აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სახის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის 150 მლ 3700 სალი დი ისკია - Sali di ischia

#100483_3901
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSali di ischia - სალი დი ისკია
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა150 მლ
მოკლე აღწერა
სახის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის, ფორმულაში შემავალი გამწმენდი მიკრონაწილაკები და სალიცილის მჟავა, რომელიც ცნობილია ანტიბაქტერიული თვისებებით, ხელს უწყობს ფორების გაწმენდას, ზედმეტი ცხიმის, მინარევების და მკვდარი ზედაპირული უჯრედების მოცილებას, ხელს უშლის შავი წერტილების და გამონაყარის წარმოქმნას კანის გამოშრობის და გაღიზიანების გარეშე. განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. 150 მლ.
23.48₾
46.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სახის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის სალი დი ისკია - Sali di ischia 

ამქერცლავი და გამწმენდი საშუალებების მოქმედება ისკიას თერმული წყლის მიკროელემენტებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედების მიზანმიმართულ და ერთგვაროვან აქერცვლას, ასწორებს კანის ტექსტურას, ანიჭებს სახის ფერს სიგლუვეს და სიკაშკაშეს ეპიდერმისის ჰიდროლიპიდური ბალანსის შეცვლის გარეშე. სახის კანის ეფექტური წმენდის შედეგად სუფთავდება ფორები და აღმოიფხვრება გამონაყარის გაჩენის და კანის ჯანსაღი ბალანსის დარღვევის რისკი. სკრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება შესამჩნევად გლუვი, სუფთა და ხავერდოვანი. 

კანის ტიპი

განკუთნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის.

გამოყენების წესი

  • რეკომენდებულია გამოყენება კვირაში 2-ჯერ, სასურველია საღამოს.
  • სახის კანი - განსაკუთრებით კი T ზონა (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი).
  • დაიტანეთ გელი სველ სახესა და ყელზე და თითის წვერებით შეიზილეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახის „T-ზონას“ (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი). კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. სახის დაბანისას მოერიდეთ ცხელი წყლის გამოყენებას და კანზე უხეშ ზემოქმედებას.
  • პროდუქტის მოხმარების შემდეგ შესაძლებელია სახის კანის მოვლის შესაბამისი პროდუქტების გამოყენება: შრატი, კრემი, თვალის კრემი.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

მცენარეული გლიცეროლი მაღალი კონცენტრაციით (30%): მაღალი დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებები ხელს უწყობს ეპიდერმისის დატენიანებას ცხიმოვნების გარეშე. სალიცილის მჟავა: ბეტა ჰიდროქსი მჟავა კერატოლიზური და კანის გამასწორებელი თვისებებით, აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მნიშვნელოვნად ამცირებს მიკროკომედონების წარმოქმნას, რომლებიც წარმოადგენენ აკნეს ყველა სხვა ფორმის წინამორბედს.

პერლიტის მიკრონაწილაკები: სხვადასხვა ზომის ვულკანური ქვიშის მიკროსფეროები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ეფექტურ მექანიკურ აქერცვლას.

არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.

AQUA, GLYCERIN, PERLITE, POLYACRYLATE-33, SODIUM COCETH SULFATE, COCAMIDOPROPYL BETAINE, PHENOXYETHANOL, PEG-6 CAPRYLIC/CAPRIC GLYCERIDES, SODIUM HYDROXIDE, PARFUM, ETHYLHEXYLGLYCERIN, SALICYLIC ACID, STYRENE/ACRYLATES COPOLYMER, BENZYL SALICYLATE, HEXYL CINNAMAL, COCAMIDOPROPYLAMINE OXIDE.

მოცულობა

150 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.