| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Biodroga - ბიოდროგა |
| ბრენდის ქვეყანა |
სახის შრატი აზელაინის მჟავა 10% ბიოდროგა - Biodroga
შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის, რომელსაც აწუხებს სიწითლე, პოსტ-აკნე ლაქები და ერითემები, ანთებითი პროცესი ან მიდრეკილია როზაციისკენ. შრატი შეიცავს 10% აზელაინს, Potassium Azeloyl Diglycinate-ს (აზელაინის მჟავის დერივატივი) და კუპეროკალმს, რომელიც ამშვიდებს კანს, ამცირებს სიწითლეს, პიგმენტურ ლაქებს და ხელს უწყობს ანთების შემცირებას.
მგრძნობიარე კანი, კუპეროზისკენ მიდრეკილი კანი, პოსტ-აკნე ნიშნების მქონე კანი
Biodroga წარმოადგენს გერმანულ პრემიუმ ხარისხის ბრენდს, რომელიც 1959 წლიდან ქმნის პროფესიონალური კანის მოვლის საშუალებებს Baden-Baden-ში, შვარცვალდის ტყის უნიკალური მცენარეული კომპლექსების გამოყენებით. ბრენდის დამფუძნებლებმა Walter Friedmann-მა და კოსმეტოლოგმა Rosel Heim-მა შექმნეს კანის მოვლის ერთ-ერთი პირველი სერიული სისტემა, რომელიც მორგებული იყო სხვადასხვა კანის ტიპის საჭიროებებზე.
ბრენდის სახელწოდება წარმოიშვა ორი ელემენტისგან – “bio” (ბუნებრივი) და “droga” (მცენარეული კომპონენტები). ეს ასახავს Biodroga-ს ფილოსოფიას – ბუნებისა და მეცნიერების ჰარმონიული შერწყმა.
Azelaic Acid 10% – ანთების შემცირება, პიგმენტური ლაქების გაუმჯობესება
Potassium Azeloyl Diglycinate – ჰიპერპიგმენტაციის კონტროლი, კანის დამცავი ბარიერის მხარდაჭერა
Cuperocalm – ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სიწითლის შემცირება
ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს სიწითლეს და პიგმენტურ ლაქებს, ანტიმიკრობული მოქმედება, ღრმად წმენდს ფორებს (კომედოლიტიკური ეფექტი),ამცირებს მელანინის სინთეზს და ხელს უშლის ჰიპერპიგმენტაციას
გაწმენდილ კანზე დაიტანეთ დილითა და საღამოს. ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლის ეფექტისთვის რეკომენდირებულია C ვიტამინის შრატთან კომბინაციაში გამოყენება.
AQUA (WATER) · PENTYLENE GLYCOL · GLYCERIN · POTASSIUM AZELOYL DIGLYCINATE · AZELAIC ACID · ACETYL TETRAPEPTIDE-40 · CAPRYLYL GLYCOL · HYDROXYACETOPHENONE · XANTHAN GUM
15 მლ.
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: სახის შრატი 3% ჰიალურონის მჟავას კომპლექსი 0760 ბიოდროგა - Biodroga