომენდებულია სხეულის მშრალი უბნებისთვის (იდაყვები, მუხლები, ქუსლები).

გამოყენების წესი

  • დაიტანეთ  ტანის სკრაბი სველ კანზე მცირე რაოდენობით სკრაბი, ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით. 
  • რეკომენდებულია გამოყენება კვირაში 2–3-ჯერ.

ინგრედიენტები

Sucrose, Helianthus Annuus Seed Oil, Caprylic/Capric Triglyceride, Olea Europaea Fruit Oil, Prunus Armeniaca Kernel Oil, Tocopheryl Acetate, Citrus Aurantium Dulcis Fruit Water, Hippophae Rhamnoides Extract, Mel Extract და სხვა დამხმარე კომპონენტები.

წონა

250 გ. 

სერიის შესახებ ინფორმაცია

Naturalis Sugar Body Scrub სერია აერთიანებს ბუნებრივ ექსფოლიანტებს, მცენარეულ ზეთებსა და აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანის განახლებას, დატენიანებასა და კვებას. სერიის პროდუქტები ხელს უწყობს კანის სიგლუვის, სირბილისა და ჯანსაღი იერის შენარჩუნებას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Natralis არის ჩეხური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თმისა და სხეულის მოვლის ფართო ასორტიმენტს, რომელიც გამოირჩევა ხარისხიანი ინგრედიენტებითა და ხელმისაწვდომი ფასით. Naturalis -ის პროდუქცია შექმნილია ყოველდღიური მოვლისთვის და არაერთი ფორმულა არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონებსა და მიკროპლასტიკს.