| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
სტრიების საწინააღმდეგო მასაჟის კრემი 100მლ პრანარომი - Pranarom
სპეციალურად შექმნილია ორსულობის პერიოდში ან წონის ცვლილების დროს კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად და კანის მოვლისთვის!
პრანარომის სტრიების საწინააღმდეგო მასაჟის კრემი შექმნილია მომავალი დედების მხარდასაჭერად ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ის ხელს უწყობს კანის ელასტიურობისა და მოქნილობის შენარჩუნებას მუცლის, თეძოებისა და დუნდულოების მიდამოში, ამავდროულად ეხმარება სტრიების წარმოქმნის პრევენციას და უზრუნველყოფს კანის ნაზ და სასიამოვნო მოვლას.
ფორმულა აერთიანებს ქოქოსის, არგანის, შტოშის (Cranberry) და ვარდკაჭაჭას (Rosehip) მცენარეულ ზეთებს, რომლებიც გამოირჩევიან მკვებავი, აღმდგენი და დამარბილებელი თვისებებით. ისინი ხელს უწყობენ კანის ელასტიურობისა და მოქნილობის შენარჩუნებას ორსულობის პერიოდში.
ქოქოსის ზეთი ინტენსიურად ატენიანებს კანს.
არგანის ზეთი ხელს უწყობს კანის აღდგენასა და ბარიერული ფუნქციის მხარდაჭერას.
შტოშის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან.
ვარდკაჭაჭას ზეთი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და კანის ელასტიურობის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია სტრიების პრევენციისთვის.
ფორმულა ასევე შეიცავს ვარდის ხის (Rosewood), ბალზამური საკმელას (Cistus ladanifer) და უკვდავას (Helichrysum) ეთერზეთებს, რომლებიც შერჩეულია ორსულობის პერიოდში უსაფრთხო გამოყენებისთვის. ისინი ამშვიდებენ და აცოცხლებენ კანს, ხოლო სასიამოვნო არომატი ხელს უწყობს მოდუნებისა და კეთილდღეობის განცდას.
ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მომავალი და ახალნამშობიარები დედები იღებენ კანის სრულყოფილ მოვლას - მკვებავ, აღმდგენ, დამატენიანებელ და დამცავ ეფექტს, რომელიც მორგებულია კანის განსაკუთრებულ საჭიროებებზე ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ.
• ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მუცლის, თეძოების, დუნდულოების და მკერდის მიდამოში კანის ბუნებრივი ცვლილებებისას
• სტრიების პრევენციის მიზნით, ყოველდღიურად, მსუბუქი მასაჟით, სტრიების წარმოქმნისადმი მიდრეკილ უბნებზე
• მშობიარობის შემდეგ, კანის კვების, აღდგენისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად, ასევე სასიამოვნო მასაჟისა და მოდუნებისთვის
100%-ით სუფთა, ორგანული ეთერზეთები: ვარდის ხე, ბალზამური საკმელა, უკვდავა + 100%-ით სუფთა, ორგანული მცენარეული ზეთები: ქოქოსი, ვარდკაჭაჭა, არგანი, შტოში.
მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
ასევე არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით. განკუთვნილია მოზრდილებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ორსულობის პირველი თვიდან, დღეში ერთხელ ან ორჯერ წაისვით მცირე რაოდენობით კრემი მუცელზე, თეძოებზე, დუნდულოებზე, ბარძაყებსა და მკერდზე. შეიზილეთ წრიული მოძრაობებით, სანამ პროდუქტი სრულად არ შეიწოვება. გამოყენების გაგრძელება რეკომენდებულია მშობიარობიდან 3 თვის განმავლობაში. ძუძუთი კვების შემთხვევაში კი მოერიდეთ მკერდზე კონტაქტს.
გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.0
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს