აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სახის შრატი ჰიდრაბიო 40 მლ 1757 ბიოდერმა - Bioderma

#107175_2050
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBioderma - ბიოდერმა
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
სახის შრატი ჰიდრაბიო ინტენსიური დამატენიანებელი შრატი დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე კანისთვის. უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ დატენიანებას, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების მექანიზმების გააქტიურებას და კანს ანიჭებს სირბილესა და ჯანსაღ ბზინვარებას. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. 40 მლ.
49.00₾
98.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სახის შრატი ჰიდრაბიო ბიოდერმა - Bioderma 

Bioderma Hydrabio Sérum შექმნილია ძლიერ დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე კანის ინტენსიური დატენიანებისთვის. ყოველდღიური გარე ფაქტორები, როგორიცაა დაბინძურება, სტრესი და სიცივე, უარყოფითად მოქმედებს კანის ბუნებრივ პროცესებზე, რაც იწვევს დეჰიდრატაციას, დაჭიმულობის შეგრძნებასა და კანის ბზინვარების დაკარგვას. დაპატენტებული Aquagenium® კომპლექსი ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების პროცესის გააქტიურებას აკვაპორინების, ეპიდერმისში წყლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი ცილების, სინთეზის სტიმულირებით. სახის შრატი უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ დატენიანებას, ხელს უწყობს კანის დამშვიდებას და ანიჭებს მას სირბილეს, ელასტიურობასა და ჯანსაღ ბზინვარებას. ულტრათხელი, გამაგრილებელი კრემისებრი ტექსტურა მარტივად ნაწილდება კანზე და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე დამატენიანებელ კრემთან ერთად, მათ შორის Hydrabio Riche ან Hydrabio Légère კრემების წინ. ასევე იდეალურია მაკიაჟის ბაზად. ფორმულა არის ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური და ალერგენების გარეშე. 

კანის ტიპი

ყველა ტიპის კანი, განსაკუთრებით დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე. 

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ ყოველდღიურად, დილით და/ან საღამოს.
  • შესაძლებელია დამოუკიდებლად გამოყენება ან დამატენიანებელი კრემის წინ.
  • შესაფერისია მაკიაჟის ბაზად. 

ინგრედიენტები

Aquagenium® კომპლექსი – ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების მექანიზმების გააქტიურებას და წყლის ცირკულაციის მხარდაჭერას. 

ჰიალურონის მჟავა (Sodium Hyaluronate) – ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას. 

გლიცერინი (Glycerin) – ატენიანებს და არბილებს კანს. 

ქსილიტოლი (Xylitol) – ხელს უწყობს კანის დატენიანებას. 

ნიაცინამიდი (Niacinamide) – ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას. 

ლამინარიის ექსტრაქტი (Laminaria Ochroleuca Extract) – ხელს უწყობს კანის დამშვიდებასა და კომფორტის შენარჩუნებას. 

მოცულობა

40 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: დასაბანი გელი Hydrabio 400 მლ 4390 ბიოდერმა - Bioderma