| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 30 მლ |
სახის შრატი ანტიასაკობრივი სალი დი ისკია - Sali di ischia
სახის შრატი იდეალურია მოწიფული, ასაკობრივი ნიშნების მქონე კანისთვის. Mini (HA) და Quinolift-ის ნაზავზე დაფუძნებული ფორმულა ავსებს ნაოჭებს და აახლებს სახის ოვალს, ასტიმულირებს კანის ბუნებრივ აღდგენას, ღრმად ასწორებს დაბერების ყველა ნიშანს, ებრძვის დაბერების ნიშნებს. ისკიას თერმული წყალი ეხმარება სახის კანს ტონუსის, ტენიანობის და ელასტიურობის აღდგენაში. კონცენტრირებული შემავსებელი კოსმეტიკური საშუალება დაბერების საწინააღმდეგო ეფექტით; შრატი პირველივე გამოყენებიდან თვალსაჩინო შედეგს იძლევა, კანს უბრუნდება ახალგაზრდული, ჯანსაღი იერსახე.
განკუთვნილია მოწიფული, ასაკობრივი ნიშნების მქონე კანისთვის.
MINI [HA] და QUINOLIFT: ხელს უწყობენ ეპიდერმისის განახლებას, ასტიმულირებენ უჯრედების აღდგენას, აახლებენ და ცვლიან სახის მოყვანილობას. ჰიალურონის მჟავა: ატენიანებს კანს, ხელს უშლის დაბერების პროცესებს, ამცირებს სახეზე გამოჩენილ ხილულ ნაოჭებს და წვრილ ხაზებს. თერმული წყალი: მასში მდიდარი მიკროელემენტები ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
AQUA, ETHYLHEXYL STEARATE, DIETHYLHEXYL CARBONATE, GLYCERIN, POLYGLYCERYL-3 METHYLGLUCOSE DISTEARATE, HYDROLYZED CHENOPODIUM QUINOA SEED, HYDROLYZED HYALURONIC ACID, PHENOXYETHANOL, TRIETHANOLAMINE, CARBOMER, CITRIC ACID, ETHYLHEXYLGLYCERIN, PARFUM, HEXYL CINNAMAL, LINALOOL, BENZYL SALICYLATE, CITRONELLOL.
30 მლ.
Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.