| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Dr Paw Paw - დოქტორ პაუ პაუ |
| ბრენდის ქვეყანა |
Dr.PAWPAW Banana Charm Balm წარმოადგენს ბრენდის ყველაზე პოპულარული Original Balm-ის სპეციალურ ვერსიას (დამატებული აქვს სურნელი). მისი მრავალფუნქციური ფორმულა გამოიყენება ტუჩების დასატენიანებლად, გამომშრალი კანის დასარბილებლად, ნუნების მოსავლელად, წარბების დასაფიქსირებლად და სხვა. ფორმულა გამდიდრებულია პაპაიას (Pawpaw) ექსტრაქტით, ალოე ვერათი, ზეითუნის ზეთითა და აბუსალათინის ზეთით, ეს ინგრედიენტები უზრუნველყოფენ ინტენსიურ კვებას, დატენიანებასა და დამამშვიდებელ ეფექტს. პროდუქტი დერმატოლოგებისა და პედიატრების მიერ დამტკიცებულია და შესაფერისია მგრძნობიარე და ატოპიური კანისთვისაც.
კანის ტიპი
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე, მშრალი და ატოპიური/ეგზემისკენ მიდრეკილი კანისთვის.
გამოყენების წესი
მოცულობა
10 მლ
ინგრედიენტები
Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Hydroxystearic Acid, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Euphorbia Cerifera (Candelilla) Cera, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Carica Papaya Fruit Extract, Aloe Barbadensis Leaf Extract, Rosmarinus Officinalis (Rosemary) Leaf Extract.
სერიის შესახებ ინფორმაცია
Charm Balm სერია წარმოადგენს Dr.PAWPAW-ის საკულტო ბალზამების სპეციალურ კოლექციას, რომელიც აერთიანებს ბრენდის ცნობილ მრავალფუნქციურ ფორმულებსა და კოლექციურ დეკორატიულ აქსესუარებს. სერიის პროდუქტები ინარჩუნებს ორიგინალი ბალზამების დამატენიანებელ და დამამშვიდებელ თვისებებს, ხოლო შეფუთვას ემატება სახალისო და პერსონალიზებული ელემენტი.
ბრენდის შესახებ ინფორმაცია
Dr Paw Paw — ბრიტანული ბრენდი, ცნობილია პაპაიას (PAWPAW) ექსტრაქტით, პროდუქცია ძირითადად ბუნებრივი და მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება. ბრენდი crueltyfree, მცენარეული მოვლის საშუალებებით არის ცნობილი.