აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სტრიების საწინააღმდეგო მასაჟის ზეთი 100მლ პრანარომი - Pranarom

#106509_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
სპეციალურად შექმნილია ორსულობის პერიოდში ან წონის ცვლილების დროს კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად და კანის მოვლისთვის!
42.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სტრიების საწინააღმდეგო მასაჟის ზეთი 100მლ პრანარომი - Pranarom

სპეციალურად შექმნილია ორსულობის პერიოდში ან წონის ცვლილების დროს კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად და კანის მოვლისთვის!

პრანარომი სტრიების საწინააღმდეგო მასაჟის ზეთი სპეციალურად შექმნილია ორსულობის და წონის კლების დროს კანის მოვლისთვის. მისი 100%-ით ბუნებრივი ფორმულა ინტენსიურად კვებავს და არბილებს კანს, ხელს უწყობს მისი ელასტიურობის შენარჩუნებას და ამცირებს სტრიების წარმოქმნის რისკს. ამასთან ანიჭებს კანს სასიამოვნო სურნელს. ზეთს აქვს აბრეშუმისებრი ტექსტურა, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.

ვარდის ხის ეთერზეთი - გამოირჩევა ნაზი და დამამშვიდებელი არომატით, ყოველდღიური გამოყენებისას ხელს უწყობს კანის დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნების შემსუბუქებას, უზრუნველყოფს კანის კომფორტსა და სრულყოფილ მოვლას.

ტკბილი ნუშის ზეთი - კვებავს, არბილებს და ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.

მზესუმზირის ზეთი - მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და E ვიტამინით, ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას და დატენიანებას.

ქოქოსის ზეთი - არბილებს, კვებავს კანს და იცავს გამოშრობისგან.

შტოშის ზეთი - შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის მოვლასა და ელასტიურობის შენარჩუნებას.

ვარდკაჭაჭას ზეთი - ცნობილია კანის რეგენერაციის ხელშემწყობი თვისებებით, აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და სირბილეს.

რეკომენდებულია:

• ორსულობის პერიოდში კანის ელასტიურობის მხარდასაჭერად

• წონის ცვლილებების დროს სტრიების პრევენციის მიზნით

• ყოველდღიურად, კანის სირბილის და ელასტიურობის შესანარჩუნებლად

შემადგენლობა:

შეიცავს 100%-ით სუფთა, ბიოლოგიური წარმოშობის მცენარეულ ზეთებს და ეთერზეთს: ტკბილი ნუშის, მზესუმზირის, ქოქოსის, შტოშის (Cranberry) და ვარდკაჭაჭას (Rosehip) ზეთები, ვარდის ხის (Rosewood) ეთერზეთი. 

გაფრთხილება:

მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.

ასევე არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით. განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 

გამოყენების წესი:

გამოიყენეთ ორსულობის პირველივე თვიდან. დაიტანეთ ზეთი დღეში 4-ჯერ, თითოეულ ჯერზე დისპენსერის 1-2 დაჭერით მიღებული ზეთი მუცლის, თეძოების, ბარძაყებისა და მკერდის მიდამოებზე. ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით, სანამ პროდუქტი სრულად არ შეიწოვება. რეკომენდებულია გამოყენების გაგრძელება მშობიარობიდან 3 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: ზეთი 100 მლ.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.0

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

  • ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
  • MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
  • ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
  • USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
  • CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს