აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კრემი Cicabio+ 100 მლ 0101 ბიოდერმა - Bioderma

#102684_2050
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBioderma - ბიოდერმა
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
კრემი Cica+, არის ულტრა-აღმდგენი და დამამშვიდებელი კრემი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ შეხორცებას, ამცირებს დისკომფორტს და აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას. 100 მლ.
80.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კრემი Cica+ ბიოდერმა - Bioderma 

Cicabio კრემი+ შექმნილია დაზიანებული, გაღიზიანებული და დასუსტებული კანის ინტენსიური მოვლისთვის. Optimal Repair-ის დაპატენტებული კომპლექსი ხელს უწყობს კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესს და უზრუნველყოფს მუდმივ დატენიანებას. ამშვიდებს ქავილსა და დისკომფორტს, იცავს ANTALGICINE™ ტექნოლოგიის მეშვეობით და ხელს უწყობს კანის მიკრობიომის აღდგენას. ეფექტურია ნაწიბურების მასაჟისთვის, ეხმარება კანის გასწორებასა და დარბილებას. ადვილად წასასმელი ტექსტურა უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას როგორც სახეზე, ისე სხეულზე.

კანის ტიპი 

დაზიანებული, გაღიზიანებული, დასუსტებული კანი; ბავშვი, მოზრდილი

გამოყენების წესი

  • წაისვით დასუსტებულ კანზე ნაზი გაწმენდის შემდეგ.
  • გამოიყენეთ დღეში ორჯერ სრულ შეხორცებამდე.
  • შესაძლებელია სქელ ფენად წასმა.
  • გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებში და ჩვილებში (გარდა დღენაკლული ჩვილებისა).
  • არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე ან გამონადენ კანზე.
  • გაღიზიანების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • გამოიყენება სახეზე, სხეულზე, თავის კანზე და ინტიმურ ზონაში.

ინგრედიენტები

პოლიგლუტამატური მჟავა და ჰიალურონის მჟავა – უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას.

სქუალანი, ჟოჟობასა და რაფსის ზეთი – კვებავს და არბილებს კანს.

ქსილოზა – ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.

არ შეიცავს პარფიუმს.

ტესტირებულია დერმატოლოგიური, გინეკოლოგიური და პედიატრიული მეთვალყურეობის ქვეშ.

მოცულობა

100 მლ.

ხაზის შესახებ ინფორმაცია

Cicabio ხაზი შექმნილია დაზიანებული, გაღიზიანებული და დასუსტებული კანის აღდგენისათვის. პროდუქცია აჩქარებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას, ამცირებს დისკომფორტს, იცავს კანის ბარიერს და ხელს უწყობს ოპტიმალურ შეხორცებას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: სახის კრემი Cica+ 40 მლ ბიოდერმა - Bioderma