რეგულარი კრემი და სუნის გარეშე კრემი ბორო პლიუსი - Boro plus
ბორო პლიუსი კანის მოვლის კრემი – რეგულარი ფართო გამოყენების კანის მოვლის კრემი. გამოხატული ბაქტერიციდული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. კრემი წმენდს, ატონიზირებს, ატენიანებს და კვებავს კანს. გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების დროს, მოყინვის, ფურუნკულოზის და გამონაყარის, თერმული ტრავმების დროს, მიკრონახეთქების და კანის ტრავმული დაზიანების დროს. ასევე მწერების ნაკბენის დროს.
მოქმედება
კრემი ბორო პლუსი ქმნის დამცავ შრეს და იცავს კანს არასასურველი კლიმატური პირობებისგან. ხსნის ქავილს, წვას. აშუშებს ჭრილობებს და მიკრონახეთქებს. ავსებს კანს საჭირო ვიტამინებით და მიკროელემენტებით. აღადგენს ეპიდერმისის სტრუქტურას, აქრობს უსიამოვნო სუნს და ანიჭებს კანს სინაზეს და სიმსუბუქეს.
ჩვენება
• კანის ქრონიკული დაავადებები
• კანის მოყინვა
• ფურუნკულოზის და გამონაყარი
• დამწვრობა
• მიკრონახეთქები და კანის ტრავმული დაზიანება
გამოყენების წესი
- გამოიყენება ყოველდღიურად.
- უხვად დაიტანება მშრალ და ზედმეტად მშრალ კანზე ან პრობლემურ უბნებზე.
Boro Plus skin care- Fragrance Free – ბორო პლუსი – კანის კრემი, სუნის გარეშე - ბორო პლუსის კანის კრემი სუნის გარეშე, შექმნილია სპეციალური კომპლექსით, რომელიც ღრმად აღწევს კანის ფენებში, იცავს მას უჯრედების დაზიანებისგან და ეხმარება უჯრედების აღდგენასა და რეგენერაციაში. აძლევს კანს გაუმჯობესებულ და ბუნებრივად ჯანსაღ იერს. მისი გამოყენება შესაძლებელია მთელ სხეულზე, შედეგად კი თქვენ მიიღებთ: რბილ, ელასტიურ და ჯანსაღ კანს.
გამოყენების წესი
- ბორო პლუსის მრავალფუნქციური კანის კრემი განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
კანის ტიპი
რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
მოცულობა
2*25 მლ.