აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტუჩის აღმდგენი ბალზამი Cicabio 10 მლ 2426 ბიოდერმა - Bioderma

#102680_2050
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBioderma - ბიოდერმა
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
ტუჩის ბალზამი Cica, შექმნილია ძლიერი სიმშრალისა და დაზიანებული ტუჩებისთვის, რომელიც გამოწვეულია კლიმატური პირობებითა და მედიკამენტებით. ამშვიდებს, აღადგენს და იცავს ტუჩებს გარე ზემოქმედებებისგან.10 მლ.
40.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ტუჩის ბალზამი Cica ბიოდერმა - Bioderma 

Cicabio ტუჩის აღმდგენი ბალზამი უზრუნველყოფს ინტენსიურ მოვლას ძლიერი სიმშრალის, გაღიზიანებისა და აქერცვლის დროს. პროდუქტი ქმნის დამცავ ფენას გარე აგრესიული ფაქტორების წინააღმდეგ და მყისიერად ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. სპეციალური ბიომიმეტური კომპლექსები ხელს უწყობს კანის ბუნებრივი რეპარაციის პროცესს და აჩქარებს შეხორცებას. ტუჩის ბალმი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში, ღრმად კვებავს და აღადგენს ტუჩების ბარიერულ ფუნქციას.

კანის ტიპი 

ძლიერი სიმშრალე, დაზიანებული და მგრძნობიარე ტუჩები; ბავშვი (3+), მოზრდილი

გამოყენების წესი

  • გამოიყენება 3 წლიდან.
  • წაისვით ტუჩებზე საჭიროებისამებრ.
  • ინტენსიური აღმდგენი ეფექტისთვის წაისვით სქელ ფენად.

ინგრედიენტები

პატენტირებული ოპტიმალური რეპარაციის კომპლექსი – პოლიგლუტამატური მჟავა, ჰიალურონული მჟავა და ქსილოზი; ხელს უწყობს შეხორცებასა და კანის რეკონსტრუქციას.

Antalgicine™ ტექნოლოგია – ამცირებს დისკომფორტისა და ქავილის შეგრძნებას, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი რეპარაციის პროცესის დაცვას.

ბიომიმეტური ლიპიდური კომპლექსი (სქუალანი, ჟოჟობა, კარანჯა, მზესუმზირა და შია ზეთები) – ღრმად არბილებს, კვებავს და აღადგენს კანის ბარიერს.

არ შეიცავს პარფიუმს.

გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.

მოცულობა 

10 მლ.

ხაზის შესახებ ინფორმაცია

Cicabio ხაზი შექმნილია დაზიანებული, გაღიზიანებული და დასუსტებული კანის აღდგენისათვის. პროდუქტები აჩქარებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას, ამცირებს დისკომფორტს და უზრუნველყოფს ბარიერულ დაცვას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: შხაპის გელი Atoderm 500 მლ 1573 ბიოდერმა - Bioderma