აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სახის შრატი ნიაცინამიდის 20% 30 მლ 0402 სალი დი ისკია - Sali di ischia

#104164_3901
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSali di ischia - სალი დი ისკია
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
სახის შრატი ნიაცინამიდის 20% მაღალი კონცენტაციის, რომელიც შექმნილია კანის ტონის გასათანაბრებლად, ტექსტურის გასაუმჯობესებლად და დაბერების ნიშნების პრევენციისთვის. ფორმულაში შემავალი 20% ნიაცინამიდი ხელს უწყობს პიგმენტაციის, სხვადასხვა ნაკლისა და კანის უსიცოცხლო უბნების შემცირებას, რის შედეგადაც კანი უფრო ნათელი, გლუვი და თანაბარი ხდება. მისი გამასწორებელი მოქმედება აუმჯობესებს წვრილი ხაზებისა და ზედაპირული ნაკლოვანებების იერს, ხოლო ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ნაადრევი დაბერების პროცესის შეფერხებას. 30 მლ.
29.97₾
59.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სახის შრატი ნიაცინამიდის 20% სალი დი ისკია - Sali di ischia 

სახის შრატი გამდიდრებულია აღდგენილი თერმული წყლით, რაც კანს ამშვიდებს და აბალანსებს, ამიტომ ის მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვისაც შესაფერისია.

შრატში შემავალი მთავარი სასარგებლო ინგრედიენტებია

Niacinamide (ნიაცინამიდი / ვიტამინი B3) ეხმარება კანის ბარიერის გაძლიერებას, ამცირებს ცხიმიანობას, სიწითლეს, ფორების ვიზუალურ ზომას და პოსტ-აკნეს ლაქებს. ასევე აუმჯობესებს კანის ტონს და ტექსტურას.

Glycerin (გლიცერინი) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამატენიანებელია. იზიდავს და ინარჩუნებს ტენს კანში, რის შედეგადაც კანი უფრო რბილი და დატენიანებული ხდება.

Sodium Hyaluronate ჰიალურონის მჟავის ფორმაა. ძლიერი დამატენიანებელია, რომელიც კანს ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიკურობას და შევსებულ ეფექტს. განსაკუთრებით კარგია დეჰიდრატირებული კანისთვის.

კანის ტიპი

  • ცხიმიანი კანი;
  • კომბინირებული კანი;
  • აკნესკენ მიდრეკილი კანი;
  • გაფართოებული ფორებისა და ტექსტურის პრობლემების მქონე კანი;
  • პოსტ-აკნეს ლაქებისა და არათანაბარი ტონის მქონე კანი.

გამოყენების წესი

დაიტანეთ მცირე რაოდენობა სახესა და ყელზე დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს, და ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. 20%-იანი ნიაცინამიდი საკმაოდ მაღალი კონცენტრაციაა და ზოგ ადამიანს შეიძლება გაუღიზიანოს კანი, განსაკუთრებით თუ კანის ბარიერი დაზიანებული აქვს ან ნიაცინამიდზე მგრძნობიარეა.

მათ, ვისაც მშრალი ან ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, უმჯობესია:

  • თავიდან კვირაში 2–3-ჯერ გამოიყენოთ,
  • დაიტანოთ მხოლოდ საღამოს,
  • ზემოდან დამატენიანებელი კრემი წაისვათ.

თუ კანი კარგად აიტანს, შესაძლებელია შემდგომ ყოველდღიური გამოყენება.

ინგრედიენტები

AQUA (WATER), NIACINAMIDE (NIACINAMIDE), BUTYLENE GLYCOL (BUTYLENE GLYCOL), GLYCERIN (GLYCERIN), SODIUM HYALURONATE (SODIUM HYALURONATE), PHENOXYETHANOL (PHENOXYETHANOL), TRIDECETH-9 (TRIDECETH-9), PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL (PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL), CARBOMER (CARBOMER), PARFUM (FRAGRANCE), TRIETHANOLAMINE (TRIETHANOLAMINE), ETHYLHEXYLGLYCERIN, CITRIC ACID (CITRIC ACID), POLYSORBATE 20 (POLYSORBATE 20), TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, VANILLIN (VANILLIN), GERANYL ACETATE, POTASSIUM BROMIDE, SODIUM CHLORIDE (SODIUM CHLORIDE), POTASSIUM IODIDE (POTASSIUM IODIDE), MAGNESIUM SULFATE (MAGNESIUM SULFATE), SODIUM BICARBONATE (SODIUM BICARBONATE).

მოცულობა 

30 მლ.

სერიის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.